მთავარი » საზოგადოება

ირაკლი მელიქიძის ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.07.2016 | 5,168 ნახვა

ირაკლი მელიქიძე ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ახალგაზრდა, შესანიშნავი ახალგაზრდა ბიჭის, ირაკლი მელიქიძის ტრაგიკულ ისტორიას გაგაცნობთ.

ორი წლის წინ, ირაკლიმ სკოლა დაამთავრა და სტუდენტური ცხოვრების დაწყებას გეგმავდა. თეატრალურში ჩაბარება უნდოდა. სამწუხაროდ, მის ოცნებებს ასრულება არ ეწერა…

ბოლო ზარის შემდეგ, 2014 წლის 6 ივნისს კლასელები ექსკურსიაზე წავიდნენ მარტვილში. ცხელოდა და ბიჭებმა მდინარეში ბანაობა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ძალიან კარგად ცურავდა და ბავშვობიდან არაერთხელ გადამხტარა წყალში სიმაღლიდან, ის დღე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. წყლიდან რომ არ ამოყვინთა, მეგობრებმა ვერც კი იფიქრეს, რომ ირაკლის მათი დახმარება სჭირდებოდა… ხოლო როდესაც მდინარიდან ამოიყვანეს, იგი უკვე ვეღარ მოძრაობდა და არ სუნთქავდა…

ირაკლიმ ხერხემლის მძიმე დაზიანება, მალების მოტეხილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა მიიღო… ცხოვრებით აღსავსე ახალგაზრდა ბიჭის ყველა გეგმა ერთ წამში დაიმსხვრა. ერთი ოცნება დარჩა მხოლოდ – გადარჩენილიყო!

ირაკლისთვის სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინათ, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, რაც კი ებადათ. მას რამდენიმე ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა იმის თანხაც კი არ გააჩნიათ, რომ ირაკლის ძველი ტრაქეოსტომა შეუცვალონ –(მილი რომლის საშუალებითაც მას ჰაერი მიეწოდება).

იმისთვის, რომ ირაკლიმ კვლავ შეძლოს ფეხზე დგომა, მას სასწრაფოდ სჭირდება სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება.

ირაკლი მელიქიძე „ყველაზე მეტად მინდა რომ ისევ ჯანმრთელი ვიყო, – ამბობს ირაკლი – ისევ ისეთი გავხდე, როგორიც ადრე ვიყავი… ჩავაბარო თეატრალურში, კვლავ შევძლო ცურვა. მაგრამ მარტო ვერ შევძლებ გავუმკლავდე ამ მდგომარეობას. ვხედავ, როგორ განიცდიან ჩემი მშობლები და ახლობლები, ვიცი, რომ მათ უკვე ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც გააკეთეს ჩემს გადასარჩენად… ისინი მზად არიან ქუჩაში მოწყალებაც კი ითხოვონ, მე რომ კარგად გავხდე!“

„სოციალურმა პარტნიორობამ“ უკვე ბევრ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა!

თუ თქვენ ირაკლის ამბავი გულტან ახლოს მიიტანეთ, თუ შეგიძლიათ ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდა ბიჭს მომავლის იმედი და გამოჯანმრთელების შანსი მისცეთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ირაკლი მელიქიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან www.fsp.ge

უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ გთხოვთ არ დარჩეთ გულგრილი, ირაკლის მთელი ცხოვრება წინ აქვს და მისი მომავალი ჩვენს ხელშია!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი