მთავარი » ქრისტიანობა

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჰუჯაბის მონასტრისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.10.2017 | 1,662 ნახვა

სიონის საკათედრო ტაძრიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში წაბრძანდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ღვთისმშობლის ხატი რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ათონის მთაზე დაიწერა ჰუჯაბის მონასტრისათვის, თბილისში კი 17 წლის წინ ჩამობრძანდა; ახლა იგი კვლავ თავის ეპარქიას დაუბრუნდა.
სიონის ეკლესიაში მის ადგილზე დაბრძანდა კვლავ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც აფხაზი მეცენატის შეკვეთით ახლახანს შეიქმნა და რომელიც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, სოხუმში წაბრძანდება. მისი სახელია: „ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი აფხაზეთისთვის”.

ხატის პერანგზე გამოსახულნი არიან: თორმეტი მოციქული (მათ შორის, რა თქმა უნდა, ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი) და ის წმინდანები, რომელთა ცხოვრებაც მეტ-ნაკლებად უკავშირდება საქართველოს და მის ნაწილს, აფხაზეთს. კერძოდ: წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ვასილისკო, წმინდა გრიგოლ ხანძთელი.

ხატი დაწერა ეკატერინე ჩხიკვაშვილმა.

წყარო: www.patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.