მთავარი » პოპულარული

ჟურნალისტ ჯინ ალენის ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2011 | 1,313 ნახვა

ამერიკელმა პროფესორმა ჯინ ალენმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორებსა და სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა. თსუ იგი წლების მანძილზე შეისწავლიდა მსოფლიო ჟურნალისტიკის განვითარებას და ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო კვლევები აქვს ჩატარებული. მის მიერ წაკითხული სალექციო თემაც ჟურნალისტიკის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შეეხო. პროფესორმა თავისი კვალიფიციური მოსაზრება გააცნო შეკრებილ საზოგადოებას.

პროფესორი ჯინ ალენი: “ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, ძალიან მომეწონა თქვენი ქვეყანა, მაგრამ ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანია გავიგო თუ რა ტენდენციით მიმდინარეობს აქ ჟურნალისტიკის განვითარება. ჟურნალისტიკა სწრაფად ცვალებადია დარგია, რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა სიახლეები შეიძლება მოხდეს თუნდაც მომავალი 10 წლის განმავლობაში. პირველ რიგში, საინტერესოა იმის გაანალიზება თუ როგორ მოვედით დღემდე. მომავალზე საუბრისას აუცილებელია, წარსული გამოცდილების გათვალისწინება. პირველი ,,რევოლუცია’’ მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში იყო ბეჭდური პრესის გამოჩენა, თანდათანობით სფერო ვითარდებოდა და ჰაბერმანსის ნოვტორულმა იდეამ, სამოქალაქო სექტორის აუცილებლობის შესახებ გადატრიალება მოახდინა მსოფლიო ჟურნალისტიკაში, ეს იყო დასაწყისი საზოგადოებრივი აზრის დამკვიდრებისა მთელ მსოფლიოში. შემდეგი ახალი „რევოლუციის“ მომასწავლებელი იყო 1944 წელს ტელეგრაფის შექმნა, კაცობრიობის ისტორიაში პირველად შესაძლებელი გახდა ინფორმაციის სწრაფი და მომენტალური გავრცელება. პულიცერმა კი პირველად გააანალიზა, რომ მაშინდელი პრესა ფართო საზოგადოებაზე გათვლილი არ იყო და ბევრი ადამიანი იჩაგრებოდა, რადგანაც მათ ჟურნალ-გაზეთებზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

დღესდღეობით კი ყველაფერი შეიცვალა. მე დიდი ხნის მანძილზე ვსწავლობდი ჟურნალისტიკის განვითარების ისტორიას და ვცდილობდი ამეხსნა თუ რატომ არის აუცილებელი ცვლილებები და რა საჭიროა ისინი?! პირველ რიგში, აუდიტორიის მოსაზიდად, მათ დასაინტერესებლად. საზოგადოება ხომ ყოველთვის სიახლის მოლოდინშია. 21-ე სუკუნეში ჟურნალისტიკის განხორციელების ნაირგვარი გზა არსებობს: პრესა, ტელევიზია, ვებ-გვერდები. საჭიროა აქცენტები გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხდება პრესა ნაკლებ შემოსავლიანი და რატომ არ სურს ადამიანებს გარკვეული თანხა გადაიხადონ ინტერნეტით ინფორმაციის მიღებაში. იყო მცდელობა, რომ ზოგიერთი ინტერნეტ-საიტით ინფორმაციის მოძიება შემოსავლიანი გამხდარიყო, მაგრამ ხალხმა სწრაფად მოძებნა ალტერნატიულოი გზა და უარი განაცხადა ფასიანი ვებ-გვერდებით და ინტერნეტ-ჟურნალებით სარგებლობაზე. არსებობს კი საჭირო რაოდენობის მკითხველი, რომელიც მზადაა თანხა გადაიხადოს ახალი ინფორმაციის მოძიებისთვის? ეს შეკითხვა ძალიან მწვავე და აქტუალურია, პასუხი კი ნაკლებად იმედის მომცემი. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც ავრცელებს სანდო ინფორმაციას და ორიენტირებულია ხარისხზე ყოველთვის მოთხოვნადი იყო, არის და იქნება.”

ქრისტინე გამთენაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი