მთავარი » საზოგადოება

“ID ბარათი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.02.2013 15 კომენტარი | 7,408 ნახვა

ID ბარათების თემა აქტუალობას არ კარგავს. ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ID წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მალხაზ ყიფიანი. “ამბიონი” მამა მალხაზს აღნიშნულ შეხვედრასა და საზოგადოებაში აიდი ბარათების თემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა.

მღვდელი მალხაზ ყიფიანი: “ID ბარათებთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთ აქტუალურ საზოგადო განხილვის საგნად აღიქმებოდა მორწმუნე საზოგადოებაში, თუმცა სხვა პრობლემების შესაბამისად, მორწმუნე ადამიანთა მიერ გამოთქმული სამართლიანი გულისწყრომა ამ ბარათების იძულებით დარიგებასთან დაკავშირებით რჩებოდა და სამწუხაროდ, ჯერჯერობით დღესაც რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.”

მამა მალხაზ, რა საკითხები განიხილეთ იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრისას მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა და სასულიერო პირებმა?

ამ შეხვედრაზე როგორც ამ საკითხით დაინტერესებული ერთ-ერთი სასულიერო პირი და არა როგორც საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად “მართლმადიდებელთა კრებულის” წარმომადგენლებმა მიმიწვიეს, რადგან ჩვენი შეხედულებები აიდი ბარათთან დაკავშირებით ერთსულოვანია.

ვფიქრობ, რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს ჩვენს რელიგიურ თავისუფლებას, გვართმევს უფლებას, დაბრკოლების გარეშე ვიქადაგოთ სარწმუნოება და ამ ე.წ. “ელექტრონული მაბეზღარას,” ან კიდევ “ელექტრონული ჯაშუშის” სახით, რომელიც მუდმივად ჯიბეში უნდა გვედოს, ჩვენსა და ღმერთს შორის ჩნდება ე.წ. “მესამე თვალი”, რაც ჩემს, როგორც ქრისტიანის პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს და აუქმებს ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებას – პიროვნულ თავისუფლებას.

იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას ძირითადად ვისაუბრეთ აიდი ბარათებზე და გაკვრით შევეხეთ მოქალაქის ეროვნულ პასპორტსაც. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ ტიპის ბარათებისა თუ მოწმობების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას.

აღნიშნული შეხვედრა ორიენტირებული იყო არა შედეგებზე, არამედ უფრო გაცნობითი ხასიათის გახლდათ. მინისტრის მხრიდან იგრძნობოდა ინტერესი ამ პრობლემატური საკითხის ირგვლივ შექმნილი საჯარო ფართო ინტერესის გამო. ვფიქრობ, ეს შეხვედრა პოზოტიური იყო და მისი შემდგომი გაგრძელება, საბოლოო ჯამში, მართლმადიდებელ ადამიანთა უფლებების გათვალისწინება ბევრად იქნება დამოკიდებული მორწმუნე ადამიანთა სამოქალაქო აქტიურობაზე.

რატომ არსებობს სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა აიდი ბარათებთან დაკავშირებით?

დღეს არავისთვის უცხო არ არის ის პრობლემა, რომ სხვადასხვა სასულიერო წრეებში სხვადასხვაგვარად აღიქმება აიდიზაცია, ზოგისთვის საფრთხის შემცველია, ზოგს არაფრად მიაჩნია და ამბობს: არაფერია, ცხოვრებას ნუ გაირთულებ, ჯერ საშიში არაფერია. “ნუ შეგვეშინდება მათი, ვინც ქირქილით გვეტყვის,” – ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი, “ნუთუ შენ ერთი ამბობ სიმართლეს და სხვა ყველა შემცდარია?” წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი კი ასეთ დაუფიქრებელ მსჯელობას არაფრის მთქმელს უწოდებს და ამბობს, “რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი მცირე კუნძულივით იქნება სიცრუისა და უზნეობის ოკეანეში, მაგრამ “ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი (ლუკა 12,32).”

რამდენად აქტუალურია დღეს საზოგადოებაში აიდი ბარათების თემა?

ალბათ, არ არსებობს დღე, როდესაც ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები არ გვირეკავდნენ, არ გვეკითხებოდნენ ამ გადაულახავ პრობლემურ საკითხზე. ზოგს სასწავლებელში ჩაბარება სურს და რადგან არ უნდა ამ ტიპის ბარათის აღება, ვერ წყვეტს, როგორ მოიქცეს. ზოგს სამედიცინო დაზღვევა ესაჭიროება, ზოგს პენსიის ან ხელფასის აღებისათვის მაინცდამაინც ამ ბარათის აღებას აიძულებენ. გამოდის, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოსგან გარიყულები არიან, სამოქალაქო უფლებები ჩამორთმეული აქვთ, რადგან გამომდინარე თავიანთი რელიგიური მოსაზრებებიდან, ითხოვენ ალტერნატიულ საშუალებებს, რომ აიღონ და გამოიყენონ ჩვეულებრივი, ძველი პირადობები და თავი იგრძნონ ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად.

რა როლი აკისრიათ დღეს ადამიანებს?

მრევლი, პირველ რიგში, უნდა მიეჩვიოს სწორ ეკლესიურ ცხოვრებას, აღსარების თქმას, ზიარებას. დიდი მნიშვნელობა აქვს სახარების კითხვასა და გულწრფელ ლოცვას, რადგან ლოცვა – ეს არის საშუალება ღმერთთან სიახლოვისა. მორწმუნე ადამიანი უფალთან საუბრისას ძლიერდება და მტკიცდება რწმენაში, იწმინდება და ნათელი ხდება გონება, სული და გული, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა სწორი არჩევანის გაკეთებისა, რამეთუ გულწრფელი ლოცვის მადლით ქრისტიანებს უდიდესი ძალა აქვთ მინიჭებული და ჩვენ ვსასოებთ ღმერთს, რომ ასეთ შემთხვევაში ქრისტიანები არათუ პანიკასა და უიმედობას მიეცემიან, არამედ სწორი ანალიზისა და განსჯის საფუძველზე ღვთაებრივ ნებასა და აზრს დაემორჩილებიან, რომელიც ჩვენთვის სახარებიდანაა ცნობილი.

როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს, “უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან, ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ”.”

თეონა ნოზაძე

დარჩება თუ არა ID ბარათები?

თეა წულუკიანი: ID ბარათი – პრობლემა, რომელსაც მიხედვა სჭირდება

ID ბარათის უსაფრთხოება და სანდოობა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

15 კომენტარი »

  • lazare says:

    გაიხარეთ მამაო!

    თქვენი შეგონება ნამდვილად საჭიროა, რამეთუ უამრავი ადამიანი სასოებით ელოდება ამ პრობლემის გადაწყვეტას.
    არ გვინდა ხალხს ეს ჩიპიანი დოკუმენტები, რატომ არ უნდა გაიგოს ეს ხელისუფლებამ?
    დიდი იმედი მაქვს, რომ გაიგებენ და სასიკეთოდ გადაწყდება!

  • ელისაბედი says:

    იმედი მაქვს ყველაფერი ისე გადაწყდება,როგორც ხალხს უნდა.არჩევანის უფლება ყველა ადამიანს აქვს და ეს უნდა გაითვალისწინონ!

  • giga says:

    ES BARATEBI ROM SASHISHI AR KOPILIKOOO MAGAZE IS DIDI KVEKNEBI ARATEXAVDNEN AMBAV, KARGIA ROM GANAXLDA ISEV SAUBARI MAG TEMAZEE DA VELODEBI RODIS MOZEBNIAN ALTERNATIUL GZAAS, ME MAKVS ES BARATI DA VELODEBI RODIS SHEVCVLIII, ES ARIS IZULEBIT GACEMULI BARATIII, XALS SXVA GZAA AR AKVS ROM SXVA AIRCHIOOOOS, IAKTIURET XALXOOO DA GMERTS SHVELA VTXOOOVOOOT

  • ალექსანდრე ფარადაშვილი says:

    როდესაც წმინდა მოწამენი და თუნდაც მოციქულნი იყვნენ შეპყრობილნი(აღარ ვამბობ გვემულნი,ტანჯულნი და საბოლოოდ მოკლულნი)განა სწორედ მაშინ არ იყვნენ ისინი ყველაზე მეტად თავისუფალნი პიროვნულად,თავისუფალნი ყოველივე მიწიერისაგან? ნუთუ ”ჩვენი ბრძოლა ხორცთა და სისხლთა მიმართ არის”,მოციქულის სიტყვისამებრ? განა შეიძლება უტყვი,უგონო,უსულო რამ ჩადგეს ადამიანსა და უფალს შორის,როდესაც პიროვნება ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენით,სასოებითა და სიყვარულით არის განმსჭვალული? ნუთუ ქრისტიანს ეშინია იმისა,რომ ვიღაც მის ცხოვრებაზე თუნდაც სრულ ინფორმაციას ფლობს,უსმენს,აკვირდება და ა.შ. მაშინ როცა უფალმა ადამიანის ცხოვრების,მისი სულის ყოველი კუთხე-კუნჭული,ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,ყოველი მოძრაობა უწყის? (სამწუხაროდ,ამ უკანასკნელს ივიწყებენ და პირველზე გადააქვთ ყურადღება,როგორც ვამჩნევ). ნუთუ ადამიანის თავისუფლება ცოდვის მონობისაგან თავის დაღწევას არ გულისხმობს,რომლისგანაც მხოლოდ და მხოლოდ ”ძე ათავისუფლებს” სახარების მიხედვით? ვამბობ,სამოქალაქო თავისუფლება(მიწიერი,წარმავალი და ხრწნადი) შეიძლება მართლაც იზღუდება,თავისუფლება,რომლითაც ყველა სარგებლობს განურჩველად სარწმუნოებისა,ეროვნებისა,სქესისა და ა.შ.,მაგრამ ქრისტესმიერ ანუ ჭეშმარიტ თავისუფლებასთან ამას რა კავშირი აქვს და რატომ უნდა გადაეგოს ქრისტიანი ამისთვის ბრძოლას და მითუმეტეს,ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან და აღმსარებლობასთან რატომ უნდა აკავშირებდეს და აიგივებდეს? მე არანაირი უფლება მოძღვრობისა არ გამაჩნია.მხოლოდ კითხვებს ვსვამ იქიდან გამომდინარე,რაც აქამდე მისწავლია და პასუხს იმედია მივიღებ.პატივისცემით ალექსანდრე(სასულიერო სემინარიის მე-4 კურსი)

    • დიმიტრი says:

      სრულიად გეთანხმები ალექსანდრე და ძალიან კარგ კითხვებს სვამ. ეს “აი დი” ბარათი გარკვეულად კი ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას, თუმცა სულიერ თავისუფლებას ვერაფერს დააკლებს, თუკი ადამიანს აქვს ცოცხალი(ცხოველი) რწმენა.

      • აკაკი says:

        ასეთი პრინციპით თუ მივუდგებით, მაშინ არც ანტიქრისტეს ბეჭედი არ იქნება პრობლემა თუ ასეთი ,,თავისუფლები” ვართ და საჭიროც არ არის გადაეგოს ქრისტიანი ამ ბრძოლას!!
        სირცხვილია სატირალი, რომ არ იყოს როცა ამას წერს სასულიერო სემინარიის მე-4-ე კურსის სტუდენტი!! შვილო იოანეს გამოცხადება წესით უკვე გავლილი უნდა გქონდეს და იქ გადმოცემული კარგად გასიგრძეგანებული.
        ეს საკითხი ქრისტიანისათვის აქტუალური და მნიშვნელოვანი (ანტიქრისტეს ბეჭედი მაქვს მხედველობაში), რომ არ ყოფილიყო განა იონე ღვთისმეტყველი ამაზე ყურადღებას გაამახვილებდა? განა გვეტყოდა მთელი სიცხადით, რომ ქრისტიანმა თავი უნდა დაიცვას ამ ბეჭდისგანო?
        ეხლა შენის მჭრემეტყველებით იტყვი და შეალამაზებ თანაც, რომ ეს ID ბარათი არანაირად არ არის ანტიქრისტეს ბეჭედიო და რისა უნდა გვეშინოდეს, მთავარია მიწიერისაგან ვიყოთ თავისუფლებიო, თანაც ოსტატურად სახარების სიტყვებსაც მოიშველიებ და ლოგიკურად შეეცდები, ჩვენს მოთაფვლა მოტყუებას.
        მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სულ სხვაა, დღეს ჩიპიანი ბარათი, ხვალ ვერი ჩიპი და ზეგ ანტიქრისტეს ბეჭედი!
        მე იმიტომ ვყვირივარ და ვხმაურობ, რომ მრავალი გამოფხიზლდეს და სულიერად გადარჩეს ბოლო ჟამს (აი იოანეს გამოცხადების მთავარი კონცეფცია).
        სანამ დიდი ბრძოლა იქნება, მეომარნი მცირე ბრძოლაში უნდა გაიწრთვნენ, რომ ბრძოლის ველიდან მრავალნი გამოვიდნენ ცოცხალნი ანუ სულგადარჩენილნი.
        ასე, რომ თუ თქვენ ისეთ სულიერ სიმაღლეზე იმყოფებით, რომ სულგადარჩენილად თვლით თქვენ თავს, სამწუხაროდ მრავალნი და მრავალნი ბრძოლაში განსაწვრთვნელნი ვართ და ნუ დაგვიშლით
        სულის გადარჩენისთვის თუნდაც ამ ფორმით ბრძოლაში წვრთვნას.
        ამიტომ ვიბრძოლებთ ამ ბარათების შესაცვლელად, რწმენით და ქრისტეს სიყვარულით.

        • ალექსანდრე ფარადაშვილი says:

          ბატონო აკაკი,მომიტევეთ,მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა,რომ თქვენ ჩემს მიერ(და არამხოლოდ)დასმულ სრულიად ლოგიკურ შეკითხვებს არ პასუხობთ,გვერდს უვლით,მხოლოდ და მხოლოდ საკითხში გაუთვითცნობიერებლობის მიზეზითა და თქვენივე შეხედულებების მართებულობის დამტკიცების მიზნით,არადა ამ კითხვებს ნამდვილად ესაჭიროება პასუხი-გასაგები,ნათელი,ზუსტი,არაორაზროვანი და რაც მთავარია სახარებისეულ სწავლებაზე დამყარებული და არა ცალკეული მოძღვრებისა თუ მორწმუნეების იდეებით გამსჭვალული.ამიტომ,ეს კითხვები ძალაში რჩება და პასუხს ელოდება კვლავაც,მიუხედავად იმისა,თვლით თუ არა ამ შეკითხვებს თქვენ სამარცხვინოდ და სატირლად.მაგრამ თქვენი კომენტარიდან გამომდინარე იძულებული ვარ დავამატო სხვებიც და არამარტო კითხვები. რაც შეეხება იმას,რომ ეს ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი,მე კი არა,არამედ წმინდა სინოდმა განაჩინა(თუ მოისურვებთ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს განჩინება)და სრულიად გაუგებარია ჩემთვის ვინ შეიძლება ფლობდეს წმინდა სინოდის წევრებზე უკეთეს საღვთისმეტყველო განათლებას და თუკი ფლობს,მაშ,მისი არგუმენტებიც შესაფერისი უნდა იყოს,დასაბუთებული ახალაღთქმისეული სწავლებით,რომელსაც განმარტავენ თვითონ მოციქულნი და შემდგომ წმინდა მამები და არა ისინი ვისაც ეს თვითნებობით მოეპრიანება. რაც შეეხება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას.მხოლოდ ცნობისათვის ვწერ,რომ ამ წიგნს რამოდენიმე საუკუნის მანძილზე ეჭვის თვალით უყურებდა ეკლესია.ზოგი მას არაკანონიკურად მიიჩნევდა,ზოგი იოანე ღვთისმეტყველის ავტორობას აყენებდა ეჭვქვეშ და ა.შ.,თუმცა საბოლოოდ ეკლესიამ ის ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა სიაში შეიტანა,როგორც ღვთივსულიერი და მოციქულისეული.მაგრამ მისი განმარტებანი ძალზე მწირია და ამავე დროს გასაოცრად ფრთხილი,კერძოდ წმინდათა იპოლიტე რომაელისა,ირინეოს ლიონელისა,ეფრემ ასურისა,კირილე იერუსალიმელისა და იოანე ოქროპირისა,რომელნიც მოღვაწეობდნენ მე-2,მე-3 და მე-4 საუკუნეებში.ისინი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ და განსაკუთრებით იმ ადგილებთან დაკავშირებით დღეს ასეთ ცხოველ ცნობისმოყვარეობას რომ იწვევს და სხვათა შორის,მკაცრად აფრთხილებენ ამ წიგნის თვითნებურ განმმარტებლებს,წიგნისა,რომელიც ბიბლიის წიგნთაგან ალბათ ყველაზე უფრო უხვადაა გაჯერებული სიმბოლურ-ალეგორიული აზრებით.ამიტომ,ვისაც სურს ამ წიგნზე სწორი აზრის ქონა და მისი დანიშნულების უკეთ გაგება ვალდებულია გაეცნოს წმინდა მამათაგან დატოვებულ მემკვიდრეობას,რათა მისი დასკვნები წინააღმდეგობაში არ მოვიდეს სახარებისეულ სწავლებასთან. აქ გავჩერდები და აღარ გავაგრძელებ,რადგან ის კითხვები,რომლებიც დავსვი პასუხს საჭიროებენ კვლავაც.

          • აკაკი says:

            არ ვაპირებდი თქვენთვის პასუხის გაცემას, მაგრამ სამწუხაროდ ჩანს, რომ თქვენ იმისთვის კი არ სწავლობთ სემინარიაში, რომ ქრისტეს სიყვარული ისწავლოთ და მერე სხვებს ასწავლოთ, არამედ იმისთვის, რომ მწიგნობარი გახდეთ და მერე სხვებისაგან მოითხოვოთ ის რასაც თქვენ თვითონვე არღვევთ.
            აქ წმიდა მამების მოხსენიებით და მათი სწავლებების სწორედაც თქვენეული ინტერპრეტირებით ჩვენს დაბნევას ცდილობთ და მართლაც გავიწყდებათ, თუ ივიწყებთ სახარებაში რას ეუბნევა ქრისტე მწიგნობართ და ფარისეველთ.
            ისე სამწუხაროდ თქვენივე სასწავლებლის
            კურსდამთავრებულები მინდიაშვილი, ლადარია და ცოტა ნაკლებად გაპიარებული პიროვნებები ციხეს შიგნიდან არღვევენ და ჩემი თხოვნაა მათ რიგებში თქვენც ნუ ჩადგებით.
            რაც შეეხება წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, თქვენ ჩემზე კარგად გეცოდინებათ რა ვითარებაში და რა ზეწოლის პირობებში მოხდა ამ განჩინების მიღება ეს ერთი და მეორე არავინ ამბობს, რომ ეს ანტიქრისტეს ბეჭედიაო, მაგრამ იგი შეიცავს ზუსტად იმ მზაკვარებას, რითაც მომზადდება სწორედ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების პროცედურა!

            და თუ კითხვები გაგაჩნიათ აქ კი არ უნდა სვავდეთ, არამედ კითხვები დასვათ და პასუხები ეძიოთ თქვენ სულიერ მოძღვართან და საკუთარ სინდისთან.

  • giga says:

    akaki getanxmebi es barati unda sheicvalooos aucileblad, moucodeb kvelas am baratis cinaagmdeg xma aimaglon

  • ალექსანდრე ფარადაშვილი says:

    ბატონო აკაკი,ჯერ ერთი,დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,რომ სასწავლებლის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი გამოვთქვი,რომელიც სრულიად ეთანხმება წმინდა სინოდის განჩინებას,ხოლო თქვენ ლოგიკურად პატრიარქი და სინოდის სხვა წევრები მშიშრებად გამოგყავთ,რომელთაც არ შეუძლიათ დამღუპველი,ან წარმყმედლის მომამზადებელი რამ აარიდონ მორწმუნეთ და შავზე თეთრს ამბობენ.წმინდა სინოდი და პატრიარქი განა დათმობს ისეთ რამეს,რაც წარმწყმედელია ქრისტიანისათვის? ნათელია,რომ არა. ჩემს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსა და დამოძღვრას გვერდს ავუვლი.მე თქვენთვის არცერთი არ მიკადრებია.რაც შეეხება კითხვებს,ვხედავ,რომ არ გსიამოვნებთ,რადგან პასუხი არ გაქვთ და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს არც კი წაგიკითხავთ რა დავწერე,ამიტომ თქვენთან საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს ჩემთვის.

  • ალექსანდრე ფარადაშვილი says:

    როდესაც წმინდა მოწამენი და თუნდაც მოციქულნი იყვნენ შეპყრობილნი(აღარ ვამბობ გვემულნი,ტანჯულნი და საბოლოოდ მოკლულნი)განა სწორედ მაშინ არ იყვნენ ისინი ყველაზე მეტად თავისუფალნი პიროვნულად,თავისუფალნი ყოველივე მიწიერისაგან? ნუთუ ”ჩვენი ბრძოლა ხორცთა და სისხლთა მიმართ არის”,მოციქულის სიტყვისამებრ? განა შეიძლება უტყვი,უგონო,უსულო რამ ჩადგეს ადამიანსა და უფალს შორის,როდესაც პიროვნება ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენით,სასოებითა და სიყვარულით არის განმსჭვალული? ნუთუ ქრისტიანს ეშინია იმისა,რომ ვიღაც მის ცხოვრებაზე თუნდაც სრულ ინფორმაციას ფლობს,უსმენს,აკვირდება და ა.შ. მაშინ როცა უფალმა ადამიანის ცხოვრების,მისი სულის ყოველი კუთხე-კუნჭული,ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,ყოველი მოძრაობა უწყის? (სამწუხაროდ,ამ უკანასკნელს ივიწყებენ და პირველზე გადააქვთ ყურადღება,როგორც ვამჩნევ). ნუთუ ადამიანის თავისუფლება ცოდვის მონობისაგან თავის დაღწევას არ გულისხმობს,რომლისგანაც მხოლოდ და მხოლოდ ”ძე ათავისუფლებს” სახარების მიხედვით? ვამბობ,სამოქალაქო თავისუფლება(მიწიერი,წარმავალი და ხრწნადი) შეიძლება მართლაც იზღუდება,თავისუფლება,რომლითაც ყველა სარგებლობს განურჩველად სარწმუნოებისა,ეროვნებისა,სქესისა და ა.შ.,მაგრამ ქრისტესმიერ ანუ ჭეშმარიტ თავისუფლებასთან ამას რა კავშირი აქვს და რატომ უნდა გადაეგოს ქრისტიანი ამისთვის ბრძოლას და მითუმეტეს,ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან და აღმსარებლობასთან რატომ უნდა აკავშირებდეს და აიგივებდეს? მე არანაირი უფლება მოძღვრობისა არ გამაჩნია.მხოლოდ კითხვებს ვსვამ იქიდან გამომდინარე,რაც აქამდე მისწავლია და პასუხს იმედია მივიღებ.პატივისცემით ალექსანდრე(სასულიერო სემინარიის მე-4 კურსი.

    • tea says:

      dzvirpaso aleqsandre,shevecdebi me agixsnat ra awuxebs morwmune adamianebs. ra tqma unda es is ar aris, rasac antiqristes bechedi hqvia, magram es aris gzis shemokleba antiqristes bechdisaken. shevadarot dasazverad wamosul mtris mewinave mcire jars, romelsac droze tu moigerieb did oms an aicileb, an xangrdzlivi droit gadadeb. meore da umtavresi sakitxi, chven ki ar gveshinia, rom vinme chvens shesaxeb inpormacias shekrebs, amas didi xania shesanishnavad artmeven tavs, aramed rodesac, adamiani modzgvars axsarebas abarebs, es saidumlo am or adamians shoris unda darches. ar sheidzleba misi ,,garet gamotana”. es dzalian didi codvaa. am shemtxvevashi aidi baratebi,romlis meshveobitac sheidzleba gakontroldes adamiani, argvevs chvens uplebebs religiuri agmsareblobis tavisuplebisas. rac sheexeba tavisuplebas, chven sulierad tavisuplebi unda vikot, magram sulac ar unda vikot tavisuplebi im pasuxismgeblobisa da movaleobisagan, rasac rjulis kanoni gviwesebs. da kidev erti. martlmadidebluri cxovrebis wesi da mazoxizmi diametralurad gansxvavdeba ertmanetisagan. arc erti normaluri morwmune ar natrobs ijdes cixeshi da mudmivad vigacis dakvirvebis qvesh ikos.

  • http://www.youtube.com/watch?v=ucqQT4qMN7g
    ამ ვიდეოში ჩანს, როგორ შეყავთ ჩიპი კანქვეშ. ობამას განცხადებით, მთელი ამერიკა 2013 წლის ბოლომდე უნდა დაიჩიპოს “ობამაქეას” ფარგლებში – ესაა ჯანდაცვის ახალი პროგრამა.

  • qeti says:

    veravitari chipi ver waartmevs adamians tavisupal nebas xalxo nu xart dashinebulebi me am mamaos ar vicnob magram chemi mamao da yvela visac vkitxe sicilit mapasuxobs amaze es id baratebi rom sashishi ikos da damgupveli gana partiarqi ase wknarad shexvdeboda am ambavs? da daushvebda rom aego xalxs igi? ratkmaunda ar daushvebda kidev vambob rac mnishvnelovania imas mivaqciot yuradgeba da chipebs da mipebs tavi daanebet avimaglot xma da gavanadgirot shangrila romelic eshmakis sasaxlesavitaa agmartuli wminda adgilas da gvarcxvens yovel martlmadidebels

  • გიორგი(გრატო) says:

    ჩვენი ქვეყნის კურსიდან გამომდინარე ცხადზე ცხადია, რომ ადამიანებს არ უნდა ეზღუდებოდეთ არჩევანის გაკეთების უფლება და სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა, იმისათვის რომ არსებოდეს არჩევის საშუალება ორ ბარათს შორის (იარსებოს ორივემ). არავის არა აქვს უფლება დემოკრატიულობი პრინციპების დარღვევის უფლება. თუ რაღათქმა უნდა ფსევდო დემოკრატიაზე არ ვაშენებთ ქვეყანას.

    “კოხორასი” არ იყოს ესაა ჩემი კომენტარი. :)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი