მთავარი » ეკლესია-მონასტრები

იკვის წმ. გიორგის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2021 | 320 ნახვა

იკვის მონასტერი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში, შიდა ქართლის მხარეში კასპის მუნიციპალიტეტში. თვით სოფელი იკვი აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 1939–1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რესტავრაციისას აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, ნაგებობას სამხრეთით შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდილოეთით მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს.

გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. აღმოსავლეთი ნაწილში არის სამკვეთლო და სადიაკვნე. გუმბათის ყელის დასაყრდნობად აფრებია გამოყენებული. ინტერიერში ნათლად იკითხება ჯვრის ფორმა, რადგან სადიაკვნე და სამკვეთლო არ ერწყმის შიგა სივრცეს; ისინი დაბალი, ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება ძირითად მოცულობას. ტაძრის გეგმა ნათლად მჟღავნდება გარე მასებშიც ოთხივე ფასადი შემკულია ორმაგლილვიანი თაღედის სისტემით. ტაძარს აქვს ფართო მოჩუქურთმებული საპირეებითა და ტიმპანებით შემკული ორი შესასვლელი. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი