მთავარი » ქრისტიანობა

ილია მეორე: “სტუდენტების რეაქცია ძალიან სამართლიანი იყო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.09.2012 | 1,754 ნახვა

ჯვართამაღლების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ უწმიდესმა მრევლს დღესასწაული მიულოცა, ისაუბრა ჯვრის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

“მოგვიახლოვდა არჩევნები და ეს ვნებები უფრო და უფრო ახლოვდება, უფალს უნდა მივანდოთ ჩვენი სამშობლო, ეკლესია. ილია მეორე ამ გაჭირვების პერიოდში ჩვენმა ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული ყურადღება ამის მიმართ, რაც ძალიან მოსაწონია და არის ბარომეტი ჩვენი სულიერებისა. ქართველი ადამიანი არ დაუშვებს, რომ ეს უმსგავსობა, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს, მოითმინოს.

ერთ-ერთი ქადაგებისას ვთქვი, რომ მსგავსი რამ სხვაგანაც ხდება. მე არ ვგულისხმობდი იმას, რაც ჩვენ გვაჩვენეს, არამედ ადამიანის შეურაცხყოფის, ცემის ფაქტებს. ჩვენთან ამბები მოდიოდა, რომ ხდებოდა პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობა, არაერთხელ მითქვამს მინისტრისთვის, მოადგილეებისთვის, თქვენ როგორ უყურებთ ამას, პატიმარი ისედაც დასჯილია და დაუშვებელია ღირსების შემლახავი მოპყრობა, შეურაცხყოფა. მიმტკიცებდნენ, რომ ეს არ ხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოფილა და დიდად სამწუხაროა, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. სტუდენტების რეაქცია ძალიან სამართლიანი იყო. ყოვლად დაუშვებელია ასეთი მოპყრობა ამ გაჭირვებული ხალხის მიმართ, ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, შეიქმნება კომისია, სადაც იქნება სასულიერო პირები, ჩვენი მღვდელმთავრობა, უფრო ყურადღებით იქნებიან ამ პრობლემის მიმართ და მომხდარს გამოიძიებენ.

ზოგიერთმა მიიღო ჩემი სიტყვები, თითქოს მე ვამართლებდი. როგორ შეიძლება ეს გაამართლო. ეს იყო დიდი ტკივილი ჩემთვის და ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება ღვთის მადლით. ამ საკითხზე არაერთი ეპისტოლე დამიწერია, არაერთხელ მივსულვარ ციხეებში, ვეკითხებოდი, ხომ არ ავიწროებდნენ, აწამებდნენ, მსგავსი არაფერი უთქვამთ, შეიძლება შიშით. ციხეებში არის ტუბერკულოზით, შიდსით დაავადებული პატიმრები და არის საფრთხე რომ შესაძლოა, სხვასაც გადასდონ დაავადება, ამიტომ მძიმე ავადმყოფები საჭიროა, გაუშვან სახლებში, რომ იქ იმკურნალონ,”- აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქმა სოხუმის დაცემის დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია და დასძინა, რომ დღეს მეტეხის ხიდზე 18:00 სთ.-ზე გაიმართება პარაკლისი, ხოლო შემდეგ სამებისკენ გაიმართება მომლოცველთა მსვლელობა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი