მთავარი » სხვადასხვა

ისტორიული მშენებლობის დაწყების მოლოდინში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.04.2012 | 3,099 ნახვა

“ვინც ეკლესია-მონასტრებს აშენებს, ის თავის სულიერ ტაძარს აგებს, ხოლო ვინც ანგრევს, საკუთარ სულიერ ტაძარს ანადგურებს.”

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

როგორ ემზადება ფონდი “ივერიისა” მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყებისათვის? მახათას მთის ტაძარი “ამბიონს” ფონდი “ივერიისა”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე ესაუბრა:

“მოგეხსენებათ, 2012 წლის 17 აპრილს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით დაგეგმილია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული პარაკლისის გადახდა. ამ დღეს სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეიკრიბება მახათას მთაზე, რათა დაესწროს ტაძრის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს. პარაკლისზე მოწვეულნი არიან საქართველოს ეკლესიის ყველა ეპარქიიდან სასულიერო პირები და მრევლი. მოსახლეობას საშუალება ექნება, ტაძრის საძირკველში ჩააბრძანოს შერჩეული ქვები ოჯახის წევრთა სახელებითა და ღვთისმშობლის სავედრებელი წარწერებით;

გარდა პარაკლისისა, პატრიარქი პირველი ნიჩბით საძირკვლის პირველ მიწას ამოიღებს სიმბოლურად. გარდა ამისა, ტაძრის საკურთხევლის საძირკველში განთავსდება მსოფლიოს სხვადასხვა წმიდა ადგილიდან და საქართველოს 38 ეპარქიიდან ჩამობრძანებული სიწმიდეები”.

ტაძრის მშენებლობისას იქმნება გარდაცვლილთა და ცოცხალთა წიგნი, რომელშიც ტაძრის აღმშენებელთა გვარ-სახელები ჩაიწერება. როგორ მოვხვდეთ ამ წიგნში?

ამისთვის საჭიროა, გავხდეთ ტაძრის აღმშენებლები, გავიღოთ შემოწირულობა ჩვენი და ახლობლების სახელზეც. ამ ტაძარს არ ააგებს ერთი კონკრეტული ბიზნესმენი, ან სახელმწიფო მოღვაწე, რადგან ყველა თანაბრად აშენებს. ყოველ ადამიანს შეუძლია გაიღოს შემოწირულობა ნებისმიერი რაოდენობის თანხით, თუმცა აქედან მის სახელზე იქნება 1 ლარი და დანარჩენი თანხა კი იმ ადამიანებს ჩაეთვლებათ, რომელთაც უნდათ ტაძრის აშენება, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ. ვისაც არ შეუძლია, თანხა გაიღოს, სურვილისამებრ, დარეკოს ნომერზე 2 14 04 84. ასევე, თუ შეავსებთ განაცხადის ფორმას ნებისმიერ ბანკში, მიუთითებთ ანგარიშის ნომერს, შესაწირ თანხას, ავტომატურ რეჟიმში ყოველთვიურად ანგარიშიდან დაფიქსირებული თანხა ჩამოგეჭრებათ. გარდა ამისა, შესაწირი შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებითაც გადაირიცხოს. ამ სერვისით, ძირითადათ, უცხოეთში მცხოვრები ქართველები ისარგებლებენ. ამასთანავე, თუ დარეკავთ ნომერზე 0901 777777, 1 ლარი ჩამოიჭრება თქვენი სატელეფონო ანგარიშიდან.

რამდენად აქტიურადაა საზოგადოება ჩართული ქველმოქმედებაში?

დღეისათვის სახალხო აქციაში გაწევრიანებულია 145 ათასი ადამიანი, რომლებიც ყოველთვიურად წირავენ თანხას ტაძრის მშენებლობას. მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ყოველდღიურად აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველი უამრავი ადამიანი გვიკავშირდება. განსაკუთრებით დიდია პენსიონერების აქტიურობა.

მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის აგებით თითოეული ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, ააშენებს საკუთარ სულიერ ტაძარს, თავად გახდება ტაძარი ღვთისა, ჭურჭელი სულისა წმიდისა, რისთვისაც არის კიდეც მოწოდებული ადამიანი.

თეონა ნოზაძე

იხილეთ: როგორ მივიღოთ მონაწილეობა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში?


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი