მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ჯავახეთის წყაროსთავი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2018 | 287 ნახვა

ჯავახეთის წყაროსთავი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კულტურის კერა, საეპისკოპოსო კათედრადი სამხ. საქართველოში, ჯავახეთში, კარწახის (ხოზაფინის) ტბის მახლობლად. მემატიანე ჯუანშერის ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ I გორგასლის ძემ – მირდატმა. წყაროს თავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში; მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარე მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან ყარსის მთამდე და ხავეთამდე. ამჟამად ძეგლი აღარ არსებობს, 70-იან წლებში იგი მთლიანად დაანგრიეს. წყაროსთავი წარმოადგენდა VIს. ბაზილიკას, რომელიც Xს. შუა ხანებში ან II ნახევარში გადაკეთდა გუმბათოვან ტაძრად. გეგმაში დას. ნაწილში ოთკუთხა და რვაკუთხა ბოძების 3 წყვილით დაყოფილი სამი ნავით ჰქონდა. აღმ. ნაწილში 3 მკლავი იყო. აქედან აღმ. მკლავს საკურთხევლის აფსიდით დასრულებული ღრმა ბემა ჰქონდა. სამხ. და ჩრდ. მკლავები უაფსიდო იყო. სამივე მკლავი გუმბათქვეშა კვადრატს ეკვროდა. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით მართკუთხა სათავსოები იყო, ხოლო სამხრეთით და დას-თაღებით გახსნილი გალერეა. მთელი ტაძარი შემოსილი იყო სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი მსხვილი კვადრებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილ 4 სარკმელს გარედან შეწყვილებულ სვეტებზე ამოყვანილი თაღები ამკობდა. სარკმელის სათაურები სადა იყო, უსარკმელო სიბრტყეები გუმბათის ყელზე-კვეთილი ორნამენტითა და ჯვრის გამოსახულებით შემკული, თაღების შეერთების ადგილზე მოთავსებული იყო ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა რელიეფური გამოსახულებანი. აღმ. ფასადზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.