მთავარი » კულტურა

ირაკლი ლომოურის შემოქმედებითი საღამო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2010 3 კომენტარი | 3,401 ნახვა

ირაკლი ლომოურიმწერალი ირაკლი ლომოური უკვე ცამეტი წელია, რაც ლექციებს სასულიერო აკადემიაში კითხულობს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა სასულიერო აკადემიაში განაგრძო, სადაც ლექტორად დატოვეს კიდეც. მისი მოთხრობებიდან ზოგი უკვე გამოქვეყნდა. ორი მოთხრობა ლიტერატურულ გაზეთში დაიბეჭდა, სამი – “ლიტერატურული პალიტრის” მაისის ნომერში იქნება. 15 აპრილს “კავკასიურ სახლში” მისი შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ინტერნეტ-ჟურნალ “ამბიონს” თავად ბატონი ირაკლი ესაუბრა.

ირაკლი ლომოური: “ახალ წიგნს “პარალელური საქართველოს ქრონიკებიდან” ეწოდება. აქ გამოხატულია ჩემი ტკივილი, მძაფრი დამოკიდებულება რეალობისადმი, რადგან მგონია, ჩვენი ქვეყნის საქმე გაცილებით უარესადაა, ვიდრე გვგონია. ამას კი რაღაც უნდა ვუშველოთ. მე რისი გაკეთება შემიძლია?! მხოლოდ მოთხრობის დაწერა იმ მიზნით, რომ ადამიანმა წაიკითხოს და დაფიქრდეს, იგრძნოს და თანაგანცდის მომენტი გაუჩნდეს. თუ ჩვენ ყველანი საკუთარი საქმით ვეცდებით, ერისა და ქვეყნისათვის რაღაც გავაკეთოთ, მაშინ გადავრჩებით. მაგრამ თუ ცალ-ცალკე ვისხდებით საკუთარ სახლებსა თუ სამსახურებში და საზოგადო საქმეს მივუშვებთ, არაფერი გვეშველება და დავიღუპებით. ჩემი მოთხრობებიც იმ აზროვნებითა და სულისკვეთებითაა დაწერილი, რომ ყველამ გავაცნობიეროთ, გამოვფხიზლდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამშობლოსა და ერის ხსნაში.

“პარალელური საქართველოს ქრონიკებიდან” – ეს არის ალტერნატიული ისტორია. ერთ მოთხრობას “ჯორჯოპონია” ჰქვია, მეორეს – “შოკორთველო”. არც ერთია საქართველო და არც – მეორე, თუმცა პარალელები, ალუზიები, ასოციაციები, აბსურდული, გროტესკული, შავი იუმორი – აქაა ყველაფერი, რაც, ჩემი აზრით, ადამიანს დააფიქრებს. ამის შემდეგ, შესაძლებელია მისი ცნობიერება შეიცვალოს და გაუჩნდეს სურვილი, რაღაც სასიკეთო გააკეთოს არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახის, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

იმ ტიპის ლიტერატურა, რომელსაც ვქმნი, არის აბსურდული. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ყველასათვის საინტერესო და გასაგებია, რადგან, მაგალითად, “ჯორჯოპონიაში” გადმოცემულია იაპონური და ქართული რეალიზმის სინთეზი და ეს კი მკითხველისათვის რაღაც ახალი, უცხო სამყაროა.

ლიტერატურულ საღამოებს “კავკასიური სახლი” ქალბატონი ნაირა გელაშვილის ხელმძღვანელობით ატარებს, რომელთაც ახალგაზრდა ნიჭიერი მწერალი ბექა ქურხული უძღვება. ეს უკვე მეექვსე საღამოა და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და სასარგებლოა საზოგადოებისათვის. მე ყველა ღონისძიებას დავესწარი და ვგრძნობ, ხალხისაგან მსგავსი საღამოების მოწყობის მოთხოვნილება არის. ძალიან კარგია, რომ ქალბატონმა ნაირამ ინიციატივა გამოიჩინა და დღეს ეს ყველაფერი “კავკასიურ სახლში” ტარდება”.

თათია ნავროზაშვილი
თეონა ნოზაძემწერალი ირაკლი ლომოური უკვე ცამეტი წელია, რაც ლექციებს სასულიერო აკადემიაში კითხულობს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა სასულიერო აკადემიაში განაგრძო, სადაც ლექტორად დატოვეს კიდეც. მისი მოთხრობებიდან ზოგი უკვე გამოქვეყნდა. ორი მოთხრობა ლიტერატურულ გაზეთში დაიბეჭდა, სამი – “ლიტერატურული პალიტრის” მაისის ნომერში იქნება. 15 აპრილს “კავკასიურ სახლში” მისი შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ინტერნეტ-ჟურნალ “


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი