მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

იმისათვის, რომ ბავშვს ჩაუნერგოთ სიმართლის სიყვარული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.05.2020 | 866 ნახვა

იმისათვის, რომ ბავშვს ჩაუნერგოთ სიმართლის სიყვარული, მას უნდა შეაძულოთ ტყუილი. განვიხილოთ 4 წესი, რომელიც დაგვეხმარება ამაში.

ა) მიაჩვიეთ ბავშვები შეიზიზღონ ტყუილი რელიგიური მოსაზრებით, ბავშვებმა არ უნდა იცრუონ არა მარტო იმის გამო, რომ გაუგებენ და დაისჯებიან, არამედ იმიტომ, რომ თავად ღმერთმა აკრძალა ტყუილის თქმა, თითოეული ტყუილი ღმერთის წინაშე ცოდვაა. ამასვე გვასწავლის წმინდა წერილი: შთაუნერგეთ ბავშვებს, რომ ტყუილი ეშმაკის მოგონილია, მან აცდუნა პირველად სამოთხეში ადამი და ევა, რის გამოც უფალმა თქვა: „ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა“… (იოან. 8.44). და ის ბავშვები, რომლებიც ცრუობენ ბაძავენ სატანას და ემსგავსებიან მას.

ბ) არ დაუშვათ თქვენ შვილებთან პატარა სიცრუეც კი. თუ ბავშვმა დაუშვა შეცდომა და მაშინვე გულწრფელად აღიარა იგი და მოინანია, პირველად მიუტევეთ მათ. თუ შეცდომა მნიშვნელოვანია, შეუმსუბუქე დასჯა და აგრძნობინე რომ კეთილსინდისიერების აღიარებამ გამოიწვია მისი საქციელის პატიება. თუ ბავშვმა დაუშვა შეცდომა, მაგრამ აღიარების ნაცვლად ჯიუტად უარყოფს ამას, მაშინ უნდა დაისაჯოს მკაცრად და უნდა უთხრათ, რომ სიმკაცრე გამოიწვია მისმა ტყუილმა. თუ ბავშვი შურის ან გაბრაზების გამო სხვას ცილს დასწამებს, იგი უნდა დაისაჯოს და ამსთან ერთად უნდა აიძულოთ საჯაროდ აღიაროს სიცრუე. ამას მოითხოვს ზნეობრივი ქრისტიანული კანონიც.

გ) არასოდეს იცრუოთ, არ მოატყუოთ ბავშვი, არ დაუშვათ, რომ ბავშვი მოატყუოს უფროსმა და–ძმებმა და ა.შ. ხშირად ხდება, როცა ბავშვი ჭირვეულობს, მას ან აშინებენ, ან რაიმეს შეპირდებიან, შემდეგ კი არასოდეს უსრულებენ მას. ბავშვი მალე ხვდება, რომ მას ატყუებენ, ამის გამო მისი სიმართლისადმი რწმენა თანდათანობით ირყევა.

დ) არ აიძულოთ ბავშვი რომ მან შეგნებულად იცრუოს, როცა მამა ან დედა როზგით ხელში ეუბნება ბავშვს: „თქვი ვინ გააკეთა ეს“ ან „გცემ, თუ ეს შენ გააკეთე“ ამ დროს დამონებული ბავშვი რა თქმა უნდა იცრუებს. რა უნდა ვთქვათ ისეთ მშობლებზე, რომელნიც მხიარულობენ, როცა მათი შვილები ოსტატურად იტყუებიან? და თავად ასწავლიან ბავშვებს უფროსების, მასწავლებლების მოტყუებას, რათა გამოვიდნენ რთული სიტუაციიდან და აიცილონ დასჯა. ასეთი მშობლები თავად აცდუნებენ საკუთარ შვილებს, არც იქნება გასაკვირი თუ ასეთი ბავშვები გაიზრდებიან მატყუარები, ცილისმწამებლები და ქურდები, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, ვისაც არაფრად უღირს ტყუილის თქმა იგი ადვილად მოიპარავს კიდეც.

წმ. დიდმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი)




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი