მთავარი » კულტურა

“ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.12.2021 | 788 ნახვა

“ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ. ერთადერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც ძლივს ვიშოვე.
საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას.

ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?

მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბათ ამის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება.

კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი.

ამასწინათ მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი და კაციშვილი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.

ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არცერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს.”

გალაკტიონის დღიურიდან…




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი