მთავარი » ქრისტიანობა

“მე ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას, თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო” – ილია მეორე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.01.2018 | 945 ნახვა

პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მისი 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
ღონისძიებაზე გაიმართა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით ორ ტომად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული „ბიბლიის“ პრეზენტაცია.

“დღეს ისტორიული თარიღია ეკლესიის და ერის ისტორიაში და მე მინდა, მოგესალმოთ ყველას. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ ორმოცი წლის მანძილზე. მე ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას, თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო. მე პირველი შეხება ხელნაწერთა ინსტიტუტთან მქონდა ჩემი სტუდენტობის დროს, როცა ვამთავრებდი მოსკოვის სასულიერო აკადემიას. მე მქონდა აღებული საკანდიდატო თემა ივერიის მონასტრის ისტორია და ჩამოვედი თბილისში და მე მქონდა შეხვედრა ილია ბუღაძესთან. იგი ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტს. მე მეხმარებოდა იმ მასალების მოპოვებაში, მოძებნაში, რომელიც საჭირო იყო. მე კიდევ ერთელ მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისათვის”, – აღნიშნა ილია მეორემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

ქრისტე აღსდგა!