მთავარი » პოპულარული

იშხნისა და ოშკის ტაძრებს რესტავრაცია ჩაუტარდებათ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.01.2012 | 1,840 ნახვა

იშხანი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) მდებარე იშხნისა და ოშკის ტაძრებს ქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით რესტავრაცია ჩაუტარდებათ.

შეთანხმება თურქეთში მყოფი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკოლოზ რურუასა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, ერთუღრულ უნაის შორის მოხდა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, უახლოეს მომავალში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე კულტურული ძეგლის რესტავრაციაც დაიწყება.

“ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს შორის მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა არსებობს და გვსურს, ეს თანამშრომლობა გავაღრმავოთ კულტურისა და ტურიზმის სფეროში. ორივე ქვეყანაში არის კულტურული ძეგლები. წლების განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკება მათი რესტავრაციის შესახებ და დღეს უკვე კონკრეტულ შედეგამდე მივედით.

ოშკი

საქართველოს მხარე თანახმაა, აზიზეის მეჩეთისთვის გამოგვიყოს ადგილი, სადაც ჩვენ ახალ მეჩეთს ავაშენებთ, როგორც მინისტრთან საუბრისას შევთანხმდით. ახალციხეში კი რესტავრაცია ჩაუტარდება აჰმედის კომპლექსს. სამუშაოს ქართული მხარე უზრუნველყოფს, თურქი სპეციალისტების დახმარებით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას აღვადგინოთ იშხანი და ოშკი ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობითა და დახმარებით,”- აღნიშნა თურქმა მინისტრმა ერთუღრულ უნაიმ.

ამასთანავე, თურქი მინისტრის ინფორმაციით, ქართულიდან თურქულად და თურქულიდან ქართულად 2 ქვეყნის ლიტერატურული ნიმუშები ითარგმნება, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოში თურქული კინოს კვირეული კი უახლოეს მომავალში გაიმართება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი