მთავარი » ქრისტიანობა

ილია მეორის განცხადება 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2013 3 კომენტარი | 5,420 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის მერიასა და ხელისუფლებას მიმართავს, 17 მაისისთვის დაგეგმილ აქციაზე გაცემული ნებართვა გააუქმოს. 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადება მედიის წარმომადგენლებს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გააცნო.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამა წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია სექსუალური უმცირესობებისა და მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება. ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც საერთოა ყველა დროსაა და სივრცეში, მათ შორის არის ზნეობრივი კანონები. ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს (რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდო მეცნიერულ შეხედულებებს).

ეკლესია ასეთი მიდრეკილებესის მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და მით უმეტეს მათი მდოგმარების მოსახლეობისათვის თავსმოხვევა. ეს იგივეა, რომ მოგვწონდეს ნარკომანიის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ვახდენდეთ. ჩვენს ხალხს სულ სხვა სულისკვეთება აქვს და ამიტომაც გასაგებია მათი მძაფრი პროტესტი კონკრეტულად ამ და ზოგადად და ასეთი შეკრებების მიმართ. ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და ზოგადად აზროვნების წესის შეურაცხყოფას. ვფიქრობ, მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითავლისწინონ ეს და გააუქმონ ჰომოსექსუალებისთვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციზე, მით უმეტეს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა მოყვასისთვის თავგანწირული ვაჟკაცებისა. შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ “საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებების და ღირსების დაცვის მიზნით შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება”, – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • გიორგი(გრატო) says:

    მსგავსი სახის განცხადებების აუცილებლობიდან გამომდინარე,კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ ჩვენს ქეყანას, უფრო სწორედ ხელისუფლებას, დღემდე არ აქვს განსაზღვრული თუ რა სახის სახელმწიფოს აშენებს და როგორი მორალურ-ზნეობრივი საზოგადოების ფორმირებას უნდა ესწრაფოდეს, რომ ჯანსაღი და მორალურად ძლიერი ქვეყნის სტატუსი შეიქმნას, რაც ცალსახადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე, ეკონომიკურ სიძლიერესა და სიმტკიცეზე.
    არადა იყო დრო და ყველას კარგად მოგვეხსენება ის ჩვენი წარსულის სიდიდადე, მაშ რა გვიდგას დღეს წინ იმაზე ძლიერი, ვიდრე მაშინ გვედგა?
    მგონი არც არაფერი, ბრძოლის მეთოდების გარდა არაფერი შეცვლილა. ადამიანი თავისი ზნეობრივი დანიშნულებით,ისეთივე ადამიანია(ღვთის ხატად ქმნილი), როგორიც ოდესღაც მისი შექმნის დროს იყო.

    ღმერთმა განგვანათლოს, გაგვაძლიეროს და დაიცვას ყოველი მისი ქმნილება უკეთურებისაგან.

  • ღმერთო დიდხანს გვიცოცხლე ჩვენი პატრიარქი რომ შეგვაგნებინოს ჩვენი ცოდვების სიმძიმე რის შემდგო მუხლზედაცემულნი მოტევებას ვთხოვთ უფალს რათა გადავრჩეთ

  • nana says:

    პატივი ვცეთ ყველამ ერთად პატრიარქის აზრს.დავიცვათ და გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო…..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი