მთავარი » ეკლესია-მონასტრები

იფხის წმ გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის კონსერვაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.01.2020 | 745 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველო“ – ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წელს ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველო“- ს ხუთკაციანმა სარესტავრაციო ჯგუფმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფხში, იფხის წმ გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა, რომელსაც დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობდა.

შესრულებული ფიზიკური სამუშაოების ფარგლებში დაზიანებულ კედლის მხატვრობაზე გატარდა ყველა ის საკონსერვაციო ქმედება, რაც განსაზღვრული იყო კვლევის შედეგად. სამუშაოების უმეტესობა მიმართული იყო მოხატულობის გრძელვადიანი დაცულობის და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. საკონსერვაციო სამუშაოები შესრულდა, როგორც ეკლესიის ინტერიერში, კედლებზე, კამარასა და კანკელზე, ასევე ექსტერიერში არსებულ საფასადე მხატვრობაზე.

ფიზიკური სამუშაოები განხორციელდა წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით
(გარკვეული სამუშაო პროცესების ჩატარება მოხდა პარალელურ რეჟიმში):

√ ზედაპირული მტვრის მოცილება;

√ ფრინველის სკორესა და ბუდეების მოცილება;

√ მოხატულობის მექანიკური გაწმენდა და აფურცლული და გაფხვიერებული საღებავის ფენის გამაგრება;

√ საფუძველს მოცილებული ბათქაშის წინასწარი გამაგრება და ინექტირება;

√ ბათქაშის ქიმებისა და ნაკლული ადგილების გამაგრება;

√ ცემენტის მოცილება;

√ ჭვარტლისა და გვიანი ჩარევების მოცილება;

√ ვანდალური წარწერების ჩაქრობა;

√ ბიოლოგიური დაზიანების დამუშავება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი