მთავარი » ქრისტიანობა

ილია II-ის სიტყვა მსოფლიო საოჯახო კონგრესზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.05.2016 | 2,815 ნახვა

პატრიარქი 2016 წლის 15-17 მაისს საქართველომ ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა.

16 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონგრესის მთავარი პლენარული სხდომა გაიმართა, სახელწოდებით: „ცივილიზაცის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონგრესის მონაწილეებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II სიტყვა
(თბილისი, ფილარმონიის დარბაზი, 2016 წლის 16 მაისი)

თქვენო აღმატებულებავ, კონგრესის პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ მეათე საერთაშორისო ოჯახის კონგრესის თავმჯდომარევ, ძვირფასო სტუმრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქალბატონებო და ბატონებო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით.

კაცობრიობა დღეს დგას მრავალი პრობლემის წინაშე, გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს გადადგმულია ბევრი დიდი ნაბიჯი უკან ზნეობის თვალსაზრისით. საერთაშორისო კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი კაცობრიობისა. დღეს ერთ-ერთი რთული პრობლემა, რომელიც საზოგადოების წინაშე არის ის, რომ, როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი, „დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი“. მართლაც, დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ის დატვირთვა, რომელიც უნდა ჰქონდეს მას. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი, ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა.

ოჯახი არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და მას ძალიან დიდი გაფრთხილება და ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაიკარგოს ხალხში. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით X კონგრესის წევრებს და მონაწილეთ და გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში, მადლობთ.

წყარო: http://patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი