მთავარი » ქრისტიანობა

IRI-ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.04.2017 2 კომენტარი | 1,291 ნახვა

სამება IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.

რეიტინგში მეორე ადგილი – 86 %-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას. შემდეგ 59 %-ით მოდის პოლიცია, 55 %-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45 %-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40 % აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39 % – სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39 % კი პარლამენტის, ხოლო 38 % – მინისტრთა კაბინეტის.

გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • რატომ აქვეყნებთ ამ მასონური ორგანიზაციის კვლევებს, ამით გინდათ თქვათ რომ ეს ორგანიზაციები შეურყეველი აზრის არიან? მერ ეერთხელაც რო მოგიტრიალდეთ ეს თქვენი მოწონებული აირაი და 0 პროცენტიანი ნდობა დაგიფიქსიროთ, როგორც საზოგადოების აზრი, ამას სინამდვილედ ჩათვლით? თუმცა ამ შემთხვევაში კი ნამდვილად სწორია, მაგრამ რატომ უნდა ენდოთ კვლევებს, როცა თავად უკეთ ვხვდებით თქვენც და ჩვენც რა როგორაა, არ არიან სანდონი ეგ ორგანიზაციები.. უფალს არ ჭირდება პროცენტული მაჩვენებელი, მას სჭირდება ჩვენი სუფთა გული და კეთილი ნება.

    • Giorgi says:

      ქალბატონო მართა, რა პრობლემას ხედავთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში? ყველა ადამიანს თავისი აზრი და ჭკუა უნდა ჰქონდეს და თავად განსაზღვროს რა და როგორ არის? ფანატიკურ მდგომარეობას კარგი არაფერი მოაქვს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი