მთავარი » სხვადასხვა

ილია მეორე ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2013 11 კომენტარი | 3,593 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გაემგზავრა.
უწმიდესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრნენ საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, ილია მეორე პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა აბაშიძე.

ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმიდესობა კირილის მიწვევით ჩადის.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, ვიზიტის მიზანი, საქართველოს პატრიარქის დაჯილდოებაა. “მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდმა” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიით დააჯილდოვა. ეს ჯილდო უკავშირდება მართლმადიდებელი ხალხების დამეგობრებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 21 იანვარს. ამავე დღეს დაგეგმილია შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მის უწმინდესობა კირილის რეზიდენციაში ორ პატრიარქს შორის. გარდა ამისა, 22 იანვარს მოსკოვში, კრემლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაგეგმილია წირვა, რომელშიც ორი ქვეყნის პატრიარქები და წმინდა სინოდის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ გაიმართება ოფიციალური სადილი”, – აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ. მისივე თქმით, 23 იანვარს, 15.00 საათზე გაიმართება შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
24 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარი წმიდა სერგის ლავრას ეწვევა.

საქართველოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდის გენერალური მენეჯერის, ლაშა ჟვანიას თქმით, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილება ორი ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ პირველის საქართველოში გადმოსვენების საკითხი.

“განხილული იქნება მთელი რიგი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ორ ქვეყანას, ისე ორ ეკლესიას შორის. საუბარი შეეხება მომავალში დაგეგმილ მსოფლიო საეკლესიო კრებას. ასევე, ორი მეფის ნეშტის გადმოსვენების საკითხს. მის უწმინდესობას იმედი აქვს, რომ ეს დადებითად და მალე გადაწყდება ისე, როგორც სხვა საკითხები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სტკივა და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

პატრიარქი საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

  • sopi says:

    ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი! მწამს მისი ვიზიტი საქართველოს ძალიან წაადგება

  • მაია says:

    gmertma gaazlierooos,,chvenairi patriarqi mtels msoplioshi araaa,,,icocxlos didxans chveni eris saimedod da saqartvelos gadarchenistvis

  • meme says:

    საქართველო ქართველმა ხახლმა უნდა გადაარჩინოს, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც საქართველოში ცხოვრობს და არა მხოლოდ პატრიარქმა! პატრიარქი ღმერთი კი არაა ან ჯადოქარი, ჯოხი აიქნიოს და , ჰოპ, ყველაფერი მოაგვაროს?! ჩვეულებრივი ადამიანია და საერთოდ რელიგია რატომ ეკვეტება პოლიტიკაში ა პირიქით გაუგებარი და დამღუპველია ჩვენი ქვეყნისათვის! ცხადია , ეს ყველაფერი ძველი კბ, საბჭოთა ინტერესბს ემსახურება..ამაზრზენია! ასე ეკლესია მრევლასც დაკარგავს და ქრისტე ხომ მიატოვა უკვე, ეს ფაქტია..

  • ალექსანდრე says:

    ჩვენი ერის ტვირთი ჩვენს მამას, უწმინდესს და უნეტარესს დააწვა მხრებზე. ვინც ამას ვერ ხვდება, ის მაინც მიიღებს უწმინდესის მოღვაწეობით მიღებულ კეთილ ნაყოფს. ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს და შეუსრულოს უწმინდესს თავისი ნატვრა – საქართველოს სულიერი აღორძინება, გაძლიერება და ტერიტორიული გამთლიანება!

  • tornike says:

    auuu xalxi ra gaborotebulia madloba gmerts ro zaan cotaa aseti..patriarqi roar chareuliyo bolo movlenebshi samoqalaqo omi ar agvcdeboda..putini aris sqiarqimandrit efremis vatopedelis sulieri shvili da me mjera ro dagvibrundeba afxazeti da oseti putinis dros..gmertma qnas ro ase iyos..

  • meme says:

    ვაიმეე, რა ბნელი და ფანატიკოსია საზოგადოების უმრავლესობა…:(( ჯერ დსთ-ში რომ შეაბრძანებენ სქართველოს და მერე საბჭოთა კავშირის ახალ ოცნებას განახორციელებენ… ღმერთმა , ჰქნას მართლა დაუბრუნდეს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს და არა , რუსეთის წიაგში გაერთანებულს!ვ ……….

    • tornike says:

      mishikoooo..DD ox ra xart es nacionalebi tqven goneba gagexsnat da me araferi ar minda…

      • meme says:

        მიშიკოც და ბოძოც ერთია ჩემთვის, თქვენგან განსხვავებით, ოცნებით და ფანატიზმით დაბრამავებულებო! საქართველოს, ან პატრიარქთან, ან რომელიმე პოლიტიკოსთან რომ აიგივებთ! ჩემთვის მთავარი საქართველოა და არა რომელიმე პოლიტიკოსი, ან სულიერი ლიდერი, რომელსაც მესიის თვისებებს მიაწერთ ხოლმე! ღმერთს სცოდავთ და ადამიანებს აღმერთებთ! უბედურებო.. მებრალებით

        • ბაბი says:

          ვაი შენს პატრონს, შე მართლაც საცოდაო… ვერ იტან ხომ პატრიარქს, ამიტომაცაა შენი უბადრუკი ცხოვრება უაზრო და უინტერესო, შე მართლაც დაბრმავებულო. ჩვენ პატრიარქს კი არ ვაღმერთებთ, არამედ პატივს ვცემთ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი ღვაწლის მქონეს. შენ რომ მართლაც გიყვარდეს საქართველო ამ სისულელეს არ დაწერდი, არც აქ და არც სხვაგან … ალბათ ხვდები რასაც ვწერ. ისე პასუხის ღირსიც არა ხარ, მაგრამ ძალიან რომ არ ,,გაიჯეჯილო” ცოტა ,,შემოლაწუნებაც” არ გაწყენს. იცოდე ცხოვრებაში გიცნობ ვინც ხარ სინამდვილეში და შეწყვიტე შენი აზრთაფრქვევა!!!

  • ალექსანდრე says:

    ვერ ძლებთ მიშას გარეშე,შეიძლება თავსაც ვერ უტყდებით..რატომ გიყვართ?? იმიტომ რომ აგრესიულია თქვენსავით,მოსწონს მუშტების ბრაგუნი და მერე კურდღელივით მირბის და გმირობას ეძახის ამას..იმიტომ რომ დაპირისპირება უყვარს და მტრობა თქვენსავით..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი