მთავარი » ქრისტიანობა

„იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2018 | 990 ნახვა

პატერიკი

ნმაცხოვარი ერთხელ ღირსმა ონოფრე დიდმა დაყუდებული ცხოვრების სიყვარულით დატოვა თებაიდის მონასტერი და უდაბნოს მიაშურა. მოულოდნელად მან იხილა ნათლის სხივი და შეშინებულმა უკან გაქცევა დააპირა, მაგრამ ნათლის სხივი მიუახლოვდა მას და მოესმა ხმა: „ნუ გეშინია, მე ვარ შენი ანგელოზი, შენი შობისთანავე უფლისგან შენს დასაცავად დადგენილი, და მუდმივად შენთან ერთად დავდივარ. ამჯერად მე ღმრთისგან ნაბრძანები მაქვს, წაგიყვანო უდაბნოში. იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ“. ანგელოზი ღირს ონოფრეს წინ გაუძღვა. საკმაო მანძილი რომ გაიარეს, წმიდანმა დაინახა ჩინებული გამოქვაბული და ანგელოზის ნათელი სხივიც გაუჩინარდა.

უდაბნოში განმარტოების პირველი წლები მრავალი განსაცდელით იყო აღსავსე: დღისით ღირს ონოფრეს თაკარა მზე წვავდა, ღამით კი ყინვისგან ითოშებოდა. იგი უდაბნოს მცენარეებით იკვებებოდა, წყურვილს კი ნამით იკლავდა. ღმერთმა თავის ერთგულ შვილს ღვაწლში განმტკიცების შემდეგ ანგელოზი გამოუგზავნა, რომელსაც მასთან პური და წყალი მოჰქონდა. უფლის ანგელოზი მას ოცდაათი წელი კვებავდა; ამის შემდეგ მის გამოქვაბულთან ამოვიდა ფინიკის ხე ტკბილი ნაყოფით და აღმოცენდა წყარო ცივი წყლით. ღირსი ონოფრეს ანგელოზი აზიარებდა იესო ქრისტეს უხრწნელ ხორცსა და სისხლს. „და არა მარტო ჩემთან მოდის ანგელოზი ღმრთაებრივი ზიარებით, – განუცხადა წმიდა მეუდაბნოემ ღირს პაფნუტის, – არამედ სხვებთანაც, რომლებიც ღმრთის გულისათვის უდაბნოში ცხოვრობენ და ვერ ხედავენ ადამიანის სახეს. ანგელოზის ხელებიდან ზიარება მათ გამოუთქმელი მხიარულებით აღავსებს. და თუ რომელიმე მათგანი ისურვებს ადამიანის ხილვას, ანგელოზს აჰყავს იგი ზეცად, რათა იხილოს წმიდანები და განიხაროს; მაშინ ის ადამიანი სულით ნათლდება და ხარობს, რომ ღირს-იქმნა ზეციურ მშვენიერებათა ხილვისა და ივიწყებს უდაბნოში გაწეულ ყველა შრომას. თავის ადგილზე დაბრუნების შედეგ კი უფრო გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს და ესავს, საუკუნოდ დაიმკვიდროს ის, რისი ხილვის ღირსიც გახდა ზეცაში“.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი