მთავარი » კონკურსი

იზოლდა შარაძე – “ჩემი სკოლა” – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.12.2014 9 კომენტარი | 4,086 ნახვა

სკოლა ყველასთვის მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან აქ ყველა ღებულობს განათლებას. ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლის დაცვას, უსაფრთხოებას. ბავშვებს ეკრძალებათ ტელეფონისა და სხვადასხვა აქსესუარების ტარება, გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. იზოლდა შარაძე მოსწავლე ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს ფორმით. ჩემთვის, როგორც მოსწავლისთვის, ეს ყველაფერი მისაღებია. მომწონს, რომ მკაცრად აკონტროლებენ სკოლაში მოსწავლეთა წესრიგს. მე მიმაჩნია რომ, ეს ჩვენი სკოლის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. სკოლას აქვს წარმატებები, ჰყავს წარჩინებული მოსწავლეები, ისინი აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო, სარაიონო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში. არიან გამარჯვებულებიც. რაც ამტკიცებს, რომ ახალსოფლის საჯარო სკოლა ხელს უწყობს ისეთი ადამიანების აღზრდა-განათლებას, რომლებიც მომავალში თავიანთი განათლებითა და ნიჭიერებით გამოადგებიან ქვეყანას. სკოლაში არის გახსნილი სხვადასხვა საგნობრივი კლუბები, იმართება ინტელექტუალური თამაშები, რაც აძლევს მოსწავლეს საშუალებას უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს თავისი ცოდნა და გააკეთოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. წელს სკოლაში გვაქვს სიახალე: გაიხსნა საპრეზენტაციო კლასი, სადაც ეწყობა პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე. ამით ყველას ეძლევა საშუალება მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, იმსჯელონ თავისუფალ თემებზე და ისწავლონ თავიანთი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება.

მოსწავლე ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სკოლაში, შეასრულოს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება და იყოს მობილიზებული. უნდა მიიღოს სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა, რომ თავისი ცოდნითა და შესაძლებლობებით ასახელოს სკოლა. ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები, სადაც ბავშვები ატარებენ ცდებს და ღებულობენ უფრო მეტ ცოდნას. ჩვენს სკოლას ჰყავს მომსახურე პერსონალი, რომლებიც ზრუნავენ სკოლის სისუფთავეზე და ხელს უწყობენ, რომ ბავშვები სკოლაში იყვნენ სუფთა გარემოში. აქ ეწყობა ნორჩ მხატვართა გამოფენა, სადაც ხელოვან მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და წარმოაჩინოს თავისი ბუნებრივი ნიჭი. ასევე, სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს გაიღრმაოს ცოდნა სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების კითხვით. ჩვენს სკოლაში წარმატებით ხორციელდება ინკლუზიური სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ორი მოსწავლე ვიმყოფებით შინ სწავლებაზე.  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა სკოლა მაქსიმალურად გვიწყობს ხელს, რომ ჩვენი სწავლება იყოს მორგებული ჩვენს შესაძლებლობებზე, ამიტომ ითვალისწინებენ რა ჩვენს მდგომარეობას, არ ვართ გაკვეთილებით ძალიან დატვირთული, თუმცა ჩვენ გავდივართ სწავლებას ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. სკოლას ჰყავს სპეციალური მასწავლებელი, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა სირთულეების დაძლევაში. გვიტარებს დამატებით მეცადინეობებს, ჩვენთვის რთულ და ძნელად დასაძლევ საგნებში.

მოდით ახლა ვიმსჯელოთ კითხვაზე თუ რა კრიტერიუმებით უნდა არჩევდეს მშობელი თავისი შვილისთვის სკოლას? ჩემი, როგორც სსსმ მოსწავლის გადმოსახედიდან, სკოლა აუცილებლად უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, ცდილობდეს შექმნას ყველა პირობა საფუძვლიანი განათლების მიღებისათვის, ზრუნავდეს მათ მომავალსა და წარმატებებზე. რაც შეეხება იმას, რას შევცვლიდი და როგორი მინდა იყოს ჩემი სკოლა, პირველ რიგში შევიტანდი იმ სიახლეს, რომ ავიყვანდი ექთანს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იზრუნებდა მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე, რაც ყველას მისცემს საშუალებას პრობლემა მოაგვაროს სწრაფად და მარტივად. ასევე ჩავატარებდი საკვების ლაბორატორიულ შემოწმებას და გავიგებდი, რამდენად უსაფრთხოა ის საკვები, რომელსაც ბავშვები ღებულობენ. არ მომწონს ის, რომ ყველა სკოლაში საგრძნობლად გაზრდილი არის მოსწავლეთა უფლებები. ბავშვებმა კარგად იციან, თუ რა უფლებები აქვთ, მაგრამ ხშირად ივიწყებენ იმას, რომ მათი უფლებები გადაჭარბებულია. ხშირად ავიწყდებათ, რომ მასწავლებელი მათზე ბევრად მაღლა დგას და პატივი უნდა სცენ მის აზრს, რადგან ყველაფერი ჩვენთვის კეთდება და ისინი ცდილობენ, რომ დაგვეხმარონ ჩვენი შეცდომების გამოსწორებში და ამავე დროს საკუთარ შეცდომებზე გვასწავლონ კიდეც, რადგან ყველა შეცდომებზე სწავლობს.

მიუხედვად იმისა, რომ მეც მოსწავლე ვარ, ჩემი ნება რომ იყოს, მოსწავლეთა უფლებებს ჩამოვაქვეითებდი და შევზღუდავდი. საბოლოო ჯამში მე, მე-10 კლასის მოსწავლე იზოლდა შარაძე, ვამაყობ ჩემი სკოლით. კმაყოფილი ვარ, რომ ვსწავლობ ახალსოფლის საჯარო სკოლაში და მიხარია, რომ მე ამ სკოლის ერთ-ერთი რიგითი მოსწავლე ვარ. ჩემი დიდი სურვილია ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს პედაგოგებსა და სკოლის დირექციას გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მათი დამსახურებაა, რომ დღეს შემიძლია მივიღო ზოგადი განათლება და ვისარგებლო შინ სწავლების უფლებით.

იზოლდა შარაძე
17 წლის
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი