მთავარი » ქრისტიანობა

ილია II-ის სიტყვა, წარმოთქმული მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მშენებარე ტაძრის საძირკვლის კურთხევისას

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.06.2017 | 2,134 ნახვა

„მარად ქალწული მარიამი გამოირჩა ღვთისაგან, რათა ყოფილიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა მფარველი საქართველოსი და საქართველო – მისი წილხვედრი ქვეყანა. ივერიის ხატის ეკლესია დიდია სულიერი ღვაწლი ღვთისა დედისა! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არის მფარველი მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით იფარავს იგი თავის მამულს – საქართველოს! ღვთის განგებით, საქართველო შეიქნა დედა ღვთისმშობლის წილხვედრი, რადგან მაცხოვარი ხედავდა, რომ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მტკიცედ და შეურყვნელად დაიცავდა მართლმადიდებლობას! ღვთისათვის კაცთა მომავალი იგივეა, რაც ჩვენთვის – აწმყო. წარსულიც, აწმყოც და მომავალიც უფლისათვის აწმყოა და რადგან მან განჭვრიტა ჩვენი ერის მომავალი, ღირსი გაგვხადა ამისა. ვმადლობთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იფარავს ჩვენს ქვეყანას და ყოველ ადამიანს.“

21 სექტემბერი, 2011 წელი

“მახათას მთაზე, თბილისში, შენდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარი და სავანე. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ისტორიაში: ყოველი ქართველი, როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში… წმიდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი”.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი