მთავარი » ჯანმრთელობა

ჰიპერტენზია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.07.2012 20 კომენტარი | 45,701 ნახვა

არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან.

წნევის აპარატი წნევა მთელ მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანს აღენიშნება. ავადმყოფობით გამოწვეული გლობალური ხარჯის 4.5% სწორედ ამ დაავადებაზე მოდის. რა სიმპტომები ახასიათებს ჰიპერტენზიას და როგორ მკურნალობენ მას? ამ თემებზე “ამბიონს” კარდიოლოგიური კლინიკა “გული”-ის ექიმი–კარდიოლოგი თეა თოდუა ესაუბრება:

– როგორ ვითარდება ჰიპერტენზია, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა იწვევს ჰიპერტონიის განვითარებას?

არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა ჩივილებისა და ყოველგვარი გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობდეს. დაავადების პირველმა ნიშნებმა შესაძლოა თავი იჩინოს გართულებების განვითარების შემდეგ. ჰიპერტენზიას რაიმე სპეციფიური ჩივილი არ ახასიათებს. იგი ხშირად წნევის შემთხვევითი გასინჯვისას ვლინდება და შესაძლოა ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა. როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, გულის ფრიალი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ, ცხვირიდან სისხლდენა, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში, კანის სიწითლე.

– ვის ემუქრება ჰიპერტენზია, ვინ განეკუთვნება ე.წ. რისკ ჯგუფებს?

არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ–ფაქტორები, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. ეს ფაქტორებია:
1. მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა,
2. ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა (ჰიპოდინამია),
3. სიმსუქნე,
4. სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება,
5. ჰიპერლიპიდემია,
6. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება,
7. თამბაქოს მოწევა,
8. ასაკი >60 წელზე.
ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტთა 90%–ს აქვს ესენციური არტერიული ჰიპერტენზია, ყველა დანარჩენს – მეორადი, ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება.

– როგორ გამოიყურება საქართველოში სტატისტიკა ჰიპერტენზიის გავრცელების კუთხით?

სტატისტიკურად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას ქართულ პოპულაციაში. 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულთა ხვედრითი წილი, სიკვდილობის მიზეზთა შორის, 48,8%–ია. ბოლო წლებში, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტონია აღენიშნება 600000 პირზე მეტს.

პროფილაქტიკა
1. არტერიული ჰიპერტენზიის პროფილაქტიკა გულისხმობს:
1. წონის კონტროლს,
2. რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას (მაგ.: 30–40წთ. სიარული, ან ძუნძულით სიარული კვირაში 3–5–ჯერ),
3. ალკოჰოლის მიღების შეზღუდვას,
4. სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვას,
5. თამბაქოს მოწევის შეწყვეტას.

პროფილაქტიკური ღონისძიებები დაავადების საწყის ეტაპზე, პრაქტიკულად, წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობასაც. თუ აღნიშნული ფაქტორების დაცვა და განხორციელება უშედეგოა, არტერიული წნევის ციფრების დასარეგულირებლად საჭიროა დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა.

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არსებული მედიკამენტების არჩევანი საკმაოდ დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

მკურნალობის მნიშვნელოვანი პრინციპია წამლის ხანგრძლივი და შეუწყვეტელი მიღება მინიმალური, ეფექტური დოზით. შემდეგ ექიმი თანდათანობით ზრდის წამლის დოზას. ამ დროს შესაძლოა გახანგრძლივდეს წნევის ნორმალიზაციის პროცესი.
გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის შედეგად პაციენტი არ იკურნება. ხდება არტერიული წნევის მაჩვენებლების “შებოჭვა” სამიზნე ნორმამდე (120/80მმ.ვწყ.სვ.).

მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა იწყება ერთი პრეპარატის დანიშვნით, ძირითადად შარდმდენებით, საშუალო და მძიმე ფორმის შემთხვევაში – ორი, ან მეტი პრეპარატის კომბინაციით. არაეფექტურობის დროს ზრდიან დოზებს.
დაუშვებელია დანიშნული წამლის არარეგულარული მიღება, მხოლოდ წნევის მომატების დროს. ასეთმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს მაღალი წნევა არ აწუხებს და თავს კარგად გრძნობს, წამალი მცირე დოზით მაინც უნდა მიიღოს. შესაძლებელია, ზაფხულის პერიოდში, საჭირო გახდეს წამლის დოზის შემცირება იმის გამო, რომ თბილ ამინდში სისხლძარღვები თავისთავად ფართოვდება და წნევაც იკლებს.

მათთვის, ვისაც წნევა 160/100მმ.ვწყ.სვ. აქვს, მკურნალობა აუცილებელია. მართალია, ზოგიერთი 240მმ.ვწყ.სვ–ზეც არაფერს უჩივის, მაგრამ ასეთი მდგომარეობა უფრო საშიშია: გართულებები მალევე იჩენს თავს.

ხშირად წნევის დაქვეითება მკურნალობის ფონზე იწვევს სისუსტეს, შრომის უნარის დაქვეითებას, ძილიანობას, თუმცა ასეთი დისკომფორტი დაახლოებით 10 დღეში გაივლის.

არტერიული ჰიპერტენზიისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია წნევის უეცარი, მკვეთრი მომატება ხანმოკლე ვადით – ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასწრაფო ჩარევა. არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა. გასათვალისწინებელია, რომ დაბალი წნევის მქონე პირებს კრიზი ემართებათ 130–140 მმვწყსვ–ზე. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენია ადამიანის წნევის საწყისი მაჩვენებელი.

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს ორივე სქესის, სხვადასხვა ასაკისა და რასობრივი ჯგუფებისათვის. დადასტურებულია, რომ არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი მნიშვნელოვნად ამცირებს თავის ტვინის ინსულტისა და გულის კორონარული დაავადების განვითარებას. ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური რეკომენდაციების გათვალისწინება და დანიშნული მედიკამენტების მიღება შეუწყვეტლივ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

20 კომენტარი »

  • lini says:

    sheidzleba tu ara rom es daavadeba avariis shemdeg miigos adamianma..da ramdenad sashishia is??

    • ავარია შეიძლება გახდეს ჰიპერტენზიის მაპროვოცირებელი ფაქტორი_ისევე როგორს სხვა ნებისმიერი ემოციური სტრესი.თუმცა არტერიულ ჰიპერტენზიას,როგორც დაავადებას გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს.ყველა შემთხვევაში საჭიროა პროფესიული მკურნალობა.

  • 123 says:

    saintereso statiaa. me 20 wlis var da orsulobidan damewyo wnevebis tamashi, xan dabalia da uceb aiwevs, xan piriqit. es chem shemtxvevashi wonis brali namdvilad ar iqneba. eqimtan ki viyavi da wamlebic davlie magram tavbrus xvevebi, sisuste da tavis tkivilebi isev maqvs. albat amindebis bralicaa…..

  • Natia says:

    Var 21 wliis da xshirad maqvs magalii qneva vxvdebi roodiis miwevs gulis achqareba maqvs tavis tkivili wnevis dros arassros sheemimchnevia da aris momentevii roca wamlis garesheec damwevia 5wutshi rom gavisinjo 140 dan 120 mde chamodis tavisiit da es sashiishiia tuu nervooziis brali iqneba

  • Giorgi says:

    Var 23 wlis maqvs magali wneva 180 110 da metic didi xania magram arc tavis tkivili maqvs arc tavbrusxveva arc gulis tkivili rac ar unda davitvirto tavi yvelanairi gamokvleva chavitare arc gulze maq problema arc tirkmlebshi sruliad jamrtelia orive sisxlshic.yvelaferi normaluradaa mainteresebs arsebobs aseti anomalia da ra ras mirchevt 4 wlis win shemtxvevit agmovachine eqimtanac viyavi wamlebi gamomiwera damiwia wneva magram ro shevwyvite isev moimata magram aranairad ar mawuxebs

  • mamuka says:

    me simdzimis awevis shemdeg damewko es problemebi da amjamad vmurnalob wneva maqvs 120/90 an 130/80 aseti wneva tua damaxasiatebeli?

  • გიორგი says:

    დიდი სტრესი გადავიტანე. გაბმულად ვნერვიულობდი კვირაზე მეტი. მერე ცუდად რო გავხდი წნევა გამიზომეს, მომატებული მქონდა, აჩქარებები მქონდა, ჰარის უკმარისობა და ამოსუნთქვები ხშირი. ასე გრძელდება წელიწადზე მეტია. ექიმთან ჯერ არ მივსულვარ მაგრამ უკვე ვაპირებ. წნევა დაახლოებით 130-90 ზე მაქვს ხოლმე. კიდევ ვამჩნევ ჭამა თუ დავაგვიანე და რაციონი ავურიე მერე უარესდება ეს ყველაფერი. მოკლედ საზიზღარი ჭირი შემეყარა :) ეს ყველაფერი დაიწყო ერთი დიდი სტრესის შემდეგ.

  • paata says:

    salami, var 40 wlis xshirad maq 130 / 90 ze magram ar mawuxebs , mainteresebs es sashishia eseti wnevis tarebaa, 140 ki mawuxebs

  • nika says:

    magali wnevebi amindis cvalebadobazr moqmedebs?

  • irma says:

    meugles aqvs tavbrus xvevebi da dagliloba,shesadzloa tu ara es daavadeba iyos amis mizezi

  • პაატა says:

    ბოლო 4 დღეა მაქვს არა სტაბილური წნევა.ყოველ 10-15 წუთში იცვლება 130-100-დან 90-60 მდე მონაცვლეობს.იმდენად ინტენსიური სახე მიიგო, რომ საშინელ დაგლილობას თავბრუს ხვევას და გილის ტკივილს ვგრდზნობ.ვიღებ მხოლოდ რაუნატინს და კორვალოლს თუმცა უკვე არანაირად არ მეხმარება.გთხოვთ მიპასუხოთ რა შეიძლება იყოს არასტაბილური წნევის მიზეზი, და პრევენცია.

  • ანა გოგალაძე says:

    უკაცრავად თუ შეგიძლიათ ამ თემაზე თამბაქოს განხრთ მეტი იმფორმაცია მომაწოდოთ?

  • ნათია says:

    წნევა მითამაშებს ხან მაღალი მაქვს ხან დაბალი წამლის დალევის გარეშე რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული

  • შესაძელებელია 19 წლის ბიჭს ეს დაავადება ჰქონდეს? თითქმის ყოველდღეს აქვს თავის ტკივილი კეფის არეში.

  • ana says:

    Gamarjobat. Dedas aqvs filtvebis avadmyofoba da atarebs dabal wnevas 100/60 dziritadad. Axla ki xshirad aqvs120/20. Rogor vumkurnalo da ra preparati gamoviyeno damexmaret ra

  • ფატი says:

    ერთი კვირის უკან გავიკეთე დიკლობერლი.დამეწყო თავბრუხვევა.დავკარგე კონტროლი.გავიზომე წნევა 150 მქონდა 110.იმ დულით წამლებით დავეწიე წნევა.საგამოს ისევ ვიგრძენი თავბრუსხვევა.ცხელ წყალში ჩავყაროთ ფეხები.ვხედავ ხელები ამიჭრელდა.დავწექი დამეწყო კანკალი წნევა ავიდა154 -100.ქსანაქსი დავლიე და კაპტოპრილი 75 მლ გრ.ვერ ვხვდებოდი დამჭირდა.წნევის წამალი თავის ტრიალს და ღებინების შეგრძნებას არ მიწევდა.ზურგზეც ვიგრძენი ერთ წერთილში მწარე ქავილი.გუშინ საგამოძიებო ვიფიქრე რომ ეს ალერგია იყო.დავლიე წამალი.დგეს 120 მაქვს 90.რას მირჩევდით.მეშვიდე დგეა დგეს.ერთხელ სახეზე წავისვი გასაწმენდად კარგიაო სახის კალცის ფლორიდის.მაშინაც იგივე დამემართა.მაგრამ აფთიაქარმა უმალ მომცა ალერგიის წამალი და მომეშვა ნელნელა.მე კი მეშვიდე დგეს ისევ მე მომაგონდა ჩემი დიპტომები.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი