მთავარი » სხვადასხვა

ილია მეორის ბრძანება ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2012 ერთი კომენტარი | 4,346 ნახვა

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებას აქვეყნებს, რომლის ტექსტსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

ბაგრატი “ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით, ვბრძანებ:

1 ა. წ. 18 ივნისიდან დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები;

2. დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე;

3. ეთხოვოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდეგ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები.

4. დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების, ხუროთმოძვრებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს, განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნულ სამუშაოებზე.

5. ბრძანების შესრულებაზე ზოგადი კონტროლი განახორციელოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი).” – ნათქვამია განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • tamaz says:

    იუნესკოს სიაში მყოფი ძეგლების რესტავრაცია ალბათ არ ხდება, უფრო მე მგონი კონსერვაციაა შესაძლებელი. პირველად ვიხილი უნეტარესის ბრძანება. ღმერთო ნუ მიწყენ და ვის უბრძანა , თუ ძეგლის აღდგენას საპატრიარქო აწარმოებს, გასაგებია, თუ არა და … ცოტა უცნაურია. აქმდე არ იცოდნენ საპატრიარქოში რა ხდებოდა ბაგრატის ტაძარში?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი