მთავარი » პოპულარული

“ისწავლე დღეს – დასაქმდი ხვალ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.07.2012 34 კომენტარი | 13,026 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს – პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები.

გერგეთის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში და სურვილისამებრ აირჩიოს ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. ტრენინგების კურსი მონაწილეს შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. საქართველოს 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგიტრაცია დღეს დაიწყო. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა და პროექტის ვებგვერდი www.po.ge წარადგინა.

პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისიტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან 10 სექტემბრამდე იწარმოებს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად ვებგვერდზე www.po.ge, აგრეთვე, ამავე საიტზე მითითებულ დაწესებულებებში.

რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დარეგისტრირებული ყველა მონაწილე მიიღებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთს და მისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ ლექციების განრიგს.

სალექციო კურსს პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

34 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი