მთავარი » ეკლესია-მონასტრები

იყალთოს მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.06.2012 2 კომენტარი | 9,735 ნახვა

ქ. თელავის დასავლეთით, 7-8 კმ.-ზე მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთი ასურელი “მამათაგანის” – წმიდა ზენონის მიერ. იყალთოს მონასტერი მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაფუძნდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი. ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. იგი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი. წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

ჩვენამდე მოღწეულია იყალთოს აკადემიის ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. ასევე, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება” (აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო წმ. მამა ზენონი) და სამების მცირე ეკლესია, რომელშიც, მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო.

იყალთოს მონასტერი

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობა და სათავსო.

იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა, მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ.

იყალთოს მონასტერი დღესდღეობით იყალთოს კომპლექსში შემავალი ტაძრები მრავალჯერაა რესტავრირებული და მათი თავდაპირველი სახე ძალიან შეცვლილია.

კომპანია “ჯეოსელის” ინიციატივითა და ალავერდის მიტროპოლიტის, მეუფე დავითის კურთხევით, იყალთოს სამონასტრო კომპლექსს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა. გაიწმინდა ტაძრის ფასადი და გადაიხურა კომპლექსში შემავალი სამივე ტაძარი.

იყალთოს მონასტერი რესტავრაციის დროს, მიწის საფარის მოხსნის შედეგად, არქეოლოგებმა უძველესი ნაგებობების ნაშთები და სხვა უამრავი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს. სარესტავრაციო სამუშაოები იყალთოს მონასტერში დღესაც გრძელდება.

ოსმან თურანი (კომპანია “ჯეოსელის” გენერალური დირექტორი): “იყალთოს რესტავრაციით დიდი საქმე გაკეთდა. ახლა იყალთოს ტაძარს დანგრევის საფრთხე აღარ ემუქრება. ბედნიერი ვარ, რომ ტაძრის გადარჩენაში “ჯეოსელმა” დიდი წვლილი შეიტანა.”

იყალთოს აკადემიამ დიდხანს იარსება, მისი როლი განსაკუთრებულია საქართველოს საგანმანათლებლო საქმეში. 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან არსებობა შეწყვიტა.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • დოდო says:

    ჩვენი დიდებული წარსული და უბადრუკი დღევანდელობა:(:( რანი ვიყავით და რანი ვართ დღეს???:(:( როგორ გვებრძოდა ქრისტიანობის მტერი, მუსულმანური სამყარო და ვერ დაგვაჩოქა ბოლომდე!…და როგორ მოვიყარეთ მუხლი და ჩვენის ნებით დავემონეთ “ქრისტიანობით შენიღბულ” ვაიერთმორწმუნე ათეისტური(უღმერთო) სულის, ბოროტების იმპერია, რუსეთს:(:(

  • ანა says:

    გამარჯიბათ.მონასტერში მინდა წასვლა გარკვეული დროით ხომ არ იცით ვინმემ როგორ მივახერხო წასვლა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი