მთავარი » ქრისტიანობა

ილია II-ის ოპერაცია კარგად დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.02.2017 | 3,837 ნახვა

ილია მეორე ოპერაცია, რომელიც ბერლინში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ჩაუტარდა (ნაღვლის ბუშტზე) ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ილია მეორეს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დღეს ჩაუტარდა. ჰელიოს ბერლინ ბუხის კლინიკაში ილია მეორეს ოპერაცია თბილისის დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე დაიწყო. ბერლინში ეპისკოპოსების ნაწილი და პატრიარქის ახლობლები იმყოფებიან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II 2 თებერვალს სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ილია მეორეს ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, კენჭოვანი დაავადების ერთი ფაზა დასრულდა, თუმცა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამწვავება აჩვენა, ამიტომ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება გადაწყდა შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით. ექიმებს 10 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ ქირურგიული ჩარევის შესახებ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი