მთავარი » ქრისტიანობა

“ილია მეორის საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.06.2020 | 664 ნახვა

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

„ძვირფასო, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის სულთმოფენობა. ეს არის დღე ჩვენი წმინდა ეკლესიის დაბადებისა, ეს არის დღე, რის გამოც უფალი იესო ქრისტე მობრძანდა ამ ქვეყნად, რის გამოც განკაცდა. ეს იყო მისი მიზანი, რომ დაეარსებინა თავისი ეკლესია და სულიწმინდის მადლი გარდამოევლინა ჩვენზე. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დალოცვასა და ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა სუფევს.

„თქვენ იცით, წმინდა მამების სწავლება, რომ ჩვენი საეკლესიო ცხოვრების მიზანი სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაა. ეს სიტყვები ყველასთვისაა განკუთვნილი, ვინც მოისურვებს, ვინც გახდება წმინდა ეკლესიის წევრი და ვინც ამ გზით ივლის. უფლისგან ეს საოცრება გვეძლევა, მადლი სულისა წმინდისა, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს მადლით თვით ღმერთის ცხოვრების თანაზიარი, ღმერთის ბუნების თანაზიარი შეიძლება გახდეს ადამიანი და ეს თითოეულ ჩვენთაგანს გვეძლევა. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ. ჩვენ ვფიქრობთ, ასევე იმაზე, რომ ამ დღიდან ყველა მოქმედება, რაც კი ეკლესიაში სრულდება, სულიწიმინდით სრულდება. როდესაც წყალი იკურთხება, სულიწმინდის მადლით იკურთხება. როდესაც ადამიანი ინათლება, მეორედ იბადება ქრისტესგან, ესეც სულიწმინდის მადლით ხორციელდება. როდესაც ჩვენ ქრისტეს სულსა და ხორცს ვეზიარებით, სულიწმინდა გვაერთებს ქრისტესთან. პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად ასევე სულიწმინდის მადლის მეშვეობით. სულიწმინდის მადლით ხდება წინდა წერილის გულისხმისყოფა, გაგება და ყველაფერი, რაც ჩვენს ეკლესიაში ხდება. სულიწმინდის მადლი სუფევს ჩვენს ეკლესიაში. ეკლესია ეს არის ცათა სასუფევლის კარი. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია. ეკლესია არის საკმურნალო სულისა, ჩვენი ცოდვებისა. ჩვენ ბედნიერი ვართ დღეს, რომ თანაზიარნი ვართ იმავე მადლისა, რომელიც გარდამოვიდა წინდა მოციქულებზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე. ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, ილია მეორეს ეს. როგორც ვხედავთ, მისი საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს. მთელი მისი მოღვაწეობა სულიწმინდის მადლით არის გაჯერებული და ჩვენ მადლობას მოვახსენებთ მას. ვევედრებით სულიწმინდას, რომ კიდევ მრავალჟამიერ იყოს მისი მეუფება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი