დეკანოზი დავით დათუაშვილი იუბილარია – თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი
25 დეკემბერს თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი იუბილარია. ჩვენი ტაძრისა და მრევლის სახელით ვულოცავთ მამა დავითს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიძლიერეს და დასახული მიზნების განხორციელებას.

მამა დავითის წინამძღოლობით არაერთი კეთილი საქმე აღესრულება ჩვენი ქვეყნის, ერის, მრევლისა და ეკლესიისთვის. იშვიათია სიყვარული, იმედი, რწმენა, რომელსაც მრევლის თითოეული წევრი გამოხატავს მამა დავითის მიმართ.
ის, ამავდროულად, გახლავთ ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ხელმძღვანელი. ჩვენი გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ყოველგვარი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
გისურვებთ გაერთიანებულ, სამართლიან და მშვიდ საქართველოში ცხოვრებას. იხარეთ და იმრავლეთ მრავლჟამიერ!
შეგახსენებთ, დეკანოზი დავით დათუაშვილი 1999 წელს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად, 2009 წელს კი – დეკანოზად.
დეკანოზი დავითი ამჟამად თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარია. მშენებარე ტაძარმა ფუნქციონირება 2011 წელს, 25 დეკემბერს დაიწყო. მამა დავითის ხელმძღვანელობით პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო.
პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.