მთავარი » კონკურსი

ჯემალ კვანტალიანი – ”ჩემი სკოლა” – სოფ. მაღლაკის №1 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.12.2014 ერთი კომენტარი | 1,977 ნახვა

პატარაობიდანვე მაინტერესებდა გამეგო ჩემი სკოლის ისტორია, თუ როდის ჩაეყარა საფუძველი მის მშენებლობას და როდის მიიღო სკოლამ საშუალო სკოლის სტატუსი. ჯემალ კვანტალიანი საინტერესო ჩემთვის იმიტომაც არის რომ, აღნიშნული სკოლა აქვს დამთავრებული მამაჩემს, ბებიას, ბაბუას. მათი ცხოვრების მეტი ნაწილი ამ სკოლასთან არის დაკავშირებული, თითქმის ნახევარი საუკუნე, ისინი ახლაც აქ მუშაობენ. მიუხედავდ იმისა, რომ მაღლაკი დიდი სოფელია და ახლოს არის ქალაქ ქუთაისთან, სკოლა შედარებით გვიან გაიხსნა ვიდრე რაიონის სხვა სკოლებში.

პირველი სამრევლო სკოლა ქვედა მაღლაკში 1896 წელს მღვდელმა ლაზარე ჟორჟოლიანმა დაარსა, რომელიც ერთობ განათლებული კაცი ყოფილა. თავდაპირველად სასწავლო პროცესს მამა ლაზარე უძღვებოდა სხვა საეკლესიო პირებთან ერთად, შემდეგ კი მღვდელი ისიდორე ჟორჟოლიანი.

ჩემი მშობლიური სკოლის მშენებლობას კი საფუძველი 1934-35 წლებში ჩაეყარა. იგი ორსართულიანია და დიდი და ნათელი ოთახებისაგან შედგება. დღესდღეობით 25 ოთხია. იგი ნაშნებია წმინდა ქვებით-მის მშენებლობაზე გამოუყენებიათ სოფელში არსებული ეკლესიის ქვები, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი ქმედება. სკოლას რამდენჯერმე ჩატარებია კაპიტალური შეკეთება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ხუთიოდე წლის წინ ჩატარებული. მთლიანად განახლდა მთელი შენობა, ძველი დარჩა მხოლოდ კედლები. მაღლაკელ ახალგაზრდობას აგვისრულდა დიდი ხნის ნანატრი ოცნება. სკოლას მიუშენდა სპორტული დარბაზი, სადაც ჯანმრთელობას იკაჟებს არა მარტო სკოლის, არამედ მთელი სოფლის ახალგაზრდობაც.

საშუალო სკოლის პირველი დირექტორი ყოფილა კონონი ჟორჟოლიანი. სწორედ მას მიუძრღვის დიდი ღვაწლი სკოლის მშენებლობაში. თურმე სკოლის ფუნქციონირების პარალელურად მიმდინარეობდა მშენებლობა. კონონის დირექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა მეორე მსოლიო ომი,ომიდან ევაკუირებულ დაჭრილებს სკოლაში მკურნალობდნენ-სკოლის პირველ სართულზე ლაზარეთი იყო განტავსებული. სკოლის კურსდამთავრებულთა გარკვეულ ნაწილს მოუწია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა, რომელთა მეტი ნაწილი ვეღარ დაუბრონდა საკუთარ ოჯახს და სოფელს.

კონონოს შემდეგ სკოლის დირექტორი ყოფილა შალვა ბაღათურია, მათემატიკის სპეციალისტი. დღესაც დიდი სიამოვნებით იგონებენ მისი აღზრდილები, როგორც პრინციპულსა და მომთხოვნ მასწავლებელსა და ხელმძღვანელს.
1953 წლიდან სკოლას სათავეში ჩადგომია რაჟდენ ვლადიმერის-ძე ღაჭავა. იგი იყო კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა სკოლას. მისი მუშაობის წლებში ბევრი რამ გაკეთებულა სკოლაში, გადაკეთებულა სკოლაში შესასვლელები, გამწვანდა და კეთილმოეწყო სკოლის ეზო-გარემო, ამაღლდა და განმტკიცდა სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობა. ბატონი რაჟდენი 2 წლის მანძილზე ხელმძღვამელობდა რაიონის განათლების განყოფილებას. სწორედ ამ დროს სკოლას დროებით ხელმძღვანელობდა არქიფო მანგალაძე, რომელმაც დაახლოებით 2 წელი დაყო სკოლაში და შემდეგ კვლავ რაჟდენ ღაჭავა დაუბრუნდა სკოლას დირექტორად, რომელმაც 1974 წლამდე, პენსიაში გასვლამდე გააგრძელა მუშაობა.

1974 წლიდან სკოლას სათავეში ჩაუდგა, სკოლის კურსდამთავრებული ბონდო ნოეს-ძე შალამბერიძე. იგი 17 წლის მანძილზე უნარიანად უძღვებუდა სკოლას. გამოირჩეოდა ჰუმანურობითა და პრინციპულობით. მისი მუშაობის პერიოდში სკოლაში შემოღებულ იქნა მექანიზებული სწავლების კურსი უფროსკლასელ მოსწავლეთათვის, რომელმაც სოფელს ათობით სპეციალისტი მისცა, ბევრი მათგანი ახლაც ამ პროფესიით საქმიანობს.

1991 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა ოთარი ჭიჭიკოს-ძე ჟორჟოლიანი. იგი გამოირჩეოდა პრინცინციპულობითა და მომთხოვნელობით, იყო კარგი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ბევრი რამ გააკეთდა მისი მუშაობის პერიოდში სკოლაში სწავლა-აღზრდია მიზნით.

2007 წლიდან სკოლას ხელმძღვამელობს მარინე ფხაკაძე, იგი არის შესანიშნავი მენეჯერი და ორგანიზატორი. მისი დირექტორობის დროს გაუკეთდა სკოლას თვალსაჩინო შეკეთება, თითქმის ხელახლა აშენდა სკოლა. სკოლას მიუშენდა სპორტული დარბაზი, სკოლაში შეიქმნა ონფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია. სკოლაში გაკეთდა ცენტრალიზებული გათბობა. სკოლა აღიჭურვა ახალი დგამ- ავეჯით. ქ-ნი მარინე დღესაც ცდილობს აღჭურვოს კაბინეტ- ლაბორატორიები თანამედროვე სათვალსაჩინო რესურსებითა მასალებით.

სკოლა რაიონში ერთ-ერთ მოწინავეთა რიგებში იდგა და დგას დღემდე აკადემიური წარმატებების მიხედვით. ეს ყველაფერი იმ პედაგოგების დამსხურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი გულისყურითა და მონდომებით ემსახურებოდნენ მოსწავლეთა სწავლა-განათლების საქმეს და დღესაც იღწვიან იმისათვის, რომ მისცენ მათ ხარისხიანი განათლება. სკოლას დაარსებიდან დღემდე უამრავი კურსდამთავრებული ყავდა და ყავს, რომლებიც თვალსაჩინო წარმატებებს აღწევდნენ რაიონულ თუ რესპუბლიკურ ტურებსა და კონფერენციებში. სკოლის აღზრდილთა დიდი ნაწილი მოწინავეთა რიგებში იდგა და დღესაც დგას სახალხო-მეურნეობის სხვადასხვა სფეროში. ბევრ მათგანს გააჩნია სამეურნეო ხარისხი. ჩვენც, ჩემი თაობის აღსაზრდელები ვეცდებით ვისწავლოთ და ვიშრომოთ ისე, როგორც სოფელ მაღლაკის №1 საჯარო სკოლის ტრადიციებს შეეფერება.

ჯემალ კვანტალიანი
სოფ. მაღლაკის №1 საჯარო სკოლა მე-9 კლასის მოსწავლე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ვიკა კვანტალიანი says:

    ჯემიკო,გილოცავ პირველ წარმატებულ პუბლიკაციას!გიყვარდეს შენი სკოლა,შენი სოფელი და მთელი მსოფლიოს შეყვარებასაც შეძლებ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი