მთავარი » პოპულარული

ილია მეორისა და შტეფან ფულეს შეხვედრა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.03.2014 3 კომენტარი | 3,763 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა საპატრიარქოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი შტეფან ფულე მიიღო.

საპატრიარქოში შეხვედრის ნაწილი დახურული იყო.

შეხვედრის მთავარი თემა პატრიარქი საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და ეროვნული ტრადიციები გახლდათ.

შტეფან ფულეს განცხადებით ეს წელი საქართველოსა და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ევროკომისარმა საქართველოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

“მე დარწმუნება არ მჭირდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორციელდეს,”– ბრძანა უწმიდესმა.

“ჩვენ რამდენიმე წელი ვახორციელებდით მოლაპარაკებებს ე.წ. ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. მართალია, ეს ხელშეკრულება ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ მასში ფართო საკითხებია შესული. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო და ევროკავშირი თავის თავზე ვალდებულებებს იღებენ, რომ დაიცავენ იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებიც მსოფლიოშია აღირებული. მესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ბოლო პროცესების ფონზე არაერთ პოლიტიკოსს სურს, ეს ხელშეკრულება რაც შეიძება მალე გაფორმდეს. მე მათ ვუპასუხებ, რომ ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ არაუგვიანეს ზაფხულისა. ამავრდოულად მიმაჩნია, რომ ჩვენ კარგად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ადამიანებს ესმოდეთ, რა არის ამ ხელშეკრულებაში ჩადებული. ევროპა არ აპირებს საქართველოს თავს მოახვიოს ლიბერალური ღირებულებები. თქვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ აისახება ევროპული ღირებულებები კანონმდებლობაში, ქართული ტრადიციების გათვალისწინებით,” – ბრძანა ევროკომისრა.

საპატრიარქოში შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი ესწრებოდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • giga says:

    exla ase saubrobs evropa magram mere tu isaubreben ase roca evrokavshiris cevri gavxdebi, gaitvaliscinet chveni tradiciebi torem risxva dagatkdebat tavzee

  • mari says:

    იტყუებიან თითქოს ტრადიციებს არ შეეხებიან არადა ჯერ ევროკავშირში არ ვართ და გეი აღლუმების ნორმალურად მიღებას გვთხოვენ რომ შევალთ მერე ნახეთ!! ჩვენ ბნელები და ველურები გვიწოდეს აქცია რომ დავშალეთ ლგბტ მოძრაობის და რამდენიმე ხნის შემდეგ იგივე საფრანგეთში მოხდა და მათ წინააღმდეგ მილიონობით ადამიანი გამოვიდა ერთმა პროფესორმა თავიც კი მოიკლა ეკლესიის წინ იმის გამო რომ მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ერტსქესიანთა ქორწინებას მოვესწროვო, და ამერიკა როგორც ევროპის ქვეყნებს აძალებს და სულ არ აინტერესებთ მათი აზრი ისე გვიზავენ ჩვენც მაგაში დარწმუნებულები იყავით!!! ხო ის არ დაგავიწყდეთ რომ ამ კანონის შემდეგ ევროპაში უკვე ინცესტის დაკანონება უნდათ (ოჯახის წევრებთან სექსუალურ ურთიერთობებს ლეგალიზაციას უკეთებენ) და ჯერ სად ხართ მერე იძახეთ ევროპაში გვინდაო ადრე რაც იყო ევროპა ის ევროპა აღარ არის! სად იყო ამერიკა საერთოდ როცა საქართველოს უკვე თავისი დამწერლობაც კი ჰქონდა და დიდი ხანია საქართველო ევროპაა რომელი სტატუსი გჭირდებათ??

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი