მთავარი » ქრისტიანობა

იოგა და მართლმადიდებლობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.03.2013 32 კომენტარი | 20,564 ნახვა

იოგა ინდური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იოგას რელიგიურ – ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიმართაც ინტერესი მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა.

იოგა თვით ტერმინი “იოგა” არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება: იგი გულისხმობს შეერთებას, მონაწილეობას, წესრიგს, აგრეთვე, ღრმა ფიქრს, ჭვრეტას, თუმცაღა უფრო ხშირად მას სანსკრიტული ძირიდან – “იუჯ”-დან წარმოშობილად მიიჩნევენ, რაც ძალისხმევას, ვარჯიშს ნიშნავს.

იოგა არის ვარჯიშთა სისტემაზე დამყარებული სწავლება, რომელიც მიმართულია ადამიანის ფსიქიკისა და ფსიქოფიზიოლოგიის მართვისა და მისი უფრო მაღალი ფსიქოფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიღწევისკენ. ფიქრი იმაზე, რომ იოგით შეიძლება ვივარჯიშოთ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არასწორია. იოგა, უპირველეს ყოვლისა, სულიერ შეხედულებათა სისტემაა; მისი მიზნები სულიერია და არა ფიზიკური. ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმ როუზი წერდა: “ადამიანი, რომელიც იოგას სხეულებრივი ჯანმრთელობის მისაღწევად მისდევს, უკვე ამზადებს თავს გარკვეული სულიერი შეხედულებებისა და განცდების მისაღებად, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, არაფერი უწყის”.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მამა სერაფიმემ ყურმოკვრით როდი უწყოდა, თუ რა არის იოგა, რადგან ახალგაზრდობაში (მართლმადიდებლობაში მოსვლამდე) აქტიურად მისდევდა ამ პრაქტიკას.

ადამიანის ბუნება მუდმივად იდუმალის, საიდუმლოებების შეცნობისკენ არის მიდრეკილი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიოში ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური, ბუდისტური მოძღვრების იოგასადმი გაცხოველებული ინტერესი.

ეს, გარკვეულწილად, განაპირობა მსოფლიოში იოგას მოძღვრების გამავრცელებლების მხრიდან ინფორმირების მეტად მზაკვრულმა მეთოდებმა.

ქრისტიანული ქვეყნების მცხოვრებლებს იოგა მეტად დახვეწილი და ლამაზად შეფუთული, კარგად რეკლამირებული სახით მიეწოდება…

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც მრავლადაა გავრცელებული იოგას ცენტრები და იოგას შემსწავლელი დაწესებულებები, რომლებიც აპელირებას აკეთებენ იოგაზე, როგორც ფიზიკურ და სულიერ გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა კომპლექსზე, რითაც ინტერესდება უამრავი ადამიანი. მის მიღმა კი იმალება უძველესი ინდური ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება, რომელიც, ფართო გაგებით, აღნიშნავს ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბებულ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას. იოგას პირველადი მიზანი პიროვნების თვითრეალიზაციაა, ხოლო საბოლოო – თეოზისი (განღმრთობა). ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტური და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე, რაც სხვადასხვა ფიზიკური სუნთქვითი ვარჯიშებითა და მედიტაციით მიიღწევა.

მამა სერაფიმე წერს: “იოგას ვარჯიშების მიზანია, გახადოს ადამიანი თვითკმაყოფილი, მოდუნებული, არამოაზროვნე და პასიური, ანუ მიმღები იმ სულიერი იდეებისა და შთაბეჭდილებებისა, რასაც იოგა ემსახურება”.

ყოველივე ეს კი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სწავლებებს.

მთავარი, რითაც იოგის ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში განსხვავდება ქრისტიანული მოღვაწეობისაგან, არის ის, რომ ინდო-ჩინურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად, პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე, ეკლესია აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას… ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის განმსჭვალული, რაც ადამიანში ბადებს უდიდეს ცოდვას – ამპარტავნებას. სწორედ ამპარტავნების გამო ნათლის ანგელოზი ეშმაკად იქცა.

წმ. ანტონი დიდი: “ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ ამპარტავნება – ყველაზე მეტად”.

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი: “ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით”.

წმ. იოანე სინელი: “ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების მიზეზია, გულისწყრომის წყაროა, ორგულობის კარია, ეშმაკთა სიმტკიცეა, ცოდვათა მცველია, უწყალოების მშობელია, მოწყალების უმეცრებაა, მწარე მოკამათეა, უწყალო მსაჯულია, ღმრთის მოწინააღმდეგეა და გმობის ძირია”.

წმ. მაკარი დიდი: “საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისაგან”.

იოგას მოძღვრება თავისი არსით, მედიტაციითა და სხვა მეთოდებით პირდაპირ უბიძგებს ადამიანს ამპარტავნების ცოდვისკენ, უმონებს ეშმაკსა და აშორებს ღმერთს. მედიტაცია ადამიანს ღმრთისგან აუცხოვებს.

და ღმრთისგან გაუცხოებაზე უარესი რა შეიძლება იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის? ამაზე პასუხი ერთადერთია – ა რ ა ფ ე რ ი!

ასე რომ, ყველა აღმოსავლური ოკულტური ვარჯიში – ხათხა-იოგას პოზები, პრანა-იამას სუნთქვითი ვარჯიშები, რაჯა-იოგასა და ძენ-ბუდიზმის მედიტაციები, კუნგ-ფუს “შინაგანი სტილის” გიმნასტიკა (სინამდვილეში – ძველი ჩინური მაგია) – საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება: ადამიანის მიერ საკუთარი “უსაზღვრო შესაძლებლობების” დაჯერებას, ამპარტავნების აღზევებას, და ბოლოს, იმ ბნელი არსებისადმი სრულ მიმსგავსებასა და დამორჩილებას, რომელიც არის მამა და შთამაგონებელი სიცრუისა და ამპარტავნებისა.

მეორე შემთხვევაში, როცა ადამიანი აღმოსავლური სისტემებით იწყებს ვარჯიშებს (გონებრივს, ან ფიზიკურს), ის გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზურგს აქცევს თავის შემოქმედს და თანდათანობით ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ ექცევა. ამ დროს ის აკლდება უფლის შეწევნას და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ამარა რჩება. სანამ ადამიანს ღვთის მადლი იფარავს, ბოროტი ძალა უძლურია, მისი გონება და სული დაიმორჩილოს; რაც მეტს სცოდავს ადამიანი (ხორციელად იქნება თუ გონებრივად), მით მეტ ძალაუფლებას იღებენ სატანური ძალები მასზე.

მართლმადიდებლობის საფუძველია თავმდაბლობა, მორჩილება, საკუთარი სისუსტის განცდა და ღვთისაგან წყალობის მოლოდინი, რაც ნათლად გამოიხატება იესოს უძლიერეს ლოცვაში: “უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: “უფალს სურს, რომ ადამიანი გამუდმებით უხმობდეს მას თავმდაბლად: “ვინ ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, რომ შენ ინებე მიწაზე მოსვლა, ხორცშესხმა და ჯვარცმა ჩემთვის, რათა აღმადგინო მე ხრწნილებისა და სიკვდილისაგან და გამხადო შენი დიდებისა და ღვთაებრიობის თანამოზიარე და მემკვიდრე?” როცა ამგვარი თავმდაბლობით განიმსჭვალები და იაზროვნებ, უფალი მყისვე მოვა შენთან, სული სიმართლისა დამკვიდრდება შენს გულში. რა არის ღვთისათვის იმგვარად სათნო და სასურველი, როგორც შემუსვრილი და მორჩილი გული და თვითდამდაბლებული ფიქრი?! ასეთ თვითშემმუსვრელ სულში დაივანებს და მკვიდრობს უფალი”.

ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მართლმადიდებელი ადამიანი დაკავდეს იოგას ვარჯიშებით, პასუხი ნათელია.

იოგა ძირეულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მის იდეებსა და ღირებულებებს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

32 კომენტარი »

  • გიორგი says:

    საინტერსო ანალიზია და ცხადზე ცხადიცაა, რომ მასში არაქრისტიანული სიღრმეები იმალება და იკვეთება, როდესაც მედიტაციას მივმართავთ.

    თუმცა მხოლოდ ის ნაწილი რასაც ფიზიკური ვარჯიშები ქვია, ქრისტიანული თვალსაზრისით, რამოდენიმე მათგანის გაკეთებაც (ფიზიკური სიმხნევისათვის) საფრთხის შემცველი იქნება ქრისტიანისთვის?

    • ლადო says:

      იოგას ფიზიკური ვარჯიშების (ანუ ხათხა-იოგა) და მართლმადიდებლობის შეთავსების მცდელობის საშიშროებებზე საინტერესო წერილია არქიმანტრიტ რაფაელის, რომელიც შეგიძლია იხილოთ აქ:http://martlmadidebloba.ge/sacdurebi23.html

    • დარი says:

      მთლიანად ვიზიარებ ამ სტატიის შინაარსს! მე ვიყავი იოგით გატაცებული, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა უნდა ავღნიშნო, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ვ ც დ ი ლ ო ბ დ ი მართლმადიდებლურად ცხოვრებას. ვკითხულობდი ლიტერატურას სიამოვნებით და მინდოდა მეტი და მეტი გამეგო, ამას იმიტომ ვახსენებ, რომ ეს რომ არა შემდგომში ვერაფერსაც ვერ მივხვდებოდი. მერე მოხდა ისე რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში ეს კავშირი შეწყდა და ამ პერიოში დავინტერესდი აღმოსავლური სწავლებებით კერძოდ: იოგით, ბუდიზმით, მედიტაციით და ა.შ. თავიდან ძალიან მაცდური იყო, სასიამოვნოც, აღმაფრენაში მივდიოდი ვითომდა საკუთარი ძალების და თავის შეცნობით და აი თურმე რამდენი შემძლებია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მოხდა რაღაც… სინდისმა შემაწუხა, ყველაფერზე დავფიქრდი იმაზე თუ ვინ ვიყავი ადრე და ეხლა რა ამპარტავნების მორევში ვცურავდი..(ეს არ მომხდარა ერთბაშად) სხვათაშორის ამპარტავანი საკუთარ თავში რომ ამოიცნო საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ხოდა, მაშინ მივხვდი რომ ძალიან შევცდი, სინდისმა მამხილა ალბათ არ ვიცი… მოკლედ, ეს არის ილუზია საკუთარი ძალაუფლების შესახებ რომელიც მთლიანად აბნელებს გონებას, სულს და გულს იოგა კი მზაკვრული ხაფანგი ადამინის ცნობიერებაში კარგად რომ იკიდებს ფეხს და ბოლოს ჰიპნოზურ ნოკაუტში გაგდებს! ხოდა საშნელებაა და ქრისტიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. იოგას ნაყოფია ეგოიზმი და ამპარტავნება… სადაც, სიყვარულის – ჭეშმარიტი სიყვარულის, ადგილი აღარ რჩება იქ ქრისტიანობა არავითარ კავშირში არ არის. იოგა კი ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის განღმთობას სატანური მეთოდებით მზაკვრულად, ქრისტიანობის მიზანიც განღმრთობაა, მაგრამ აბსოლიტური სიკეთით რომელიც სხებისადმი სიყვარულის და შესაბამსიად თავგანწირვის გარეშე წარმოუდგენელია, რასაც იოგა აფითიშებს!

    • კახაბერ says:

      ბატონო გიორგი. მაქვს ფილტვების პრობლემა . ექიმმა მირჩია იოგზე ვიარო რათა სუნთქვითი ვარჯიშები დამეხმარება ჩემი ზოგადი მდგომარეობის გამოკეთებაში.ჩემ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც ცოდვაა? თუ მასეა უარს ვიტყვი

  • სერგი says:

    saintereso da aqtualuri temaa. didi madloba!

  • ამირანანდა says:

    ხო აი მეც მსმენია რომ ძალიან ცუდია იოგა, განსაკუთრებით ჯანმრთელობისათვის. ისე ვინაა ეგ დანელია მაგ სტატიის ავტორი, გავესაუბრებოდი მაგ ადამიანს სიამოვნებით.

    • ბექაანდა says:

      ხოო მეც გავიგე ჯამრტლობას სპობს თურმე ღია თუ გაქ ფანჯარა ფილტვების ანთება გემართება და მიჩვევაიცისო თუ ჩაგითრია იქამდე გავარჯიშებს სასნამ არ მოკვდებიო!

  • ანი says:

    არ ვეთანხმები.. რელიგიური თავსაზრისით, არავითარი განსხვავება არაა, ტრენაჟორებზე ვივარჯიშებ, აერობიკას მივმართავ, თუ იოგას ასანებს შევასრულებ..:))უბრალოდ ძალიან ალოგიკურად მეჩვენება ეს ყველაფერი.. ცხადია, როცა მედიტაციას მიმართავ და იოგას რელიგიური თვალსაზრისით მისდევ, მასე ყველაფერი ანტიქრისტიანული იქნება, რითაც ჩაანაცვლებ ქრისტიანობას..:)

  • გიორგი says:

    თუ ავტორმა იოგაში ამპარტავნების ელემენტები მონახა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს რელიგია ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. გული მწყდება მაგრამ ჩვენი სამღვდელოება დროს ჩამორჩა და საკუთარი ხელით მიაქანებს ქართულ ეკლესიას უფსკრულისაკენ!

  • დავით დანელია says:

    +

    მოგესალმებით, კომენტარებში იყო გამოხმაურება და კითხვები ჩემი მისამართით, რაზეც მინდა მცირე განმარტება შემოგთავაზოთ.
    1) რაც შეეხება ამპარტავნების ელემენტებს – იოგა თავის არსით ბადებს ამპარტავნებას.
    იოგას საბოლოო მიზნად თეოზისი (ბერძ.განღმრთობა) შეიძლება ჩაითვალოს. ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად.
    ადამიანი რომელიც თავის სხეულის, გონებისა და სულის განღმრთობისაკენ ისწრაფვის, თავისთავად ეფლობა ამპარტავნების მორევში.
    „ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებალია, იყოს მეორე, და – პირიქით“. წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი.
    „ამპარტავნება სულის სრული სიღატაკეა, რადგან სიზმარსა და წყვდიადში თავს მდიდრად წარმოიდგენს, მაგრამ, როდესაც გაიღვიძებს და ნათელს იხილავს, მაშინ მიხვდება, რომ პურიც კი არ ჰქონია“. წმ. იოანე სინელი.
    რაც შეეხება სტატიას, მასში მოყვანილია წმიდა მამების მოსაზრებები და სწავლებები; ასევე ფაქტები და მსჯელობა, რომელიც შეგიძლიათ გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ.
    იოგასთან დაკავშირებით თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ნაშრომს,საინტერესოა: http://www.orthodoxy.ge/apologetika/religiebi/ioga.htm
    2) ჩვენი სამღვდელოება და სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ღვთის წყალობით მოწოდების სიმაღლეზე დგას.
    ბატონო გიორგი, ნამდვილად ვერ გავიზიარებ თქვენს მოსაზრებებას, რომ „ჩვენი სამღვდელოება დროს ჩამორჩა და საკუთარი ხელით მიაქანებს ქართულ ეკლესიას უფსკრულისაკენ!“ რადგან, რომ არა ჩვენი პატრიარქის და სამღვდელოების თავდაუზოგავი შრომა და ღვაწლი ქართული საზოგადოება ვერ ამოვიდოდა იმ უფსკრულიდან რასაც ათეიზმი ქვია.
    ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
    გმადლობთ ყურადღებისვის
    პატივისცემით დავით დანელია

  • ანი says:

    დავით, ნუთუ გჯერათ , ის რასაც ქართულ სამღვდელობაზე ამბობთ?! რა ათეიზმი?! დღევანდელმა სამღვდელობამ (მთლად ყველას არ ეხება,საბედნიეროდ გამონაკლისებიც არსებობს)მაგრამ, ზოგადად, მათ სტალინის კულტი ჩაანაცვლეს პატრიარქის კულტით, ეს შესაძლოა თავად ხალხის ბრალიცაა, მაგრამ, გაუნათლებელი და ანგარებიანი სამღვდელობაც დიდად უწყობს ამ მანკიერებას ხელს.. ფარისევლობა და მხოლოდ ფორმალური ქრისტიანობაა დღეს საქართველოში “მოდაში” და ხშირ შემთხვევაში ქრისტეს სახელით, ქრისტეს საწინააღმდეგო საქმეს აკეთებენ.. პ.ს. ისე ვაჟა-ფშაველას “მღვდლების ვინაობა” წაიკითხეთ, დიდი პარალელების გავლება შეიძლება დღესაც, სამწუხაროდ..

    • გოგიჩა says:

      ანი ჯერ ქრისტიანული სიყვარულით რამდენიმე საყვედური მინდა გითხრათ:
      თქვენს კომენტარში სხვებს უწუნებთ რწმენას და თავად ამ სარწმუნოებაში გარკვეული და გაცნობიერებული არ ბრძანდებით.
      რატომ გაქვთ ამდენი ღვარძლი და ბოღმა დაგროვილი?
      თუ ერთი ცუდი გაიგეთ და გინახავთ, იქნებ მეტი კარგი დაგენახათ?
      მე ვისაც ვიცნობ სასულიერო პირებს, მათი 90 პროცენტი საქართველოს საამაყო შვილები არიან, სწორედაც, რომ განათლებით, ინტელექტით და ქცევით.
      აი პატრიარქის კულტზე, რომ დაიწყეთ საუბარი, აქ გაიყიდეთ :)) გასაგებია ჩემთვის რაც გაწუხებთ. (ერთ დროს ჩემი არ იყოს).
      ჩემი გულითადი რჩევაა, თავი დაანებეთ ამ დემაგოგიას და ეკლესიურ ცხოვრებას შეუდექით. ერთ დროს მეც ვებრძოდი სამღვდელოებას და ეკლესიას, მაგრამ ღვთის წყალობით მოვეგე გონებას, მივხვდი რომ უცოდველი არავინაა, რომ მიტევება და სიყვარული მოყვასისა, უდიდესი სიბრძნეა რაც იესო ქრისტემ გვასწავლა, გადავაფასე ჩემი შეხედულებები და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრი და მრევლი გავხდი, რასაც თქვენც ასევე გულწრფელად გისურვებთ.

  • mari says:

    me vfiqrob, rom ioga martlac damgupvelia qristianistvis, adamianis sulistvis,ioga adamians tvitkmayofils xdis, rac ampartavnebis sawyisia. samgvdeloebaze minda vtqva, rom kargi da cudi yvelganaa magram adamianis gankitkva da mitumetes sasuliero piris didi codvaa da araketilsindisieri saqcielia.yvela adamiani Tavis codvebze tavad agebs pasuxs. saintereso statiaa didi madloba.

  • გიორგი(გრატო) says:

    ამ ჟურნალის და მისი ავტორების მიზანი, ჩვენს სულიერ განათლებაში დიდი როლის მატარებელია, რომელიც დამეთანხმებით და ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის სწორად ფორმირებაში, სასიკეთო შუამავლის როლს თამაშობს, რომელიც კაცთმოყვარების, ურთიერთ პატივისცემის და რაღათქმა უნდა სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ გთხოვთ სულიერო ძმებო და დებო, ნებისმიერი საკითხის განხილვისას ნუ იქნებით აგრესიულნი და მითუმეტეს ერთმანეთის განმკითხველნი, ასეთი მდგომარეობა არაფრის მომცემია, უმჯობესი იქნება თუ მივიღებთ ყოველივეს მშვიდად და გაურკვეველ საკითხებს ჩავეძიებით ავტორებს სიმდაბლითა და სიყვარულით. ამით მათ არ გავაღიზიანებთ და უფრო მეტიც, ხალისს შეუქმნით რომ ეს სასიკეთო საქმე, უანგარო ენთუზიაზმით, უფრო მეტი სიყვარულით აკეთონ და მოიძიონ ჩვენთვის მეტი განმარტებები, ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე.
    ღმერთმა დაგვლოცოს ყოველი და გაგვაძლიეროს სიყვარულში, მოთმინებასა და კაცთმოყვარებაში.

  • გიორგი(გრატო) says:

    ალბათ მსგავს საკითხებში ზომიერების დაცვა და გარკველი ფიზიკური ვარჯიშებით შემოფარგვლა უპრიანი იქნება და არამც და არამც მედიტაციების კეთება, რომელმაც შესაძლოა სულის დაზიანება გამოიწვიოს.

  • ლევანჩო says:

    საკითხის სიცხადისთვის ვიტყვი, რომ არავის აუკრძალია ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სპორტულ-განმაჯასაღებელი ვარჯიშები, რომელშიც იოგას ელემენტებიცაა გამოყენებული, კერძოდ სუნთქვითი ვარჯიშები.

    მაგრამ როგორც კი დავიუწყებთ ჩაღრმავებას იოგაში, აქ უკვე დიდი საშიშროებაა სულიერი მდგომარეობისათვის, რადგან როგორც იოგას ფილოსოფია ამბობს, მთელი ამ რელიგიურ-ფიზიკური კომპლექსის დანიშნულებაა მედიტაციით ,,ნირვანას” მიღწევა. რაც ნიშნავს ფიზიკური და სულიერი მდგომარეობით უმაღლესი თვითკმაყოფილების განცდას.
    აი აქ კი პატივცემულნო იწყება სწორედ ის სულიერი დეგრადაცია და ღმერთთან განშორება, რასაც სტატიის ავტორი და წმიდა მამები გვაფრთხილებენ.

    ასე, რომ ადამიანის ასარჩევია ღმერთთან მყოფობა უნდა თუ, საკუთარი თავის გაკერპება. [ათიდან მეორე მცნება:) ]

  • გიორგი says:

    დავით დანელია მადლობთ პასუხისთვის, თუმცა ვერ დავეთანხმები თქვენს შემდეგ მოსაზრებას: “ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად.
    ადამიანი რომელიც თავის სხეულის, გონებისა და სულის განღმრთობისაკენ ისწრაფვის, თავისთავად ეფლობა ამპარტავნების მორევში”.

    სვამი ვივეკანანდა (ოთხი იოგა) ან შრი აურობინდო (ინტეგრალური იოგა) ალბათ მეტის მთქმელია იოგაზე მთლიანობაში ვიდრე მე, ამიტომ ვინმე თუ დაინტერესდა, რას ნიშნავს იოგა ალბათ ჯობია ამ საქმის პრაქტიკულად მცოდნე მოაზროვნეებს გაეცნოს.

    ისევე, როგორც მათემატიკა არ შეიძლება სხვადასხვა კულტურის და ეროვნების საზოგადოებებისთვის იყოს განსხვავებული, ასევე ღმერთიც ერთია ყველასთვის, ხოლო რელიგიები კი სხვადასხვა ენაა რომლებსაც ღმერთისკენ მივყავართ. ამიტომ არ ვფიქრობ რომ იოგა, რომელიც ყველაზე ძველი რელიგიური პრაქტიკაა დედამიწის ისტორიაში ატარებდეს რაიმე უარყოფით მუხტს ადამიანის სულიერ განვითარებაში.

  • ჭეშმარიტება არც იოგას ვარჯიშებით მიიღწევა და არც მხოლოდ რელიგიური კუთვნილობებით, არანაირი ორგანიზებული პროცესით. ეს არის ღვთაებრივი წყალობა რომელიც ადამიანთან მოდის რომელიც მისთვის იქნება მზად. ეს მზაობა და მდგომარეობა მენტალური ენით ვერ აღიწერება. შეიძლება ბევრი აღმატებული თვისება ჩამოვთვალოთ რომლებიც თვითონ შეიძლება შეიქმნას გაურღვეველი გარსი, შენი გაუხსნელობის ფაქტორი ჭეშმარიტებისადმი. საჭიროა სრული და აბსოლიტური “თვითკაპიტულაცია”, აბსოლიტური შენი მთლიანის გადაცემა, მიძღვნა, ერთი მიკროსკოპული ნაწილიც კი(ხილულიც თუ უხილავის)დატოვება შენთვის, პირადი ყოფიერებისთვის არის დაბრკოლება… თქვენ რაც ჩამოთვალეთ პიროვნებები თუ მოძღვრებები ეფუძნება ტრადიციებს, თავისი ისტორიულ-კულტურულ-ფსიქოლუგიურ ელემენტების გათვალისწინებით, სათავეს იღებს არამარტო პრექრისტიანულ, არამედ პრეისტორიული დროიდან ენებისა და ერების ჩემოყალიბების პროცესში განვითარებული(ჩანასახობრივად ჩადებული) თვისებებიდან. ეს ჩვენი ცნობიერების სიღმეებში არსებული მისწრაფებებია, რომლებიც გარეთა ნაწილებში ორგანიზდება სისტემებისა და იდეების სახით. ქართველმა ერმა როგორც მთლიანობამ, ახალი ღთქმისეული მოძღვრება შეითვისა და ახორციელებს დღესაც, რადგან მის შინაგანში დევს უკვე მისი შესატყვისობა(სხვა შემთვევაში შეიძლება მაგალითად ბუდისტი ყოფილიყო) ასეა ყველა ერი და მისი შინაგანი რელიგია, რომლის გამოვლინება დროშია განვრცობილი. როგორც პიროვნება ისე ერმაც თავის “მისია” უნდა განახორციელოს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს ჩემს არსებაში თავისი ადგილი; იგი ვერასოდეს დაფარავს ჩემს მთლიანობას. სამყაროს ისტორიაში მას გარდამავალი ფუნქცია აქვს. მე მთლიანად არ უნდა გავიგივდე მასთან, მე სულიერი ნაწილითაც ვარ რომელსაც მიწიერი კუთვნილობები არა აქვს… მთელი კაცობრიობა თავისი თავის ძიებაშია. ამას ყველა საშუალებით ახორციელებს, გამოხატვის ყველა უნარით: პოეზია, ხატვა, ფილოსოფია, ტვინის ნეიროფსიქოლოგიური და წმინდა ფსიქოლოგიური კვლევები…მართმადიდებლური რელიგიაც წყალობაა,რომელიც ამავე დროს მოწყვლადია როგორც ნაზი ყვავილი- უხეშად არ უნდა მოვკიდოთ ხელი. არც სხვა ყვავილებს უნდა მოვექცეთ უხეშად, მათი მატარებლებიც ჩვენნაირი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მადლობთ.

  • Sophie says:

    Gadavikitxe titqmis kvela komentari..me piradad mogaxsenebt chem mosazrebas..daaxloebit 7 Celia rac gatacebuli var yogit… Bolo erti celi ki aqtiurad davicke asanebis keteba… Amas chemtvis aranairi ziani ar moutania…avgnishnav rom Chemi mascavlebeli carmoshobit idoelia.Arasdros ar migdzvnia ampartavnebis msgavsi.. Piriqit uphro tavmdabali gavxdi..meditacistvisac mimimartavs xshirad magram es uphro sheidzleba shevadarot relax organizmis da mtlianad adamianis Vidre sakutari tavis gakerpebas.nirvanas rac shexeba .. Amas agceven erteulebi .. Da nishnavs sxeulisgan sulis gancalkevebas da shemdeg isev sxeulshi dabrunebas. Rac Chemi azrit uphro iluziaa vidre realoba … P.S adamianis tvinis dzalian mcire nacilia ganvitarebuli.. Tu Davushvebt teorias rom sheidzleba damatebit 2% amushavdes mashin nirvana da sxva bevri ram danarcheni migcevadi da natelia…!!!!

  • ნიკა says:

    კითხვა მაქვს, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის წაკითხვა ცოდვაა?

  • ანი says:

    რბილად რომ ვთქვათ უხერხულია ასეთი გაუაზრებელი და არაკომპეტენტური სტატიების წერა.
    ეჭვი მაქვს სტატიის ავტორს პირადი შეხება არასოდეს ქონია იოგასთან.
    რა ამპარტავნება, ხალხო? მარჯვენა ლოყაში რომ გაგილაწუნონ, მარცხენას დიდი სიხარულით მიუშვერ :)))
    ბნელად მორწმუნეებისათვის კი დავწერ, რომ პირადად მე იოგას რწმენაში არ დავუბრკოლებივარ არცერთი წამით. ისევ ისეთი მართლმადიდებელი ვარ და შივა/კრიშნას თაყვანისმცემელი არ გავმხდარვარ ჯერაც. არც მომავალში ვაპირებ.

    მე მაინც მგონია, რომ განათლება და წიგნიერება გადაგვარჩენს მხოლოდ. ასეთი სტატიების კითხვა რომ კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგაში ეჭვიც კი არ მეპარება.

  • Tornike says:

    ძალიან გაკვირვებული ვარ. თურმე იოგას ვარჯიშები, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ გამაჯანსაღებლად და წონის დასაკლებად მივმართავ, საშიშია ჩემი სულიერი განვითარებისათვის, ხოლო მშიერი ხალხი უზარმაზარ ჯიპებზე შემომსხდარ, ბიზნესმენ სასულიერო პირებს რომ უყურებს ყოველდღიურად, ეს ნორმალური და ჯანსაღი მოვლენაა.
    ღმერთმა დაგვიფაროს უღმერთობისაგან თუმცა, სამწუხაროდ დღევანდელ დღეს პირველ რიგში სამღვდელოება უწყობს ხელს ეკლესიის მიმართ უდიდეს უნდობლობას.

    ასე რომ, იოგის კრიტიკას გირჩევნიათ მართლა საკრიტიკო რაც არის ის გააკრიტიკოთ და იმაზე წეროთ სტატიები

    პატივისცემით

  • Mir says:

    იოგა არის ფიზიკური და სულიერი განვითარების უნიკალური საშუალება, ის გეხმარება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობიში. საფეხურით ჰათჰა-იოგით მიიღწევა მყარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა. შემდეგ კი, მისი უმაღლესი მიზანი კი უმაღლეს მეს-თან შერწყმაა.
    რეალურად დღევანდელი ეკლესია იმიტომ ეწინააღმდეგება იოგას, რომ არ უნდა ადამიანი გახდეს დამოუკიდებელი, დაიწყოს თვითშემეცნება, რადგან ამ შემთხვევაში ეკლესიის მსახურნი დაკარგავენ ძალაუფლებას, ძალაუფლებას და ადამიანებზე ბატონობის შესაძლებლობას. მონები გაექცევიან. სწორად ამიტომ კრძალავს ყოველგვარ თვითშემეცნებას.

  • aval says:

    jer es gaiazret da ampartavnobaze mere isaubret
    http://www.self-discovery.ge/bhakti-ioga

    adamianis shecdomashi sheyvana codvaa da imis laparakic rac sigrmiseulad ar icit…

    ar codna ar codvaa. ufalma mogitevot

  • როგორც ვიცი იოგას აქვს ისეთი ვარჯიშები რომლებიც მაგალითად დაღლილობას ხსნის სხვადასხვა ტკივილების პროფილაქტიკადაც გამოიყენება. მეც მაქვს ამდაგვარი პრობლემა კონკრეტულად კი ხერხემლის. შეიძლება საგანგაშო არ იყოს ჩემი მდგომარეობა მაგრამ არ მინდა რომ ეს შეიძლება ითქვას მცირედი პრობლემა უფრო დიდ პრობლემაში გადაიზარდოს ა ამიტომაც ზოგჯერ მივმართავ ხოლმე ხერხემლის ვარჯიშებს. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამდაგვარი ვარჯიშიც ცოდვად ჩაითვალოს

  • მედი says:

    ნამდვილად სისულელეა ეს სტატია

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი