მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.07.2010 5 კომენტარი | 5,842 ნახვა

ჯიხეთის დედათა მონასტერიჯიხეთის დედათა მონასტერი სოფ. ჯიხეთში, ნიგოითის მთაზე, ლანჩხუთიდან 6 კმ-ში მდებარეობს.

მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ.

ჯიხეთის მთაზე მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე, დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი – ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ და შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგახრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია.
თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა მონასტერში.

პირველი წინამძღვარი და დედათა მონასტრის დამფუძნებელია დედა ელენე (მგალობლიშვილი).

ჯიხეთის წინამძღვარი მონაზვნები იყვნენ: ანასტასია ლორთქიფანიძე, მარინე გოგეშვილი, ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, სქემონაზონი მარიამი, მონაზონი მართა სიხარულიძე, მონაზონი ელისაბედ ხონელია, იღუმენია თეონა თევზაძე, მონაზონი ბარბარე მახარაძე და სხვები. ღირსეული მოძღვარნი ჰყავდა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს: დეკანოზი ივანე წეროძე, დეკანოზი ეპიფანე ხონელია, იღუმენი დავით ჯინჭარაძე, მღვდელ-მონაზონი მელქისედექ მიქავა, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზ ღლონტი, არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარია და სხვანი.

გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი ბრმა მართა. ბევრი გაუკვირვებია ერთ-ერთი მღვდლის ცოლს. ღმრთისმსახური კომუნისტებს გაუპარსავთ. ელენეს ოჯახი დაუტოვებია და მონასტერს შეფარებია.
მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.
დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ცოცვა-ვედრებით მონასტერშივე აღესრულა და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.

სამება-ჯიხეთის მონასტერს გულისხმიერება და ზრუნვა არასდროს მოკლებია ღმრთითკურთხეული მღვდელმთავრებისაგან, რომელთაგან პირველი იყო გურია-ოდიშის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), მღვდელმთავარი დიმიტრი (აბაშიძე) და სხვანი.

მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია. 1989 წელს ჯიხეთის მონასტერში განწესებულ დედა საბიანას აქ ორი ღრმად მოხუცებული სამონაზვნე დახვდა: დედა ევდოკია (+1994) და დედა ანასტასია.

მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს, ათონიდან ღმრთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

1984 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი). მისი თაოსნობით მონასტერში მრავალი აღმშენებლობითი სამუშაო ჩატარდა. 1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმ. გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი (მოხატულია იოსებ ბაჯელიძის მიერ). 2002 წლის დიდმარხვის პერიოდში აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების პატარა ტაძარი. ტაძრის ეზოში წყარო ოთხი მხრიდან შემოიყვანეს, სანათლავი მოაწყვეს და უწოდეს „იორდანეს წყარო“. მის წინ მოეწყო სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება. წყალს აქვს სამკურნალო თვისებები. სამივე ტაძრის კანკელი გაკეთებულია ზაურ ცირეკიძის მიერ.

მონასტრის აღმშენებლობით სამუშაოებში წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მოსახლეობას, ლანჩხუთის მრევლს. აღსანიშნავია ლანჩხუთის რაიკომის ყოფილი მდივნის ემზარ ბერიძის, ჩაის ფაბრიკის დირექტორის, სამტრედიის რაიონის №2 საამშენებლო საწარმოს დირექტორის ნოდარ დოლიძის, ასევე მისი მოადგილის შუტა ლორიას და სხვათა წვლილი.

სამომავლოდ დაგეგმილია სასტუმრო-რეზიდენციის მშენებლობა, კელიების დამატება და კეთილმოწყობა.
ყოველ 4 დეკემბერს – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მონასტერში იმართება დიდი დღესასწაული – ჯიხეთობა.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/jikheti/jikheti.htm


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • გვანცა says:

    ულამაზესია იკაურობა,ვინც არ ყოპილხარტ გირცჰევ მოილოცოტ ეს წმინდა ადგილი

  • თამარ ანთაძე says:

    წარმოშობით ლანჩხუთის რაიონი,სოპ.ლესიდან ვარ.რამდენჯერმე ვარ ნამყოპი მონასტერში,საოცარი სიმშვიდე დამეუპლა, ძალიან ლამაზია.
    თქვენ ჟურნალს ინტენსიურად გავეცნობი.

  • ნანა says:

    ულამაზესი ადგილი და დიდი მადლის მატარებელი მონასტერია! ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მამა ანდრია და დედები, რომლებიც საოცარი რუდუნებით ლოცულობენ და შრომობენ ამ მადლიან მიწაზე! შევთხოვოთ უფალს და წმიდა ღვთისმშობელს სამება-ჯიხეთის მონასტრის მადლი და ძალა შეგვეწიოს!

  • მაკა says:

    carushleli shtabechdileba datova chemze monastris cinamzgvarma mama andriam da ik mofusfuse teqvsmetma monazon-morchilebma. msgavsi silamaze bevrgan namdvilad ar minaxavs da es kvelaferi am adamianebis dauzareli shromita da garjitaa migceul-shenarchunebuli. gmertma dalocos da gaazlieros es uketilshobilesi adamianebi da chven kide mati locva-kurtxeva ar mogvklebodes !!!

  • აქ ვცხოვრობდი ცოტა ხნით დედაოებთანნ…..ულამაზესი ადგილია დაა ყველაზე კარგ ადამიანებთაან მომიწია ურთიერთობაა….დედა ირინე-იგუმენია,მამა ანდრია,დედა ნინო,დედა თომაიდა,დედა თამარ მაჯია,დედა თამარი,დედა დარია და კიდევ მორჩილები…ამ ადამიანებმა შეცვალა ჩემი ცხოვრება….მადლობელი ვარ ამისთვის უფლის

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი