მთავარი » პოპულარული

ილორის ტაძრის ავთენტურობა სრულიად დარღვეულია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2012 | 2,459 ნახვა

აფხაზეთში მდებარე ისტორიული ძეგლის, ილორის წმიდა გიორგის ეკლესიის გადარჩენის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტში დეპუტატები, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები მსჯელობდნენ. ილორის წმიდა გიორგის ტაძარი სხდომაზე მომზადებული შესაბამისი მიმართვა, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პირველ რიგში, UNESCO-ს გადაეგზავნება, რათა სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება, ისტორიული ძეგლი განადგურებას გადაურჩეს და შეწყდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება.

XI საუკუნის ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარზე ჩატარებულმა ე.წ სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა გამოიწვია, ძეგლის ავთენტურობა სრულიად დარღვეულია.
ერთნავიან ბაზილიკურ ეკლესიას ახლა რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ე.წ. ხახვისთავიანი გუმბათი “ამშვენებს”.

გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთ კედელი, სადაც განთავსებულია ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა თეთრად არის გადაღებილი, თაღები კი წითლადაა შეღებილი. შედეგად გამქრალია კტიტორების, აქ მოღვაწე საეკლესიო პირებისა და მლოცველების შესახებ ინფორმაცია.

ილორის წმიდა გიორგის ტაძარი ტაძრის გარეთა ფასადთან ერთად შეშეთრებულია ფრესკების ის მცირე ნაწილიც, რომელიც ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილი გახლდათ. ტაძარში მეტალო-პლასტმასის ფანჯრები და კონდიცირების სისტემაა დამონტაჟებული.

ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია – დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთი უმინიშვნელოვანესი სიწმინდე და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მტრების შემოსევებისას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე განადგურდა. XVII ს-ში ტაძარი ლევან მეორე დადიანმა შეაკეთა, იმავე პერიოდში ეკლესია ოსმალებმა გადაწვეს, XIX საუკუნეში ტაძარს რესტავრაცია ოდიშის მთავრებმა გაუკეთეს.

ტაძარში საუკუნეების განმავლობაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა. ღვთისმსახურება აქ 90-იანი წლებიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი