მთავარი » ქრისტიანობა

ილია მეორე – დიდია ჩვენი მწუხარება, გვინდა ყველა ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადოთ, თუმცა მიუხედავად მძიმე განსაცდელისა, უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.08.2020 | 96 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხევსურეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.

გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.

ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები – ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.

აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმარში.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი