მთავარი » ქრისტიანობა

წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.07.2022 ერთი კომენტარი | 26,995 ნახვა

იოანე ნათლისმცემელი7 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იგი უფლის წინამორბედი იყო. ამ დღეს სრულიად საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.

ნათლისმცემელი ბავშობიდანვე უდაბნოში იზრდებოდა, მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისათვის. 30 წლის იოანე მდინარე იორდანეში ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”.

“ხოლო თავსა იოვანესა ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური” (მათე, 3).

მრავალი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. მას დიდ პატივს სცემდნენ. წმიდანი ხალხს იესოსთან შესახვედრად ამზადებდა. იოანემ მისკენ მოსანათლად მიმავალი უფალი შორიდანვე იცნო, თავმდაბლობით წარსდგა მის წინაშე და უთხრა: “მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემდა მოხუალ?” (მთ. 3,14). შემდეგ დამორჩილდა ღვთის ნებას და მონათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

იესო ქრისტემ თავად დაამოწმა, რომ “არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაი უფროის იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ღმერთზე აღმატებულიაო, დაამატა: “ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროის მისა არს”.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა. მას თავი მოჰკვეთეს.
ღვთისმშობლის შემდეგ იგი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. წმიდა იოანე არის მოძღვარი სინანულისა.

იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებია: ნათლისღება – 19 იანვარი, შობა – 7 ივლისი და თავის კვეთა – 11 სექტემბერი”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი