მთავარი » სხვადასხვა

გურამ ოდიშარია: “იშხანზე მიმიდინარე სამუშაოები უნდა შეჩერდეს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2013 | 1,345 ნახვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას თქმით, იშხანზე მიმდინარე სამუშაოები უნდა შეჩერდეს.

იშხანი “იშხანზე მიმიდინარე სამუშაოები უნდა შეჩერდეს. უახლოეს მომავალში კულტურის სამინისტროდან გაემგზავრება დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც სამინისტროს, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები. დავათვალიერებთ ჯერ იშხანს და შემდეგ ოშკსაც, რომელიც შორს არ მდებარეობს”, – აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.

იშხანზე მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს საგანგაშოდ მიიჩნევს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. მერაბ ბოჭოიძის თქმით, გაწმენდით პროცესს არქეოლოგი არ ესწრება, რაც მეთოდოლოგიური შეცდომების დაშვებისა და ისტორიული კვალის დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, კულტურის სამინისტრომ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომელიც საგარეო უწყებასთან შეთანხმებით თურქულ მხარეს გადაეგზავნება. კულტურის მინისტრი ამ საკითხზე თურქეთის ელჩთან შეხვედრასაც გეგმავს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი