მთავარი » ქრისტიანობა

მიტროპოლიტი დანიელის ქადაგება (19.01.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.01.2013 | 1,598 ნახვა

19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი).

მიტროპოლიტი დანიელი “მაცხოვრის პირველი გამოჩენა ხალხში სწორედ ნათლისღების დღეს მოხდა, როდესაც მას 30 წელი შეუსრულდა. პირველად იესო ქრისტე მაშინ გამოჩნდა, როდესავ იოანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანეში, ებრაელ ერს ნათლავდა. იოანე ნათლისმცემელი ებრაელ ერს იესო ქრისტესთან, მესიასთან შესახვედრად ამზადებდა. მთელი ისრაელი მიდიოდა მასთან და მდინარე იორდანეში იღებდა ცოდვების მიტევებას. ეს იყო მომზადება ებრაელი ერისა, იმისათვის, რომ მათ მადლი ღვთისა მიეღოთ,” – აღნიშნა მიტროპოლიტმა დანიელმა.

როგორც მიტროპოლიტმა ბრძანა: “გულწრფელი სინანულის შემდგომ ადამიანის გული მზად არის სულიწმიდის მადლის მისაღებად.”

მიტოპოლიტმა დანიელმა ქადაგებისას, იესო ქრისტეს ნათლობის შესახებ ისაუბრა: “წმიდა იოანემ თავზე წყალი დაასხა იესო ქრისტეს და განიყვნენ ზეცანი. ისმა ხმა უფლისა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ. სული წმიდა მტრედის სახით დაადგრა თავზე იესო ქრისტეს. თავად უფალი ინათლებოდა იოანეს მიერ იორდანეში და ეს იყო პირველი გაცხადება ყოვლადწმიდა სამებისა, მამის ხმა ისმოდა, სულიწმიდა მტრედის სახით გამოჩნდა. ხოლო თვით უფალი იყო მდინარეში და ნათელს იღებდა იოანესაგან.”

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ამ დღეს ასევე “სამებობა” ეწოდება.

მიტროპოლიტმა დანიელმა ნათლისღების დღესასწაულისა და ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “ეს არის დღე, როდესაც იკურთხება დიდი აიაზმა, აიაზმა ნიშნავს: სიწმინდეს, ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც იკურთხება დღევანდელ დღეს და ყოველმა ადამიანმა უნდა იქონიოს ეს წყალი სახლში, მთელი წლის განმავლობაში, მიიღოს იგი უზმოზე, ასხუროს თავის საცხოვრებელ ოთახებში. მას ვინც სარწმუნოებით მიიღებს, წმიდა წყალს- ნაკურთ წყალს, მიანიჭებს სულიერსა და ფიზიკურ კურნებას,” – განაცხადა მიტროპოლიტმა.

“მწამს, რომ ქართველი ერი კვლავ აღივსება სულიწმიდის მადლით და თქვენ იცით, რომ ყოველი ქრისტიანი ნათლობის შემდეგ საჭიროებს სულიერ განახლებას, ახლიდან დაბადებას, ამიტომაც წმიდა მამები, ყოველ აღსარებასა და ზიარებას მეორედ ნათლობას უწოდებენ.

ჩვენ აღსარებითა და ზიარებით ახლიდან ვიბადებით. ახლიდან აღვივსებით ღვთის მადლით. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამ საიდუმლოებებში მონაწილეობა,” – აღნიშნა ქადაგებისას მიტროპოლიტმა.

მიტროპილიტმა დანიელმა ქადაგების დასასრულს ბრძანა, რომ “დღეს ვხედავთ ჩვენი ერის სულიერ ფერისცვალებას, დიდ ფერისცვალებას, რომელიც დაიწყო და სულ მალე ჩვენ ვიხილავთ, სწორედ ღვთის მადლით სასწაულს, რომელსაც ჰქვია საქართველოს გამთლიანება.”

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი