მთავარი » სხვადასხვა

ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით აქცია გაიმართება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.09.2013 ერთი კომენტარი | 2,395 ნახვა

იუსტიციის სახლი 29 სექტემბერს, 15:00სთ.-ზე ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება. აქცია სასულიერო პირების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით მოეწყობა, მოწოდებით – “მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი თანამემამულენი მოქალაქეობიდან გარიყვისა და საშიში ექსპერიმენტისაგან!”.

“სასულიერო პირები და მოქალაქეები გამოხატავენ წყენას 100 000-მდე ხელმომწერთა დღემდე დაუკმაყოფილებელ მოთხოვნის გამო – ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით. ალტერნატიული საბუთების გზა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია მიღებული და რატომ უნდა იყოს საქართველოში ადმინისტრაციული იძულება?! დღეს ჩვენთან სხვადასხვა პროექტით ხდება ამ ბარათების მოქალაქეებისთვის თავზე მოხვევა – ბიომეტრიული არჩევნების საბაბით, ლტოლვილებისა და სტუდენტებისთვის უფასოდ და ამავე დროს ადმინისტრაციული იძულების წესით.ხოლო ალტერნატიული უჩიპო მოწმობები, მიუხედავად საქართველოს ეკლესიისა და ათიათასობით ხელმომწერთა ოფიციალური მოთხოვნისა – დღემდე არ იქნა დაშვებული! მთავრობამ რადგანაც უალტერნატივობის გამო უამრავი ადამიანი დატოვა პირადობის მოწმობების გარეშე და ამით საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა სრული ბოიკოტი, შეუწყვიტა რა ადამიანებს მოქალაქეობრივი უფლებები, გარიყა ყოფა-ცხოვრებისაგან და მოუსპო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება”, – აცხადებს მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი.

29 სექტემბერს აიდი ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით, აქცია გაიმართება ქუთაისის იუსტიციის სახლის წინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Teona says:

    ხალხნო გაიღვიძეთ!!! რატომ არავის გაგიჩნდათ კითხვა ან შეწინააღმდეგების სურვილი? რამ დაგაზომბათ ასე? რატომ არ გაწუხებთ თქვენი, თქვენი შვილების მომავალი? ნუთუ ვერ ხედავთ რომ ვიღუპებით?!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი