მთავარი » ქრისტიანობა

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი შესრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.10.2014 | 2,153 ნახვა

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი აღავლინა.

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანებიდან დღეს 25 წელი გავიდა.

პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

პარაკლისი მახათას მთაზე

“ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა ააშენოს თავისი სულიერი ტაძარი გულში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი. ეს ტაძარი შენდება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე”, – ბრძანა უწმიდესმა და ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ისტორიაც გაიხსენა, თუ როგორ მივიდა ზღვით ათონის მთაზე ხატი, რომელსაც ნათლის სვეტი ადგა.

ილია მეორემ ქადაგებისას ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერებიც გაიხსენა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან. კერძოდ, წმინდა ბერი გაბრიელი, რომელმაც ზღვაზე ისე გაიარა ფეხით, როგორც ხმელეთზე და ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. უწმინდესმა მრევლს შეახსენა, რომ ზღვიდან გამობრძანების შემდეგ მეორე დღეს ხატი მონასტრის კარიბჭეზე დაკიდებული იპოვეს, ამიტომ ამ ხატს კარიბჭისა ეწოდება.

უწმიდესმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მადლობა შესწირა მფარველობისა და წყალობისთვის.

“მადლობა ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შენი დიდი მფარველობისთვის, შენი დიდი წყალობისთვის. მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა, ღირსი გაგვხადე ჩვენ სასუფევლისა. გმადლობთ შენ ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომ ქართველი ხალხი აშენებს თავის სულიერ ტაძარს და მასთან ერთად მატერიალურ ტაძარს”, – ბრძანა უწმინდესმა.

პარაკლისს მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი