მთავარი » ხატები და ფრესკები

იახრომის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.11.2016 ერთი კომენტარი | 7,318 ნახვა

ვლადიმირის ეპარქიაში, კოსმას მამათა მონასტერში, ქ. ვლადიმირიდან 60 ვერსის დაშორებით, მდინარე იახრომზე არის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ის 1482 წლის 14 ოქტომბერს ყმაწვილს, ვინმე კოსმას გამოუჩნდა, რომელიც ერთ ავადმყოფს მიაცილებდა: ისინი იახრომის ნაპირს მიადგნენ და გზად აქ შეჩერდნენ, დაღლილ ავადმყოფს ღრმად ჩაეძინა.

იახრომის ღვთისმშობელი

უცებ კოსმამ არაჩვეულებრივი სინათლე დაინახა და ხმა მოესმა: „დაიმახსოვრე ეს სიტყვები, მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე ღვთისთვის სათნოდ იცხოვრე, მართლებს სიხარული მიანიჭე და მარადიული სიკეთე მოგელის“. კოსმამ დაინახა, რომ მზის სხივები ჩამოსცილდა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მის წინაშე ხეზე გამოჩნდა. ყმაწვილმა ღვთისმოსაურად აიღო ხატი, ავადმყოფთან მიიტანა და ის მაშინვე განიკურნა. ღვთივჩაგონებით კოსმა ჩუმად განშორდა განკურნებულ ადამიანს, რომელსაც ის უკვე აღარ სჭირდებოდა და კიევში, პეჩორის ლავრაში ჩავიდა, სადაც მის მიერ მიღებული ხატის ორიგინალი იმყოფებოდა. აქ კოზმა ბერად აღიკვეცა, მრავალი წლის განდეგილური მოღვაწეობის შემდეგ კვლავ ღვთის ნებით საიდუმლოდ მიატოვა სავანე და ხატი იმ ადგილას მიიტანა, სადაც თავდაპირველად გამოუჩნდა. მან მიძინების სახელზე ეკლესია ააგო და იქ იახრომის ხატი დააბრძანა, თვითონაც ის დასახლდა და შემდგომში უკვე კოსმას სავანეც დაარსდა.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი