მთავარი » ქრისტიანობა

იესოს ნაკვალევზე…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.08.2011 2 კომენტარი | 1,997 ნახვა

როგორც ლუკას სახარებაშია ნათქვამი, იესო ქრისტე მაშინ დაიბადა, როცა რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა ბრძანა, მთელ თავის იმპერიაში ხალხის აღწერა ჩაეტარებინათ. ეს იყო ჰეროდე დიდის მეფობის დასასრულს. და მოხდა ისე, რომ თუმცა მარიამი, იესოს დედა და იოსები ნაზარეთში ცხოვრობდნენ, თავად იესო ბეთლემში იშვა, იმავე ქალაქში, სადაც მისი სახელგანთქმული წინაპარი დავით მეფე დაიბადა.

ნაზარეთიეს ბავშვი, რომელიც ჩვეულებრივ ებრაულ ოჯახში გაჩნდა, მესია იყო, ანუ “ქრისტე” – სწორედ ის, ვისი მოვლინებაც თავისი ხალხის მხსნელად ღმერთს დიდი ხანია აღთქმული ჰქონდა.

მრავალი იუდეველი ემზადებოდა მესიის მოსვლისათვის. მას მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ მათი წარმოდგენით, მესია მეფე უნდა ყოფილიყო სრულიად სხვა გაგებით და არა ისეთი, როგორიც იესო გახლდათ.

ბავშვობის წლები იესომ ეგვიპტეში, სასტიკი მეფე ჰეროდესათვის მიუწვდომელ ადგილას გაატარა. ხელმწიფის სიკვდილის შემდეგ ოჯახი ნაზარეთში თავის მყუდრო ცხოვრებას დაუბრუნდა. მათთვის მთავარ მოვლენას იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე ყოველწლიური მოგზაურობა წარმოადგენდა. როცა იესოს 12 წელი შეუსრულდა, მარიამმა და იოსებმა იგი პირველად წაიყვანეს თან.

დაახლოებით ჩვ.წ.-ის 30 წელს, იპერატორ ტიბერიუსის მმართველობის 15 წელს, იესო ხალხში გამოვიდა. ის შეუერთდა იმ ადამიანთა მსვლელობას, რომელიც მდინარე იორდანესაკენ მიემართებოდა, რათა იოანე ნათლისმცემლის წინაშე ცოდვები ეღიარებინათ და მისგან ნათელი მიეღოთ. იესოს ცოდვები არ ჰქონდა, მაგრამ თავი საკუთარ ხალხს გაუთანაბრა და ისიც მოინათლა იოანეს მიერ.

უდაბნოში ორმოცდღიანი მარხვისა და გამოცდის შემდეგ იესო გალილეაში დაბრუნდა და ცხოვრება დაიწყო, როგორც მოხეტიალე მქადაგებელმა.
მან მალე შემოიკრიბა თავის გარშემო მიმდევართა ჯგუფი და გამოარჩია მათგან თორმეტი კაცი, რომლებიც მას თან ახლდნენ, მისი ამქვეყნიური მოგზაურობისას. ამ დღიდან დაწყებული ვიდრე მის სიკვდილამდე (რაც დაახლოებით სამი წლის შემდეგ მოხდა) იესო პალესტინა-ისრაელის ცხოვრებაში ძალზედ ცნობილი ფიგურა გახდა. მისი ცნობადობა წინააღმდეგობრივი იყო: იგი უყვარდათ, სძულდათ, ეშინოდათ მისი და თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთის შვილს და უფალს.

გალილეადიდხანს რჩებოდა იგი გალილეის ტბის ნაპირებთან, მაგრამ ხშირად (განსაკუთრებით მთავარ დღესასწაულებზე) იერუსალიმში მიდიოდა. მან სამარიაზეც გაიარა.…
იმყოფებოდა შორს – ჩრდილოეთშიც, ფილიპეს კესარიის ახლოს, მთა ხერმონის გვერდით.
სახარებაში ნახსენებია მრავალი ადგილი, სადაც იესოს ფეხი დაუდგამს, თუმცა ჩვენ ყოველთვის ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ მის მიერ განვლილ გზებს.…

ჩ.წ. 33 წლის გაზაფხულზე იესო, უკანასკნელად მოვიდა იერუსალიმში, რათა თავის 12 მოწაფესთან ერთად ედღესასწაულა პასექი. ამ დროისთვის მას უკვე ყველანი იცნობდნენ, როგორც უდიდეს მოძღვარს, რომელიც უბრალო ხალხზე ზრუნავდა.

თანმხლებ ხალხს იესო აოცებდა სასწაულებრივი განკურნებებით. მოწაფეები აკვირდებოდნენ მოძღვრის საქმიანობას და ისმენდნენ მის ცხოველსმყოფელ სიტყვას. სამი მათგანი ფერისცვალების სასწაულის მოწმეც გახდა გალილეაში: ისინი დარწმუნდნენ, რომ იესო მართლაც ღვთის შვილია ანუ იგივე ღმერთია, ანუ აღთქმული მესიაა.

მიუხედავად ამისა, იესოს წინააღმდეგ მოქმედება დღითიდღე იზრდებოდა. თავისი პირდაპირობით ის შეურაცხყოფს რჯულის მოძღვართ; ისინი დრტვინავდნენ: განა მისთვის ცოტაა, რომ დიდ მოძღვრად აღიარებენ. განა არ იჩემებს ცოდვების მიტევების უფლებას? რა უფლებით აცხადებს, რომ თავად და მამა მისი, ღმერთი ერთნი არიან? იგი შეურაცხყოფს რჯულს და ჩაქოლვის ღირსია… მესია მათ გვერდით იყო და გახენეშებულმა გულებმა იგი ვერ იცნეს.

დიდი ხნიდან მომწიფებული ტრაგიკული მოვლენები იერუსალიმში გათამაშდა.
იუდა, იესოს ერთი მოწაფეთაგანი დათანხმდა მის გაცემაზე. ღამით მაცხოვარი დააპატიმრეს და სინედრიონის სასამართლოს წაუყენეს, სადაც ცრუმოწმეები მის წინააღმდეგ ბრალდებებით გამოვიდნენ. დილით იუდას მხარის პრეფექტმა პილატე პონტოელმა, ხალხის ამბოხებით შეშინებულმა, მისი სიკვდილის განაჩენი დაამტკიცა…

სასჯელის ადგილი ქალაქის კედლებს მიღმა, ბორცვზე მდებარეობს. გოლგოთა … ო როგორი ძნელი, გულისტკივილიანი იყო თვითოელი ნაბიჯი თხემის ადგილისკენ მიმავალი… იესოს ბოლომდე დასამცირებლად მღვდელთმთავართა და ქრისტეს მოწინააღმდეგეთა ფარული განზრახვით, იგი ჯვარზე აცვეს ჩვეულებრივი ავაზაკივით (როგორც ის ორი, რომლებიც მასთან ერთად დასაჯეს).

იესოს გვამი სასწრაფოდ დაკრძალეს, ვინაიდან იუდეველთა წესით, შაბათს მიცვალებულთა დამარხვა არ შეიძლებოდა.
განთიადზე იესოს საფლავზე მისულმა ქალებმა, რომლებსაც მიცვალებულის სხეულზე უკანასკნელი ადათ-წესები უნდა აღესრულებინათ, აღმოაჩინეს, რომ აკლდამა ცარიელი იყო. სხეული გაქრა.…

დღის ბოლომდე იესოს მრავალმა მიმდევარმა იგი ცოცხლად იხილა.

ქრისტე აღდგა!!!

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.