მთავარი » საზოგადოება

ინტელექტის კოეფიციენტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.02.2013 2 კომენტარი | 5,548 ნახვა

ბოლო წლებში ძალიან პოპულარულია ე.წ. IQ ტესტები, რომელთა საშუალებითაც ხდება ადამიანის ინტელექტუალური დონის შეფასება.

კითხვები პირველი ინტელექტუალური ტესტები მე-7 საუკუნეში ჩინეთში გაჩნდა. მათი საშუალებით ამოწმებდნენ ჩინოვნიკთა შესაძლებლობებს.

1940 წელს ფსიქოლოგმა დევიდ ვექსლერმა შექმნა ზრდასრულთა ტესტირების შედარებით უფრო მრავალმხრივი და ზუსტი მეთოდიკა, რომელიც ასაკზე კი არ ორიენტირდებოდა, არამედ პოპულაციაში ინტელექტუალური შესაძლებლობების ნორმალურ განაწილებაზე. ამის შედეგად აღნიშნული მეთოდიკის გამოყენება ბავშვებშიც გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ მეთოდიკებზეა დამყარებული ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტის განმსაზღვრელი თანამედროვე სტანდარტული ტესტები.

როგორ ხდება ადამიანის ინტელექტუალური მდგომარეობის შემოწმება? ამ თემაზე ფსიქოლოგიის დოქტორანტი, პროფესორი ანა ბარამიძე გვესაუბრება:

“ინტელექტი” ლათინური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს გონიერებას, გაგებას, წვდომას. ზოგიერთ ფსიქოლოგიურ კონცეფციაში ინტელექტი გაგებულია, როგორც ზოგადი გონიერება, ახალ პრობლემურ სიტუაციასთან გამკლავების უნარი.

ფრანსის ჰალტონი (მე-19 საუკუნე) იყო პირველი, ვინც ცდილობდა, შეესწავლა ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებები და გაეზომა მათი გონებრივი უნარები. მისმა წიგნმა “გენიოსობის მემკვიდრეობა” მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტესტირების მეთოდების, თეორიებისა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებაზე”.

-რა მეთოდები არსებობს ადამიანის ინტელექტის შესამოწმებლად?

ფსიქოლოგიური ტესტები გამოიყენება პიროვნების ინტელექტუალური დონის კვლევისა და ხარისხობრივი შეფასებისთვის.

-რას გვეტყვით ინტერნეტსა და ჟურნალ-გაზეთებში მომრავლებულ ტესტებზე, რამდენად შეესაბამება ისინი რეალობას?

ფსიქოლოგიური ტესტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანთა შორის სხვაობისა და ერთი ადამიანის სხვადასხვა პირობებში რეაქციის გაზომვა. ფსიქოლოგიური ტესტირების შედეგები უნდა იყოს ვალიდური და სანდო. ვალიდობა – ნებისმიერი საზომი ინსტრუმენტის თვისება, ზომავდეს იმას, რასაც მიზნად ისახავს, ხოლო ტესტის სანდოობა განისაზღვრება იმით, რომ გამოყენებული ინსტრუმენტი სხვადასხვა სიტუაციაში იძლევა ერთსა და იმავე შედეგს. ვალიდურ და სანდო შედეგებს მივიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ მიერ გამოყენებული ტესტი არის ადაპტირებული, ანუ მორგებული იმ პოპულაციას, სადაც ის გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ინტერნეტსა და ჟურნალ-გაზეთებში მოცემული ტესტების შედეგები არ იქნება სანდო.

-ასაკის მიხედვით, როგორ ვითარდება ადამიანის ინტელექტუალური მდგომარეობა დაბადებიდან სიბერემდე?

მკვლევრები, რომლებმაც IQ-ის მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ ჩატარებული მრავალი გამოკვლევა შეისწავლეს, ასკვნიან, რომ IQ ქულების ვარიაციის დაახლოებით 50% გენეტიკური ნაკრებითაა გამოწვეული, მაგრამ ყველაზე საინტერესო, ალბათ, ისაა, რომ მემკვიდრეობითობის წილი იმატებს ცხოვრების განმავლობაში: მემკვიდრეობითობა დაახლოებით 40%-ს უტოლდება 4-6 წლის ბავშვებთან, თუმცა დაახლოებით 60%-მდე იზრდება ადრეულ მოზარდობაში და დაახლოებით 80%-ს აღწევს უფროს მოზრდილებთან.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • გიორგი(გრატო) says:

    გამოდის, რომ დღემდეც და დღესაც ყველა სამსახურში მისაღებად მიმდინარე ეს აუარება ტესტომანია ვიღაცის კვლევის საგანს და ადამიანების გამასხარავებას ემსახურება და ემსახურებოდა.

    ხშირ შემთხვევაში მისი შედეგები არ მოქმედებს პიროვნების შრომისუნარიანობაზა და მის მიერ შესასრულებელ საქმეზე, ფუჭი და ტყუილი საქმიანობაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უარის თქმაში ეხმარება დამქირავებელს. არადა ტესტირების საჭიროება პოლიტიკის საგანია და სავალდებულოა, რომელიც ისევ და ისევ ვიღაცის ახირებას ემსახურება.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი