მთავარი » პოპულარული

ID ბარათზე თეა წულუკიანმა განაცხადი შეიტანა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.11.2012 32 კომენტარი | 8,904 ნახვა

დღეს, თბილისის იუსტიციის სახლს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესტუმრა, სადაც ID ბარათზე განაცხადი შეიტანა.

თეა წულუკიანი “დღეს დილამდე მქონდა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა, რომელიც რეალურად გამოუსადეგარი იყო, რადგან უხარისხო გახდა. გარდა ამისა, როდესაც არსებობს თანამედროვე ტიპის ID ბარათი, არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისა, რომ დავრჩე ძველ დროში.

ვფიქრობ, ID ბარათი არის ძალიან პრაქტიკული საშუალება იმისა, რომ თანამედროვე მოქალაქემ ცხოვრება გაიადვილოს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა რწმენის ადამიანების მხრიდან სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ე.წ. პრობლემა დროსთან ერთად გადაიჭრება.

არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, არჩევანი ხომ არ უნდა მივცეთ იმ მორწმუნე მოქალაქეებს, რომელთაც არ უნდათ ამ ბარათის აღება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

32 კომენტარი »

  • თათა says:

    კარგი იქნება თუ ხალხს მისცემთ არჩევანის უფლებას აიდი ბარათებთან დაკავშირებით. პირადად მე არ ვაპირებ მაგ ბარათის აღებას.

  • ნათია says:

    და როდის მოგვცემენ არჩევანის უფლებას? 2 თვეა პირადობის გარეშე დავდივარ, არა და მჭირდება. :)

  • დარო says:

    პირადად მე არ ვაპირებ მაგ ბარათის აღებას.დარო

  • არ არის მაგ ბარათებში არაფერი, მეც მორწმუნე ადამიანი ვარ და მრევლი ვარ ეკლესიის, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავ მაგ ბარათებში ანტისარწმუნოებრივს. ეს ბარათი ბევრად პრაქტიკულია ვიდერ ძველი პირადობა, გარდა ამისა არსებობს სინოდის დადგენილება, სადაც ნათქვამია რომ ამ ბარათში არაფერია საშინელი როგორც ხალხი ამბობს. თუმცა ამის მიუხედავად ძალიან ბევრი მოძღვარი მაინც არ იძლევა კურთხევას რომ ეს ბარათები ავიღოთ. გარდა ამისა ჩემი აზრით ვერ ვხდები როგორ შეიძლება ეს ბარათი ჩადგეს ჩემს და უფალს შორის, ეს უბრალო პლასტიკური ბარათი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია ადამიანს რომ გაანადგურო და მოისროლო.

    • სინოდს არ უტქვია აიგეტ ეგ ბარტებიო სინოდმა მიმარტა მტავრობას ტხოვნიტ ალტერნატული მოწმობების სჰემოგების შესახებ.იხ.მეუფე იობის ქადაგებები მაგ ბარათებთან დაკავშირებით.

  • გიორგი says:

    არჩევანი ხალხს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და თვითონ გადაწყვიტონ თუ რა საბუთით (რომელი პირადობით, თუ სხვა მსგავსი საბუთით) ისარგებლონ!

  • მანანა says:

    აღებაში საშიშს არაფერს ვხედავ, კარგია და თანამედროვე, მაგრამ ძვირია, იქნებ ცოტა გაიაფებულიყო?

  • ლია says:

    მომწონს თქვენი გადაწყვეტილება ქალბატონო თეა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონება კიდევ

    • თეა says:

      აიღო კი არა სად წავიდოდა რომ არ აეღო?! ვერ დაინახეთ მეორე დღეს სოროსი ჩამობუნძულდა და რა გზა ჰქონდა ეგრე არ ექადაგა?!.

  • ნინო აბიატარი says:

    ვინარის ერთი თეა წულუკიანი, რომ მე გადამიწყვიტოს მექნება თუ არა აიდ ბარათი, დგემდე პატივს ვცემდი ამ ქალს მაგრამ ამ განაცხადის შემდეგ არამარტო ჩემი პატივისცემა დაკარგა.. ეკლესია წინააგმდეგია და არც ხალხის უმრავლესობას უნდა მისი აღება და თეა ვინ გდია რომ ამდენი ადამიანის და ეკლესიის წინააგმდეგ მიდის.. ურჩევნია ეს არ გააკეთოს, თუარადა მოვითხოვთ მის გადაგდებას!

    • გიორგი says:

      ნინო იქნებ ცოტა ყურადღებით წაგეკითხა ინფორმაცია და მერე დაგეწერა შენი კომენტარი?

      ,,არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, არჩევანი ხომ არ უნდა მივცეთ იმ მორწმუნე მოქალაქეებს, რომელთაც არ უნდათ ამ ბარათის აღება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.”

      ე.ი. არსებობს უკვე რეალური შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი დაისვას.
      წინა ხელისუფლების დროს კი მხოლოდ მასხარად გვიგდებდნენ.

    • ქრისტინე says:

      რას ნიშნავს ვინ გდია თეა წულუკიანი? საქართველოს იუსტიციის მინისტრია. რა განცხადებებია ეს? და თქვენ გვქიათ ეკლესიის გულშემატკივარი და ნამდვილი “მორწმუნე” და თეა წულუკიანი ეკლესიის წინააღმდეგია???

  • თამარ დარახველიძე says:

    თეას თუ უნდა ჯოჯოხეთში წავიდეს,მაგრამ უფლება არააქ ეს სავალდებული გახადოს ამას ხალხი არ შეეგუება და ყველანი გავალთ გარეთ. ვისაც უნდა აიღოს მაგრამ ადამიანების უმრავლესობა აიძულოს ამის უფლება არ გააჩნია. თეამ ღამე სიზმარში რა ნახა და დღეს რა გადაწყვეტილება მიიღო მე ეს არ მაინტერესებს ჩვენ ნუ მოგვახვევს თავს!!!

  • მარიამი says:

    ნამდვილად უნდა ქონდეს ყველას იმის უფლება თავად გადაწყვიტოს რაარის მისთვის კარგი.მაგალითად ერთი თვეა ჩემს ბარათს გაუვიდა ვადა და არ ვიღებ აიდის

  • ანზორ.მერედა ისთუიცი ზოგიერთი მოძღვარი კურთხევას არიძლევა და შენ მაინც მოგვიწოდებ აღებისათვის რა მათზე მეტი გცოდნია.

    • ქრისტინე says:

      და ეგებ ჯობია სინოდს დაუჯეროს ადამიანმა? ან ის მოძღვრები რატომ ბედავენ სინოდის გადაწყვეტილების რევიზიას, ესაა მორჩილება? თუ მათ არ ევალებათ პატრიარქს და ეპისკოპოსებს დაუჯერონ?

      • აკაკი says:

        ქრისტინე შენ, რომ იცოდე როგორი ზეწოლით მოხდა ნაცების მიერ, მაგ დადგენილების მიღება, ასე აღარ იმსჯელებდი. ეს ერთი და მეორე თავდაპირველ ვარიანტში პირდაპირ ეწერა ,,.. რადგანაც ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.”
        შემდეგ ვიღაცის მიერ უკვე ამ ტექსტით მიღებულ დადგენილებაში ჩაეწერა ჩამატება ,,თუ შესაძლებელია”, რამაც თავისთავად შეცვალა თავდაპირველი ვარიანტის დედაზრი.
        ასე რომ არც ასე მარტივადაა საქმე.
        ხოლო ვისაც ჯოჯოხეთში გადაჩეხვა გინდათ, ნუ აძალებთ სხვებს იგივე გაიმეორონ.

  • ქეთინო says:

    არ იფიქროთ რომ მე ვინმეს მოვუწოდებდე ან თავზე ვახვევდე ჩემს აზრს,მაგრამ მე მიმაჩნია რომ ეს ID ბარათი ჩვეულებრივი პლასტიკური ბარათია რომლითაც ყოველდღიურად ვასარგებლიბთ ბანკებში, მაღაზიებში და ა.შ. უბრალოდ უნივერსალურია და ყველა ინფორმაციას შეიცავს. თუ არ მოგვწონს უარი ვთქვათ ყველა ამ სიკეთეზე და ნურც იმ ეშმაკის მანქანით ვისარგებლებთ, რომელსაც კომპიუტერი ჰქვია.

  • 123456 says:

    მარკირების არ იყოს, მაინცდამაინც პატრიარქი უნდა გამოვიდეს და განაცხადი შეიტანოს ამ ბარათზე რომ აღარ იყოს ეს მითქმა-მოთქმა და ეშმაკის მანაქანების იარლიყების მიწებება? წმინდა სინოდის დადგენილება არსებობს, ბევრმა მამაო იქადაგა რომ ეს ბარათი ისეთივე მოვლენაა, როგორც ქრისტეს შობის პერიოდში ისრაელსი ჩატარებული მოსახლეობის აღწერაო? კაცმა რომ გისმინოთ ამ ბარათის აღება მომაკვდინებელი ცოდვაა თურმე და მოყვასის ლანძღვა, შEურაცხყოფა და წყევლა ღირსეული საქციელი.

  • ნანა says:

    მეგობრებო დღეს ძალიან ძნელია ჭეშმარიტი ინფორმაცია გაიგო ერში თუ ბერში, მაგრამ არსებობენ “ნამდვილი” ადამიანებიც ღვთის წყალობით,მართლაც ღვთისნიერები, მაგრამ ერთეულები(ნუ გასაკვირიც არაა,მაგრამ მაიინც…) ასეთისგან თუ გაიგებ სიმართლე სადაა, ხოდა თვით სამღვედოებაც კია შესული შეცდომაში(ესეც გარდაუვალია,რადგან ,ნათქვამია…”რჩეულნიც კი შეცდებიანო-ო..),
    ამიტომ არაა გასაკვირი დღეს რაც ხდება.. ყოველივე უნდა მოვისმინოთ მშვიდად, მაგრამ უფლის წინაშე უნდა ვილოცოდ რომ სწორი აზრი მოგვმადლოს და გარჩევა შეგვეძლოს რა არის ეშმაკისეული და რა არის საღმრთო,ხალხთა უმრავლესობა იმიტომ იღებს ამ ბარათის აღებაზე ესეთ გადაწყვეტილებას რომ, არ არიან სწორად იმფორმირებულები და არც ღმრთის შიში ააქვთ,იმის უფრო ეშინიათ რომ ყველაფრის გარეშე არ დარჩნენ(მშიერ-მწყურვალნი),დღეს ბევრია ისეთი ვისაც ამის გაგონებაც არ უნდათ რომ თურმე მერე რა-აა ,სამღვდელოებაც კი იღებს ამ საბუთსოო, მაგრამ მეგობრებოო, ძალიაან ხაართ უკვე მიჩვეული- ესეთებთან თავის გაიგივებაას,ყველას თავისი აზრი უნდა გააჩნდეს,კაცო ის რომ გადახტეს შენ მას ამდროს რატო არ მიჰყვებიი თაან? ასე რომ კარგად უნდა გაეცნოთ ვინც მომხრენი ხაართ ამ საბუთის “აუცილებელ”არსებობას,რატო უნდა იყოს ასეთ ფორმაში არსებული ბარათის ტარება აუცილებელი-იი?, როგორიც უნდა იყოს ხალხის აზრი ისე უნდა მოიქცეს ამის დამაარსებელი(ის ხომ ხალხის ინტერესებისთვისაააა…?1), ხალხი რომელიც გმობს,რატო არ უნდა ქონდეს არჩავანის საშუალება?
    პატარა ბავშვსაც კი თუ რაღაცას დააძალებ უფრო არ გააკეტებს(ეს პატარასაც ასე ესმის,რომელიც ვერცკი აცნობიერებს ის კარგია თუ ცუდი, და ჩვენკი ყველანაირად ვიცით რომ არარის კარგი მისი აღება)
    თავისუფალი ნება ეს ღმერთმა ყველას მისცა,ამიტომ თუკი თვლი რომ ღმერთი გწამს , მაშინ მსოფლიოც რომ აღუდგეს შენ აზრს,ღვთისგულისათვის ღვთინგან დაწესებულს არ უნდა გადაუხვიოო..
    მე ვეთანხმები თავისუფან ნებას ,ანუ მართლმადიდებელი ხალხის მოთხოვნას, რომ დაშვებული იყოს ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა, ასე რომ ხალხო! სხვა დანარჩენი კომენტარები უბრალოდ აგარაა საჭირო(ის რომ კომპიუტერი გვააქვს თუ ამდაგვარიი კიდევ ბევრიი..,ეს ხომ მეორე ხარისხოვანია, ამას რატომ ადარებთ? ეს შენ გინდა გექნება თუ არ გინდა არ გექნება შენზეა დამოკიდებული,,მაგრამ მოწმობას კი მალე აუძულებეენ თუ ზომები არ იქნა მიღებული)

    • ლადო says:

      მართლმადიდებელ ადამიანს ჩემი აზრით ვერ უნდა აშინებდეს ჩიპები. თუ რწმენაში ხარ ადამიანი რაჩიპი მოგერევა არ მესმის. მაგრად იყიდება ეს თემა რა საზოგადოებაში:)) მე პირადად მაგალითად სასაცილოდ არ მყოფნის ეს თემა. მერე და ვინ და საიდანდაადგინა, რომ ეს ID ბარათებია ჩიპების შემცველი და არა მაგალითად სახელფასო ნებისმიერი ან საპენსიო ბარათები?:)) გახსოვთ რა ამბავი იყო მარკირებაზე? უბრალოდ ჩემამდე არ დადის საერთოდ რატო საუბრობს ამაზე ხალხი საქმე გამოელიათ?:)) არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ უბრალოდ ჩემს აზრს ვამბობ მორჩა და გათავდა. აბა ბიჭო საწყალი ეშმაკი როგორ მეცოდება ჩიპის გარეშე კი ვერ აცდუნებს ადამიანებს:)) ნანა ნუ მიწყენ ძალიან გთხოვ ასეთ კომენტარს უბრალოდ ვერ შევძელი გაჩუმება.

      ladikuna@yahoo.de ეს ჩემი იმეილია თუ სურვილი გექნება დამატებითი საუბრის შეგიძლია აქ მომწერო.

  • ალექსანდრე says:

    წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ამ ბარათთან დაკავშირებით–> http://tspress.ge/ka/site/articles/12415/

  • თამარ says:

    ძალიან მეწყინა თეა წულუკიანმა ასეთი რეკლამა რომ გაუკეთა აიდი ბარათს, მინდა რომ დაუშვან ალტერნატიული პირადობი მოწმობები….მე არ ვაპირებ მაგ ბარათის აღებას!

  • ალექსანდრე says:

    წმინდა სინოდის განჩინება ამ ბარათთან დაკავშირებით: ”განხილულ იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია.მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.”

  • თაკო says:

    – მომწონს ეს ადამიანი … :)

  • თორნიკე says:

    ირბინა მიხეილმა პატრიარქზე წინ და კისერიც მოიტეხა
    ეხლა წულუკიანი გამოჩნდა მოხალისე
    თანამედროვეები ლესბოსელობასაც ქადაგებენ ქალბატონო თეა, იქნებ მაგაზეც შეგეტანათ განაცხადი, კომფორტულია

  • ბევრი ადამიანია ვინც პირადობის გარეშე დადის აიდის წიცაგმდეგობის გამო

  • თეა says:

    მიშასაც ეგონა ხალხი ვერაფერს ხვდებაო არადა ვერაფერიც ვერ გამოაპარა.იგივე შეცდომებს ნუ გაიმეორებს ახლანდელი მთავრობა,თორემ დაგაყენებთ მიშას ნაკვალევს!დაიმახსოვრეთ კარგად ქართველი ხალხი ბრძენია!!!

  • შორენა says:

    მე ვფიქრობ სირცხვილია მართლმადიდებელმა მთავრობამ მართლმადიდებელ ერს დაუკანონოს ეშმაკეული პირადობები და პასპორტები!მორწმუნეებზე ზრუნვას არავინ არ აპირებს???????

  • მარიამ მარიამ says:

    გასაგებია რომ არაფერია მაგრამ ზოგს სხვანაირად სჯერა.საჩიროა რომ რიგითმა მოქალაქეებმა გადავწყვიტოტ როგორი პირადობა გვექნება.არ აღება კი, ჩემი აზრით, სისულელა რაგან მის გარეშე ვერაფერს გააკეთებ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი