მთავარი » ქრისტიანობა

“იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში” – ილია II უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2017 ერთი კომენტარი | 6,590 ნახვა

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და გამოხატა სიხარული იმის გამო, ილია მეორე რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები სამშობლში იმყოფებიან.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბრძანდებით სამშობლოში, რამდენიმე წლის წინ, მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში, ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის.

მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა რომლებიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა და კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში და რომლებიც ჩვენი სულიერი კულტურის ცენტრები გახდა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ.

და ბოლოს, მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ.

ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო და აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდეს”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი