მთავარი » ქრისტიანობა

ჯარისკაცთა მიმართ – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.08.2016 | 1,456 ნახვა

ჯარისკაცი

ჯარისკაცთა მიმართ – “ახლანდელი თქვენი მდგომარეობა, თანამდებობა და მოვალეობა სულ სხვაა, ვიდრე მაშინ, როდესაც სახლებში იყავით. თქვენ ახლა მხედარნი, ჯარისკაცნი ხართ; მოწოდებული ხართ ხელმწიფისაგან იმისათვის, რომ ქვეყნისა და მამულის მშვიდობის დამცველნი და მფარველნი იყოთ, ვითარცა შინაგან, აგრეთვე უმეტესად გარეგან მტერთაგან. დიდია ეს საქმე და უსაჭიროესი ქვეყნისათვის! ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაძლებს, თუ კარგი და ერთგული ჯარი, ანუ მხედრობა არა ჰყავს. მცხოვრებთ ქვეყნისა, რომელსაც კარგი მხედრობა არა ჰყავს, არათუ გარეგანი მტრები, არამედ შინაური მტრებიც სიცოცხლეს გაუჭირვებენ. მხედრის პირველი მოვალეობა თვისი უფროსისადმი სრულსა და ურყევ მორჩილებაში მდგომარეობს. უფროსმა წყალში ჩავარდნა, ცეცხლში შესვლა თუ კლდეზე ასვლაც რომ გიბრძანოს, დაუფიქრებლად უნდა აღასრულო. ჭეშმარიტი მხედარი თავის თავს არ დაზოგავს, თუ საჭიროებამ მოითხოვა, იგი ყოველთვის მზად არის მამულისა და ხელმწიფისათვის სისხლის დასათხევად და სიცოცხლის შესაწირად. მხედრობის მეორე მოვალეობა ერთობის აღსრულებას მოითხოვს.

მწკრივში დაყენებულთ, ათასი კაციც რომ იყოთ, ყველას ერთსა და იმავე შეწყობილ მოძრაობას გასწავლიან, მსაგავსადვე თქვენი გულებიცა და აზრებიც შეთანხმებული უნდა იყოს. ჩვენ, თქვენს მემამულეთ, მეზობელთა და ნათესავთ იმედი გვაქვს, რომ თუ გარემოებამ მოითხოვა, ჩვენს მამულს არ შეარცხვენთ, მტერს მხნედ და მამაცურად დახვდებით და ჩვენი ძველი წინაპრების მხნეობასა და მამაცობას გაახსენებთ, რომელნიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მტერს დაუცხრომლად ებრძოდნენ დ მამულს იცავდნენ. ნუ გეშინის, თუ ვინმე თქვენთაგანი ველსა ზედა ბრძოლისასა დაეცა: იგი ნეტარი იქნება! მას ქებით მოიხსენიებს ყოველი კაცი! წმიდა ეკლესია მისთვის ყოველთვის ლოცულობს: მან თვისი სიცოცხლე მამულს შესწირა, ძმათა და ნათესავთათვის სისხლი დათხია, იგი მოწამეთა თანა შეირაცხება”, – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან (გამოკრებილნი სწავლანი).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი