მთავარი » ქრისტიანობა

“შვილებს უნდა ვასწავლოთ შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.07.2020 | 280 ნახვა

სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მამა ილია ნასიძე:

“უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება. მაგრამ ჯერ ამისთვის მშობლებმა უნდა ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარულით ცხოვრება. შურისძიება, ღვარძლი, სამაგიეროს გადახდა არის საშინელება.

დღეს, როცა ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მისი მშობელი დედა და ბებია დაიჩოქა გარდაცვალებული შვილის წინაშე და თქვა: შეუნდე უფალო ჩემი შვილის მკვლელსო. ეს დიდი სულიერებაა.

“ქრისტეს სიყვარულით გაზრდილი შვილები არასდროს გაიმეტებენ სხვის სიცოცხლეს. ქრისტეს სიყვარულია ყველაზე უმთავრესი. როცა ქრისტეს სიყვარულით მოქმედებ, ცხოვრობ და ზრდი შვილებს, ე.ი. სწორი გზით მიდიხარ და ცხონების გზას ადგიხარ. უფალმა გაგვაძლიეროს, შეგვაძლებინოს სწორად ცხოვრება. ღმერთმა შეგვინდოს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს”.

26.07.2020




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი