მთავარი » კულტურა

ახალგაზრდა ხელოვანი – იური დონაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.11.2011 ერთი კომენტარი | 2,104 ნახვა

“ჩემი ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარული, ვცდილობ, ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებაში ავსახო,” – ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი იური დონაძე. მისი ღვაწლი დიდია და დასაფასებელი. ხეზე კვეთის ხელოვნებას მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმში დაეუფლა. წლებია, მუშაობს ხეზე, ქვაზე, წერს ხატებს, ქმნის ფერწერულ ტილოებს. იური დონაძეამასთან ერთად აქვს სერიოზული გატაცება და საკმაოდ კარგად ასრულებს ხალხურ სიმღერებს. ასე რომ, მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, თავად პიროვნება კი, შესაბამისად, საინტერესო. იური დონაძის თითოეულ ნაშრომში იკითხება საქართველოსა და საკუთარი კუთხის, რაჭის დიდი სიყვარული.

ბოლო დროს საკმაოდ ხშირად აწყობს გამოფენებს. 2011 წლის 2 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მოგვიანებით – ქარვასლაში, სულ ახლახან კი საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დამთვალიერებელს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა. გამოფენილი იყო საქართველოს მდიდარი და უნიკალური კუთხის, რაჭისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნივთები: ავეჯი, ჭურჭელი, ხესა და ქვაზე კვეთის ნიმუშები, საბრძოლო იარაღი, ასევე მის მიერ დაწერილი ხატები და ფერწერული ტილოები. მხატვარმა “ამბიონს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

იური დონაძე: “ღვთის დიდი წყალობაა, რომ განგებამ ამ ნიჭით დამაჯილდოვა. და ამიტომაც მინდა, მთელი ჩემი შემოქმედება ჩემს სამშობლოსა და სოფელს მივუძღვნა. სახარებისეული იგავიც ხომ გვასწავლის: ნიჭი, რომელიც მოგეცა, კი არ უნდა დაფლა, არამედ კეთილი საქმეებისთვის გამოიყენო. მეც სწორედ ამას ვაპირებ.”

გადაწყვეტილი გაქვთ, რომ თქვენი ბოლო გამოფენიდან შემოსული თანხა მთლიანად ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმშის წმიდა გიორგის ეკლესიის დასრულებას მოახმაროთ?

დიახ, ეს გამოფენა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. ერთი ოცნება მაქვს, რომელიც ღვთის ნებით, მალე, ალბათ, რეალობად იქცევა, მინდა, ჩემს სოფელში ჩავიდე და იმ ეკლესიაში ვთქვა აღსარება, რომლის ნანგრევებთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებს. დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, როცა სახლიდან პატარა ბარი მიმქონდა და ტაძრის ნაშთებს ხავსისგან ვასუფთავებდი.
იური დონაძე
როგორც ჩანს, თქვენში ბავშვობიდან იდო რესტავრატორისა და ხელოვანის ნიჭი. როგორ ვითარდებოდა თქვენი შემოქმედება და რამ შეუწყო ხელი მომავალ წარმატებებს?

ისეთ ოჯახში დავიბადე, სადაც ყველა, ასე თუ ისე, ხელოვანია. ბაბუა საკრავებს აკეთებდა და კარგად მღეროდა, დედა მხატვარია და ამასთან ერთად – პოეტიც, ბიძა – მშენებელი.. ალბათ, ამ გარემოებამაც იმოქმედა ჩემზე. თავიდან დიდი მონდომებით ვაკეთებდი წმიდა ნინოს ჯვრებს, თუმცა ძალიან მარტივი საქმე კი იყო. ლიცეუმში სწავლისას მივებარე რესტავრატორს, ბატონ ჯონი ახობაძეს და მასთან ერთად მონაწილეობა მივიღე რუსთაველის თეატრის მოჩუქურთმებასა და მოოქროვებაში, ასევე მიმუშავია ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის აღდგენა-რესტავრაციაზე.

სად აპირებთ ცხოვრებას, საბოლოოდ სოფელში დაბრუნდებით?

იური დონაძეამ გადმოსახედიდან დიდი სურვილი მაქვს, ჩემს სოფელში ვიცხოვრო, გული იქით მიმიწევს, სადაც ყველაფერი მშობლიურია. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე იქ არანაირი რესურსი არ არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ შემოქმედებას გასაქანი მისცე.მომავალში ვგეგმავ პატარა სახელოსნოსა და ტურისტული ცენტრის გაკეთებას ხიმშში.ამ ეტაპზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და დიდი ხნის სურვილის ასრულებაა.
პირად საუბრებში ბატონმა იურიმ გაგვიმხილა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღო გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებული შემოთავაზებები, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ქრისტინე გამთენაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი