მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი 10 წლისაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.10.2019 | 172 ნახვა

ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე საზეიმო წირვა შესრულდა ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში, რომელიც 10 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა (29.09.2019).

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იაკობმა (უშიკიშვილი) მოწვეულ სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღასრულა. წირვის შემდეგ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) ღვთიმსშობლის პარაკლისი გადაიხადა, დალოცა მრევლი და მიულოცა ტაძრის დღესასწაული.

აღსანიშნავია, რომ ამ ტაძართან არსებობს უპოვართა სატრაპეზო, რომელსაც 500-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ბენეფიციარი ჰყავს. აქვე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელშიც 180-ზე მეტი ბავშვი სწავლობს გალობას, სიმღერას, ფერწერას, ხატწერას, ქარგვას, ხეზე კვეთას და საღვთო სჯულს. ახლო მომავალში გაიხსნება 12000 წიგნზე გათვლილი ბიბლიოთეკაც და ყველა მსურველს შეეძლება ისარგებლოს მისთვის სასურველი წიგნით და გაიმდიდროს ცოდნა.

წყარო: www.patriarchate.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი