მთავარი » საზოგადოება

ილია მეორისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.01.2013 5 კომენტარი | 2,592 ნახვა

ილია მეორისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში შეაქვს.

“განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ, დღევანდელ მძიმე პირობებში, მხედველობაში მაქვს არც თუ ისე იოლი ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული, კულტურული და სულიერი კონტაქტების შენარჩუნებას მოძმე ერებს შორის”, – მიმართა პუტინმა ილია მეორეს.

რუსეთის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 80 და ინტრონიზაციიდან 35 წლის იუბილე მიულოცა, ასევე, მიულოცა მართლმადიდებელი ერთობის ფონდის პრემიის მინიჭება.

შეხვედრაზე ილია მეორემ პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოკითხვა გადასცა.

“მინდა გადმოგცეთ ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრის მოკითხვა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს შორის არის, მოგვარდება და ჩვენ ადრინდელივით მოძმეები ვიქნებით”, – ბრძანა მისმა უწმიდესობამ.

ილია მეორისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, ნოვო-ოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა, რომელსაც სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილიც ესწრებოდა.

ფოტო: patriarchia.ru


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • ??? says:

    “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არ არის სახელმწიფო მოღვაწე. შესაბამისად, მისი განცხადებები არ გამოხატავს ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას ამა თუ იმ პოლიტიკური საკითხის მიმართ. ხშირ შემთხვევაში უფრო სურვილია, პოლიტიკურად არ არის თვალთახედვაში მისღები და მითუმეტეს გასაკიცხი”. მოგვიანებით, გამოხმარურებებს შევატყვე, რომ ბევრ მეგობართან ბოლომდე ვერ მივიტანე ჩემი სათქმელი. ვთვლი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდები და შევეცდები, რამდენადმე სიცხადე შევიტანო. (1) ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, 1812 წელს რუსეთის იმპერიასთან იძულებითი მიერთების შემდეგ, იქცა იარაღად ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ქართველი ადამიანი ვერასდროს ვერ უპირისპირდებოდა საკუთარ რწმენას, მოძღვარს… ხოლო ეკლესიის სათავეში იდგნენ რუსეთის ხელდასმული პირები. ამის გამოც იყო, რომ ხელოვნურად გაიზარდა ეკლესიის საზოგადოებრივი და პოლიტიკურ დატვირთვა. დაიწყო ეკლესიის გამოყენება პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად. ადამიანების რწმენა ძლიერი იარაღად იქცა ეკლესიის საჭეთმპყრობელების ხელში. ამ ცდუნების გამოც არის, რომ ქრისტე მკვეთრად ავლებს გამყოფ ხაზს პოლიტიკასა და რწმენას შორის. (2) საქართველოს ისტორიაშიც, გარდა ადრეული შუასაუკუნეებისა, ეკლესიის და სახელმწიფოს შეხედულებები იკვეთებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც განსხვავებული აღმსარებლობის მტერი ერთდროულად უპირისპირდებოდა, როგორც ქართულ სახელმწიფოებრიობას ისე ქრისტეანობას (არაბობა, დიდი თურქობა…) სხვა დროს, მაგალითად ბიზანტიის იმპერიის ზეობისას, ძალიან ხშირი იყო მართლმადიდებლობის გამოყენება საქართველოს სამეფოს შიგნიდან დასასუსტებლად (რაც მხატვრულად საკმაოდ დამაჯერებლად აღწერა კ.გამსახურდიამ რომანში, “დიდოსტატის მარჯვენა”). მცდარია შეხედულება, რომ “ეკლესიამ გადაგვარჩინა და ახლაც ეკლესია გადაგვარჩენს”. ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევა, სინამდვილეში, დარტყმას აყენებს არა მხოლოდ ქრისტეანობას, არამედ პოლიტიკური შეხედულებებით აპირისპირებს მრევლს და იწვევს გათიშულობას ქრისტეს სამწყსოში. (3) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება ქ.მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, არ იყო მიზანშეწონილი, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ქრისტეანული თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად უწმინდესმა გაიმეორა რუსეთის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, რომ ქვეყნებს შორის არსებული მტრობა “იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი” (სავარაუდოდ, პატრიარქმა, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მსგავსად, ახლო წარსულში იგულისხმა პრეზიდენტი მ.სააკაშვილი, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტი ზ.გამსახურდია) რაც შეიძლება დიპლომატიური ხერხია, მაგრამ უცილობელი სიცრუეა, რადგან რუსეთი ვერ ეგუება არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. (4) პიროვნებების ბრალეულობის გამოკვეთა, ქრისტეანული გაგებითაც სრულებით მიუღებელია. თუ ქრისტეანული ზნეობით ვიმსჯელებთ, უწმინდესის და უნეტარესის განცხადება ზუსტად იმეორებს მღვდელმთავარ კაიაფას სიტყვებს (“…უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს” – იოვანე 11,50), რაც უკიდურესად არაქრისტიანული საქციელია, რადგან ქრისტე კაიაფამ გაწირა სწორედ რომთან ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით. აქ გადის ზღვარი მაცხოვარსა და ინკვიზიტორს შორის, რადგან ქრისტეანობის საფუძველია პიროვნების ხსნა ცოდვისგან და არა განკითხვა და მისი ამქვეყნიური ბოროტების მიზეზად წარმოჩენა. (მსგავსი განცხადება გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქმა 1992 წლის 7 იანვრის ქადააგებისას (რომელიც არ არის შესული ძირითად კრებულებში), როდესაც სამხედრო გადატრიალების შედეგად თბილისი დატოვა პრეზიდენტმა ზ.გამსახურდიამ – “საქართველო გათავისუფლდა ბოროტი ძალისაგან”) (5) ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, როგორც პოლიტიკური ისე რელიგიური თვალთახედვით, არასასრურველად მიმაჩნია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გაკიცხვა და მითუმეტეს ლანძღვა. პატრიარქთან პოლიტიკური დაპირისიპირებით, ჩვენ ნებსით თუ უნებლიედ ვებმებით რუსულ დრამაში, საიდანაც გამარჯვებული საქართველო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოვა. მორწმუნე ქრისეტანებს გაუჭირდებათ არჩევანის გაკეთება რელიგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს შორის. ნაკლებად მორწმუნე, მაგრამ პოლიტიკაში ჩახედული მოქალაქეები ვერ გაიზიარებენ პატრიარქის რუსულ სულისკვეთებას. ამიტომ სრულფასოვანი საზოგადებისთვის არსებობს ერთადერთი გამოსავალი, მკვეთრად გამიჯნოს რელიგიური მოღვაწე სახელმწიფო მოღვაწისგან. თუ ეკლესიის მეთაური იმედოვნებს, რომ სინანულით, თავმდაბლობით… შეძლებს რუსეთი მტერი მოკეთედ გაგვიხადოს… დაე! მაგრამ ამისთვის, როგორც დადებითი ისე უარყოფითი პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება… უკვე საზოგადოების უმწიფრობას მოასწავლებს. არ არის სწორია აგრეთვე ამბროსი ხელაისა და ილია მეორეს პოლიტიკური შეპირისპირება, რადგან პოლიტიკა კვლავ რწმენის შეუვალ წრეში ექცევა და პირიქით, რწმენა ექვემდებარება პოლიტიკურ მსოფლმხედველობას. დადებითად არ აისახება საკითხის გადაწყვეტაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან პატრიარქის განცხადებების დაგმობა, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის დროს საპატრიარქოს გვერდით კაზინო “შანგრილის” აშენებით…, პარტიას უკვე მიუძღვის წვლილი შუასაუკუნოებრივ განცდების გაღვივებაში (რომ მავანი ემუქრება ქრისტენობას და “ქართველობას” უქადის გადაგვარებას, რის გამოც გამართლებულია საქართველოს ეკლესიამ იტვირთოს “ეროვნული უღელი”). ჩვენ არც ერთი მიზეზით არ უნდა ჩავითრიოთ ეკლესია პოლიტიკაში, ჩვენი მიზანი არ არის ერის ნაწილის დაგმობა არამედ გაერთიანება საერთო მტრის წინააღმდეგ. უნდა გავათავისუფლოთ ეკლესია პოლიტიკური დატვრითვისგან და ამით განვაიარაღოთ მტერი, რომელიც საკუთარი მუშტებით გვცემს სახეში.”

    • ??? says:

      socialur qselSi wavikiTxe es Sefaseba dzalian momewona da avtoris ukiTxavad aq davde..

      • ბაბი says:

        ???-თქვენნაირების ადგილი ევოლუციურ (რომელსაც მე არ ვცნობ) განვითარების რიგში მაიმუნსა და პიტეკანთროპს შორისაა!!! სამწუხაროდ :(

    • ბაბი says:

      ტიპიური ანტიეკლესიური და ანტიმართლმადიდებლური ბოდვაა, სააკაშვილის ადეპტების მიერ შეთითხნული. ვითომდა საქართველოსა და პატრიოტიზმის მანტია მოსხმული, მაგრამ სინამდვილეში ანტიქართული ეგრეთ წოდებული ლიბერალიზმის შხამით ნაკვები. სახელი მაინც დაგეწერათ!! მაგრამ თქვენნაირებს სახელი არა აქვს და არც არასოდეს ექნება …

  • ალექსანდრე says:

    სახელმწიფო მოღვაწე არ არის პატრიარქი? :))) .. ან ქართული ეკლესია იქცა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად მაშინ,როცა ის უბრალოდ აღარ არსებობდა?? და ქრისტიანულ ზნეობას უსწორებთ პატრიარქს?? და თქვენ თვლით რომ მავანი კი არა აგერ თვალხილული მტერი დაწყებული სპარსეთიდან რუსეთის ჩათვლით არ ებრძოდა საქართველოს და ქართულ ეკლესიას და თვლით რომ ისტორია იცით და კ.გამსახურდია მოგყავთ როგორც ისტორიკოსი ნიმუში?? და კაიაფამ ქრისტე გაწირა რომთან ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით,როცა პილატემ ხელები დაიბანა? :)) ან ”რწმენის შუვალი წრე” რა არის თქვენ თვითონ თუ გესმით და არ პოლიტ-ეზოთერიკობთ?? და პატრიარქს იმიტომ არ უპირისპირდებით რომ რუსული დრამატურგიის მსახიობად არ იქცეთ?? ასე სასაცილოდ რატომ იგდებთ თავს?? ნეო-მოდერნიზებული ზვიადიზმის ნიშნები გამჩნევიათ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი