მთავარი » ქრისტიანობა

იოანე ზოსიმე – ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.04.2017 | 5,863 ნახვა

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ 1. დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

2. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

3. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲ

4. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა [მახარებელმან]. რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

5. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ “წელი ათასი – ვითარცა ერთი დღეჲ”.

6. და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს. და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, –

7. და ესე არს ოთხი დღეჲ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა.

8.და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.

9. და სასწაულად ესე აქუს: ას-ოღხი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.

10. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამებ წარმოგითხარ, ას-ოთხი ესე წელი, და წილი ანბანისაჲ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი